შოლომ-ალეიხემი
შოლომ-ალეიხემი (იდიშ. שלום־עליכם, რუს. Шолом-Алейхем, უკრ. Шолом-Алейхем)(ნამდვილი სახელი და გვარი შოლომ ნოხუმის ძე რაბინოვიჩი) (დ. 2 მარტი, 1859, ქალაქი პერეიასლავი, უკრაინა — გ. 13 მაისი, 1916, ნიუ-იორკი, აშშ) – ებრაელი მწერალი. წერდა ებრაულ ენაზე, იდიშზე და რუსულზე. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1879 წლიდან. ებრაული და რუსული ლიტერატურის დემოკრატიისა და საგანმანათლებლო ტრადიციების მიმდევარი იყო.
შოლომ-ალეიხემი | |
---|---|
იდიშ. שלום עליכם | |
დაბადების თარიღი | 5 მარტი, 1859[1] |
დაბადების ადგილი | პერეიასლავი |
გარდაცვალების თარიღი | 13 მაისი, 1916[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (57 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი[2] |
დასაფლავებულია | Mount Carmel Cemetery |
საქმიანობა | დრამატურგი და მწერალი[10] |
ენა | იდიში და ებრაული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია[11] [12] აშშ |
შვილ(ებ)ი | Sarah Solomonovna Rabinovich და Marie Waife |
ნათესავ(ებ)ი | ბელ კაუფმანი და Ben Zion Goldberg |
ხელმოწერა | |
საიტი | sholemaleichem.org |
1900-იან წლების დასაწყისში დაუახლოვდა ლ. ტოლსტოის, ა. ჩეხოვს, მ. გორკის, ვ. კოროლენკოს. 1905-07 რევოლუციური განწყობილებანი აისახა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართულ მის სატირულ პამფლეტებში, მოთხრობებში („ბიჭუნა მოტლი“), რომანში „წარღვნა“. რეაქციის გაბატონებისა და კიევის ებრაელთა ცნობილი დარბევის შემდეგ ამერიკაში გაემგზავრა. 1908 წელს დაბრუნდა რუსეთში. შოლომ-ალეიხემის შემოქმედება გამოირჩევა დიდი ჰუმანიზმით, უბადლო იუმორით, მდიდარი ენით. იგი პოპულარულია მთელ მსოფლიოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 17.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 2.0 2.1 Ременик Г. А. Шолом-Алейхем // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Kuiper K. Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ VIAF ID
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ http://www.nytimes.com/2012/07/08/books/review/how-should-a-person-be-by-sheila-heti.html
- ↑ http://www.nytimes.com/2002/11/09/books/the-world-with-a-sigh-and-a-wink.html
- ↑ http://www.nytimes.com/2011/07/08/movies/sholem-aleichem-laughing-in-the-darkness-review.html