დარკვეთის ეხი

მღვიმე საქართველოში, იმერეთის მხარეში

დარკვეთის ეხიმღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარკვეთის ტერიტორიაზე. მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირას.

დარკვეთის ეხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი

1968-1972 წლებში გაითხარა (ლ. ნებიერიძე) 5 კულტურის ფენა. I, მეზოლითის ხანის ფენა. შეიცავდა კაჟისა და რიყის ქვის იარაღს. II ფენაში არმოჩნდა ადრინდელი (უკერამიკო) ნეოლითისათვის დამახასიათებელი მასალა, III, IV და V ფენებში ყვირილის ხეობის ენეოლითური კულტურის სხვადასხვა ეტაპებია წარმოდგენილი. III და IV ფენებში დიდი რაოდენობით იყო კაჟისა და ბაზალტის შრომისა და ბრძოლის იარაღი, სამკაული, ძვლის ნაწარმი, მცირე რაოდენობით - გეომეტრიული ფორმის ჩასართები. კერამიკა მოვარდისფრო-მონაცისფროდაა გამომწვარი და გაპრიალებული. გვხვდება წითლად გაპრიალებული თხელკედლიანი ჭურჭლის ნატეხებიც. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ყვირილის ხეობის მღვიმეებში (სამერცხლე კლდე, სამელე კლდე, ძუძუანას მღვიმე). V ფენაში აღმოჩნდა კაჟის იარაღი, ფიქლის სამაჯურები და წარმოების ნაშთები. თიხის ჭურჭელი ორნამენტით ჰგავს ახშტირისა და ოქუმის მღვიმეების ენეოლითურ კერამიკას. V ფენა დაზიანებულია მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელი ეტაპის სამარხებით. დარკვეთის ეხში გამოვლენილი ენეოლითური კულტურა გარკვეულ სიახლოვეს იჩენს მაიკოპის კულტურასთან (ა. ფორმოზოვი, დ. თუშაბრიშვილი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნებიერიძე ლ., დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1972;