დანიილ/დანილო (დავიდ) ლიდერი (უკრ. Данило Лідер; დ. 25 აპრილი (8 მაისი), 1917, სოფ. ვიქტორფელდი, შემდგ. ვიქტოროვკა, ახლანდ. ლენინის სახელობის ხუტორი, როსტოვის ოლქი — გ. 29 დეკემბერი, 2002, კიევი) — უკრაინელი საბჭოთა თეატრისა და კინოს მხატვარი, სცენოგრაფი, პედაგოგი.[1] უკრაინის სსრ-ის სახალხო მხატვარი (1982). უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1993). უკრაინის მხატვართა ეროვნული კავშირის (1956),[2] უკრაინის ხელოვნების ეროვნული აკადემიის, უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა ეროვნული კავშირისა და უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული კომიტეტის წევრი.

დანიილ ლიდერი
დაიბადა 25 აპრილი (8 მაისი), 1917
დაბადების ადგილი Q30890964?
გარდაიცვალა 29 დეკემბერი, 2002(2002-12-29) (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი
ჯილდოები მედალი „შრომის ვეტერანი“ მედალი „კიევის 1500 წლისთავის აღსანიშნავად“
უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემია სტალინის პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა როსტოვის სამხატვრო სასწავლებელი (1937), ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტი (1956; მასწავლებლები — ბორის იოჰანსონი და მიხეილ ბობიშოვი). 1941 წელს, როგორც ეთნიკურად გერმანელი, გადაასახლე ურალში, სადაც მუშაობდა შახტის მესანგრევედ, ჩელიაბინსკის სამუილ ცვილინგის სახელობის დრამატული თეატრის საამქროს მუშად, ტრესტ „ემანჟელინსკუგოლის“ მხატვრად (ჩელიაბინსკის ოლქი). 1946–1954 წლებში იყო ჩელიაბინსკის დრამატული თეატრი მთავარი მხატვარი; 1955 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის თეატრებში.[2]

1962 წელს კიევში გადავიდა, სადაც მომდევნო წლიდან ოპერეტის თეატრში მუშაობდა.[3] 1965 წლიდან და 1979–1990 წლებში იყო ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული დრამატური თეატრის მთავარი მხატვარი. ამავდროულად, 1973 წლიდან (შესვენებებით) მუშაობდა სამხატვრო ინსტიტუტში (შემდგომში უკრაინის ხელოვნების აკადემია): 1975–1980 წლებში და 1990 წლიდან — თეატრალური სახელოსნოების მასწავლებელი და ხელმძღვანელი, 1994 წლიდან — ფერწერისა და კომპოზიციის კათედრის პროფესორი. შექმნა სცენოგრაფიის საკუთარი სკოლა. მონაწილეობდა სრულიად უკრაინის, სრულიად საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში (1967 წლიდან), საერთაშორისო გამოფენაში „პრაღის კვადრიენალე“ (1970 წლიდან). კიევში პერსონალური გამოფენა შედგა 2014 წელს (სიკვდილის შემდეგ).[2]

აფორმებდა წარმოდგენებს კიევის, მოსკოვის, ლენინგრადის, მინსკის, კრაკოვის თეატრებისთვის. მის შემოქმედებას ახასიათებს ფილოსოფიური განზოგადებისაკენ სწრაფვა წარმოდგენათა სახეების პლასტიკური გამომჟღავნებით, აზროვნებათა დამოუკიდებლობა პიესათა დრამატურგიისა და რეჟისორთა ჩანაფიქრების შენარჩუნებასთან ერთად. „უკრაინსკი თეატრის“ 1995 წლის 1–5 ნომრებში გამოაქვეყნა „ადამიანი და მისი სივრცე“ (ცალკეული წიგნი — კიევი, 2012). ავტორია წიგნისა ფილოსოფიურ და თეატრალურ ესეისტიკაზე „თეატრი საკუთარი თავისთვის“ (კიევი, 2004). გადაღებულია ფილმი „ლიდერი“ (2000, რეჟ. სერჰი მასლობოიშჩიკოვი).[2]

გარდაიცვალა 2002 წლის 29 დეკემბერს. 2003 წლის 2 იანვარს ბაიკოვოს სასაფლაოზე დაკრძალეს.[3]

გაფორმებული წარმოდგენები

რედაქტირება
ჩელიაბინსკის დრამატული თეატრი
ლენინგრადის ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრი
  • ლევ სლავინის „ინტერვენცია“, 1958
კიევის ოპერეტის თეატრი
კიევის ივან ფრანკოს სახელობის დრამატული თეატრი
კიევის ლესია უკრაინკას სახელობის რუსული დრამატული თეატრი
კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
  • ი. ზნატოკოვის „მთავრის ცოლი ვოლკონსკაია“, 1966
მოსკოვის მცირე თეატრი

ჯილდოები და წოდებები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Коваленко Г. Художник театра Даниил Лидер. Москва, 1980;
  • Чечик А. Сім робіт Данила Лідера // УТ. 1982. № 5;
  • Березкин В. Даниил Лидер. К., 1988;
  • Ступка Б. Без Лидера в театре неуютно // Моск. наблюдатель. 1992. № 10;
  • Хоменко Н. Філософія сценографії Данила Лідера // Art line. 1997. № 5–6;
  • Петрова О. Зоряне небо митця (Пам’яті акад. АМУ Д. Д. Лідера) // Мист. обрії’2001–02: Альм. К., 2003;
  • Її ж. Зоряне небо Данила Лідера // Петрова О. Мистецтвозн. рефлексії. К., 2004;
  • Чекан Ю. Філософія простору // Книжник. 2004. № 19;
  • Березкин В. Искусство сценографии мирового театра. Давид Боровский. Даниил Лидер. Москва, 2008.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Лидер Даниил (Давид) Данилович. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-23. ციტირების თარიღი: 2011-02-04.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Петрова, О. М.. Лідер Данило Данилович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс]. Інститут енциклопедичних досліджень НАН України (2016). ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2023
  3. 3.0 3.1 Данила Лидер предсказал Чернобыльскую катастрофу