აუა (ინგლ. Aua) — კუნძული ბისმარკის არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში, დასავლეთის კუნძულების ნაწილია და შედის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად შედის აილენდსის რეგიონის მანუსის პროვინციაში. 2004 წლის აღწერის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობამ 1500 კაცი შეადგინა. სიმჭიდროვე — 214,286 კაცი/კმ².

აუა
მშობ. სახელი: ინგლ. Aua

კუნძულის ხედი კოსმოსიდან
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 1°27′00″ ს. გ. 143°04′00″ ა. გ. / 1.45000° ს. გ. 143.06667° ა. გ. / -1.45000; 143.06667
ფართობი 7 კმ²
პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
რეგიონი აილენდსი
პროვინცია მანუსი
დემოგრაფია
მოსახლეობა 1500 (2004)
სიმჭიდროვე 214,286 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

აუა წარმოადგენს პატარა მარჯნულ კუნძულს, რომელიც შემოფარგლულია მარჯნის რიფებით და მდებარეობს დაახლოებით 900 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით პაპუა-ახალი გვინეის დედაქალაქ — პორტ-მორზბისაგან, და დაახლოებით 255 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მანუსის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრიდან. მდებარეობს დასავლეთის კუნძულების დასავლეთ ნაწილში, კუნძულ ვუვულუს შორიახლოს. კუნძულის ფართობი შეადგენს დაახლოებით 7 კმ²-ს.

 
კუნძული აუა (1900 წლის სურათი).

აუას კუნძული, როგორც მეზობელი კუნძული ვუვულუ, აღმოაჩინა 1545 წლის 19 აგვისტოს ესპანელმა ზღვაოსანმა ინიგო ორტის დე რეტესმა (ესპ. Yñigo Ortiz de Retez), რომელიც მოლუკის კუნძულების ქალაქ ტიდორედან ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოში ექსპედიციაში გააგზავნა ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ. მოგზაურმა კუნძულებს დაარქვა «თეთრი ადამიანების კუნძულები» (ესპ. Islas de Hombres blancos) იქ მცხოვრები ადამიანების თეთრი სახის გამო.[1][2] 1767 წლის 19 სექტემბერს კუნძულები ხელახლა აღმოაჩინა ინგლისელმა ზღვაოსანმა ფილიპ კარტერეტმა, რომელმაც კუნძულს სახელად დაარქვა «დუროურის კუნძული» (ინგლ. Durour) მისი გემის ერთ-ერთი ოფიცრის პატივსაცემად.[1]

1893 წელს კუნძულთან შეჩერდა გემი «Ysabel», რომლის ეკიპაჟი უშედეგოდ ცდილობდა დაეყოლიებინა ადგილობრივი მაცხოვრებლები გერმანიის ახალგვინეურ კომპანიაში სამუშაოდ. გემის ბორტზე მყოფმა გერმანელმა ბოტანიკოსმა კარნბახმა, შეაგროვა კუნძულელთა ეთნოგრაფიული ნაკეთობების კოლექცია. 1899 წელს კუნძულზე იმყოფებოდა დანიელი ანთროპოლოგი რიჩარდ პარკინსონი.[1]

1903 წელს აუაზე ორმა გერმანელმა კოლონისტმა კუნძულ ახალი ირლანდიიდან და ბუკადან წამოსულ 12 ადამიანთან ერთად დააარსეს სავაჭრო პოსტი.[3] უცხოელებს ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვის თვალით შეხვდა, ხოლო მოკლე ხანში ერთ-ერთი გერმანელის ავადმყოფობის დროს ერთ-ერთი კოლონისტი მოკლული იქნა. თეთრკანიანთა მხრიდან შურისძიების შიშით, კლან ბაარუფუს წარმომადგენლები (დაახლოებით 900 ადამიანი), რომლებიც აწარმოებდნენ ბრძოლას უცხოელების წინააღმდეგ, გაიქცნენ მეზობელ ნინიგოს კუნძულებზე. მაგრამ გზაში გაქცეულების კანოე მოხვდა შტორმში. შედეგად უკვალოდ გაქრა 600-დან 700 ადამიანამდე. გადარჩა მხოლოდ ორი კანოე, რომელთაგან ერთი 100 კუნძულის მოსახლე მიცურდა კუნძულ ვუვულუმდე, ხოლო მეორე 75 ადამიანით დაბრუნდა უკან აუაზე.

მოსახლეობა

რედაქტირება

ტრადიციულად კუნძული დაყოფილია სამ ოლქად: ოალა ჩრდილო-დასავლეთით, ლაროარო სამხრეთ-დასავლეთით და ბაარუფუ აღმოსავლეთით.[4] ყოველ მათგანს ხელმძღვანელობდა ბელადი, ანუ პუალა, რომელიც იყო მემკვიდროებითი და მკაცრად გადაეცემოდა მამაკაცის ხაზით მამიდან შვილზე. სოფლის მეთაურებიც ბელადები იყვნენ, სახელად პაავი, რომლებიც ემორჩილებოდნენ პუალას. 1904 წელს კლან ბაარუფუს წარმომადგენლების კუნძულიდან გაქცევის შემდეგ პუალას ტიტული გაქრა. თემებს შორის სოციალური ურთიერთობის სფეროში გავრცელებული იყო მატრილოკალური და მდედრობითი ხაზის გვარი.[5]

ადგილობრივი მოსახლეობის მკვიდრი ენაა ვუვულუ-აუა, რომელსაც აქვს ორი დიალექტი: ვუვულუ და აუა. ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1500 ადამიანი (2004 წელი), აქედან 1300 ადამიანი ცხოვრობს კუნძულებზე ვუვულუ და აუა.[6]

კუნძულზე არსებობს ასაფრენ-დასაჯდომი ხაზი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 History of the Western Islands. The Wuvulu Research Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  2. Aua. Deutsches Kolonial-Lexikon (1920), Band I, S. 94. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  3. George Lane Fox Pitt-Rivers., Aua Island: Ethnographical and Sociological Features of a South Sea Pagan Society // The Journal of the Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland, 1925, ტ. 55.
  4. George Lane Fox Pitt-Rivers., Aua Island: Ethnographical and Sociological Features of a South Sea Pagan Society // The Journal of the Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland, 1925, ტ. 55.
  5. George Lane Fox Pitt-Rivers., Aua Island: Ethnographical and Sociological Features of a South Sea Pagan Society // The Journal of the Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland, 1925, ტ. 55.
  6. James A. Hafford., Organised Phonology Data Supplement. Wuvulu Language // Summer Institute of Linguistics, 2004.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აუა&oldid=4427533“-დან