დაინა ჯეინი
დაინა ჯეინ მილიკა ელიზაბეტ ჰანსენი (ინგლ. Dinah Jane Milika Ilaisaane Hansen; დ. 2 ივნისი, 1997, სანტა-ანა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და ჯგუფ Fifth Harmony-ის ყოფილი წევრი. 2017 წლის ოქტომბერში მან გამოუშვა ერთობლივი ნამუშევარი „Boom Boom" RedOne-სთან, Daddy Yankee-სა და French Montana-სთან ერთად. 2018 წელს, ჯგუფ Fifth Harmony-ის დაშლის შემდეგ, ჯეინმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლ „L.A. Reid's HitCo Entertainment“-თან. 2018 წლის სექტემბერში გამოვიდა მისი სადებიუტო სინგლი „Bottled Up". მომდევნო წელს მუსიკოსმა გამოუშვა EP Dinah Jane 1.
დაინა ჯეინი | |
---|---|
ინგლ. Dinah Jane | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | დაინა ჯეინ მილიკა ელიზაბეტ ჰანსენი |
დაბ. თარიღი | 22 ივნისი, 1997 |
დაბ. ადგილი | სანტა-ანა |
წარმოშობა | სანტა-ანა, კალიფორნია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | პოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი |
აქტიური | 2012 - დღემდე |
დაინა ჯეინი ვიკისაწყობში |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებადაინა ჯეინი გაიზარდა სანტა-ანაში, კალიფორნიაში. მისი მშობლები არიან გორდონ ჰანსენი და მილიკა ამასიოსი. მას შვიდი და-ძმა ჰყავს. ჯეინი ტონგანელია და ამასთანავე აქვს დანიური, სამოური და ფიჯური ფესვები.[1][2]
ჯეინი 4 წლის ასაკში დაინტერესდა მუსიკით. 2011 წელს ჩაწერა თავისი პირველი სიმღერა „Dancing Like a White Girl“.[3] მან 2015 წელს დაამთავრა ორანჯის ხელოვნების სკოლა.[4]
კარიერა
რედაქტირებაჯეინმა 2012 წელს მონაწილეობა მიიღო „X Factor“-ში, სადაც შესარჩევ ტურზე იმღერა ბიონსეს „If I Were a Boy". ის გამოეთიშა კონკურსს შემდეგ რაუნდში, თუმცა მოგვიანებით კონკურსში დაბრუნდა ალი ბრუკთან, ნორმანისთან, ლორენ იაურეგისთან და კამილა კაბელიოსთან ერთად, ჯგუფის სახით - Fifth Harmony. ჯგუფი ფინალში გავიდა და მესამე ადგილი დაიკავა.[5]
„Fifth Harmony“-ის სადებიუტო სიმღერა იყო „Miss Moving On". მათ 2013 წელს გამოუშვეს სადებიუტო EP, Better Together. მათი პირველი ალბომი Reflection 2015 წლის იანვარში გამოვიდა, ხოლო რიგით მეორე ალბომი 7/27 2016 წლის მაისში. ჯგუფის სინგლებმა, „Worth It" და "Work from Home", კომერციულ წარმატებას მიაღწიეს და მოხვდნენ საერთაშორისო ჩარტების ტოპ 10-ში. ჯგუფმა დაწერა კომპოზიცია „I'm in Love with a Monster“ მულტიპლიკაციური ფილმისთვის Hotel Transylvania 2. მათ გამოუშვეს მათი რიგით მესამე სტუდიური ალბომი 2017 წლის 25 აგვისტოს. 2018 წლის 19 მარტს ჯგუფი დაიშალა.[6]
სოლო კარიერა
