დასავლეთის კუნძულები (პაპუა-ახალი გვინეა)

დასავლეთის კუნძულები (ინგლ. Western Islands) — არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, ეკუთვნის პაპუა-ახალ გვინეას. ბისმარკის არქიპელაგის უკიდურესი დასავლეთი ნაწილია. ადმინისტრაციულად ეკუთვნის აილენდსის რეგიონის მანუსის პროვინციას.

დასავლეთის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Western Islands
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 1°30′ ს. გ. 143°00′ ა. გ. / 1.500° ს. გ. 143.000° ა. გ. / -1.500; 143.000
კუნძულთა რაოდენობა დაახლოებით 70
მთავარი კუნძული ვუვულუ
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი აილენდსი
პროვინცია მანუსი

გეოგრაფია

რედაქტირება
 
პაპუა-ახალი გვინეის ადმინისტრაციული რუკა
 
დასავლეთის კუნძულების რუკა

დასავლეთის კუნძულები ბისმარკის არქიპელაგის უკიდურესი დასავლეთი ნაწილია და მდებარეობს 400 კმ-ით დასავლეთით კუნძულ მანუსიდან და 900 კმ-ით ჩრდილოეთით ქვეყნის დედაქალაქ პორტ-მორზბიდან. კუნძულები შედგება დაახლოებით 70 კუნძულისაგან და ატოლისაგან. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კუნძულების განლაგება ასეთია: ვუვულუ (არქიპელაგის მთავარი კუნძული), აუა, მანუ, ნინიგოს კუნძულები (7 ატოლი, რომელიც ქმნის 50 მოტუს, ზოგჯერ კუნძულებში შეჰყავთ მანუს კუნძულიც), ჰერმიტის კუნძულები (13 მომცრო კუნძული), კანიეტის კუნძულები[1]. კუნძულების ყველაზე დასავლეთი და სამხრეთი კუნძულია ვუვულუ, ყველაზე აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი — კანიეტის კუნძულები.

პირველი ევროპელი, რომელმაც დაინახა არქიპელაგის ზოგიერთი კუნძული გახდა ესპანელი ზღვაოსანი ინიგო ორტის დე რეტესი (ესპ. Yñigo Ortiz de Retez). 1543 წლის 19 აგვისტოს მან დაინახა კუნძულები ვუვულუ და აუა. მან ამ კუნძულებს დაარქვა «თეთრი ადამიანების კუნძულები» (ესპ. Islas de Hombres blancos) ადგილობრივი მაცხოვრებლების სახის თეთრი ფერის გამო[2]. 1767 წლის 19 სექტემბერს ეს კუნძულები ხელმეორედ აღმოაჩინა ინგლისელმა ლეიტენანტმა ფილიპ კარტერეტმა. აუას კუნძულს მან დაარქვა «დურუორი», ერთ-ერთი თავისი ოფიცრის პატივსაცემად, ხოლო ვუვულუს — «მეიტის კუნძული» (ინგლ. Maty Island) მეტიუ მეიტის პატივსაცემად (ინგლ. Mathew Maty), რომელიც იყო სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების[2] წევრი. 1768 წელს ლუი ბუგენვილმა ისევ «აღმოაჩინა» ზემოთაღნიშნული კუნძულები, ასევე «ანოჰორეტის» კუნძულები (ფრანგ. Iles des Anachorettes, დღეისათვის კანიეტის კუნძულები) და «ჩეკიეს კუნძულები» (ინგლ. Chequer Islands, დღეისათვის ნინიგოს კუნძულები). 1781 წელს ესპანელმა კაპიტანმა ფრანსისკო მორელმა გემით Princessa აღმოაჩინა კუნძული ჰერმიტი[2].

1896 წლის 14 აგვისტოს გერმანულმა გემმა Möwe შეადგინა კუნძულ ვუვულუს პირველი რუკა. კუნძულები გახდა გერმანიის კოლონია. 1899 წლიდან დასავლეთის კუნძულები ადმინისტრაციულად დაექვემდებარა გერმანიის ახალ გვინეას. 1914 წელს არქიპელაგი დაიკავა ავსტრალიის ჯარებმა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კუნძულები გადაეცა ავსტრალიას მმართველობაში. 1975 წელს დასავლეთის კუნძულები დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.

  1. The Western Islands. The Wuvulu Research Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 8 აპრილი 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 History of the Western Islands. The Wuvulu Research Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 8 აპრილი 2010.