რედაქტირება2015 წელს ჯეინმა მონაწილეობა მიიღო ანიმაციური ფილმის, მოანას, კასტინგში, თუმცა მუსიკოსმა როლი ვერ მიიღო. 2017 წლის ოქტომბერში მან გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „Boom Boom" RedOne-ისთან, Daddy Yankee-სა და French Montana-სთან ერთად.[7][8] მომდევნო თვეში ჯეინმა შეასრულა ტონგას ეროვნული ჰიმნი „Ko e fasi ʻo e tuʻi ʻo e ʻOtu Tonga" 2017 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ თამაშზე.[9]
2018 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ჯეინმა გააფორმა კონტრაქტი Hitco Entertainment-თან.[10] მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო სინგლი „Bottled Up", Ty Dolla Sign-სა და Marc E. Bassy-სთან ერთად, 2018 წლის 21 სექტემბერს.[11] მან გამოუშვა სიმღერის მუსიკალური ვიდეო და შეასრულა სინგლი შოუში The Tonight Show Starring Jimmy Fallon 2018 წლის ოქტომბერში.[12][13] ჯეინმა შეასრულა ორი ახალი სიმღერა „Retrograde" და „I Don't Mind" ფესტივალზე Jingle Bash 2018 წლის 3 დეკემბერს.[14][15] 2019 წლის 26 მარტს ჯეინმა გამოუშვა კომპოზიციების მუსიკალური ვიდეოები.[16][17]
2019 წლის 28 მარტს ჯეინმა გამოაცხადა რომ მისი სადებიუტო სოლო EP, Dinah Jane 1, გამოვიდოდა 2019 წლის 19 აპრილის.[18][19] მან 19 აპრილს გამოუშვა ჩანაწერის წამყვანი სინგლი „Heard It All Before", რასაც მოჰყვა მისი მუსიკალური ვიდეო. მაისში ჯეინმა ოფიციალურად გამოუშვა ალბომი ციფრული ჩამოტვირთვისა და სტრიმინგისთვის, რასაც მოჰყვა ახალი კოლაბორაციული ნამუშევარი „SZNS", მუსიკოს A Boogie Wit da Hoodie-ისთან ერთად.[20][21][22] 2020 წლის იანვარში მან გამოაცხადა თავისი პირველი სოლო ტურის შესახებ, სახელწოდებით Dinah Jane World Tour. ის უნდა დაწყებულიყო 2020 წლის აპრილში არიზონაში. მალევე, ჯეინმა განაცხადა ახალი სინგლის გამოსვლის შესახებ - „Missed a Spot“, თუმცა, მის მაგივრად მუსიკოსმა ორი ახალი კომპოზიცია გამოუშვა, სახელწოდებით „Lottery" და „1501". მალევე ტურნე გადაიდა კოვიდ-19 ის პანდებიის გამო.
ჯეინის თქმით მისი მუსიკა მოიცავს „ურბანულ R&B-ის“ და მის დისკოგრაფიაში გვხვდება „90-იანი და 2000-იან წლების მუსიკა“. მუსიკოსის თქმით მის სტილზე გავლენა იქონიეს შემდეგმა მუსიკოსებმა: კრისტინა აგილერა, პეტი ლაბელი, ბიონსე, ლეონა ლუისი, მერაია კერი და ეტა ჯეიმზი.[23][24][25]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Maglente, Shanon. (June 7, 2021) 5: Dinah Jane Hansen. Good Housekeeping. ციტირების თარიღი: October 6, 2021
- ↑ Jones, Byron. (August 20, 2018) LA Reid's new company Hitco signs solo deal with Dinah Jane of Fifth Harmony. The Music Network.com. ციტირების თარიღი: October 6, 2021
- ↑ Carter, Brooke (September 8, 2017). „Dinah Jane Snapchat Name – What is Her Snapchat Username & Snapcode?“. Gazette Review. ციტირების თარიღი: December 14, 2017.
- ↑ Jackie Moe. (February 13, 2018) Most Influential 2016: Dinah Jane Hansen. Orange County Register. ციტირების თარიღი: December 20, 2016
- ↑ Tongan Fitfh Harmony star and X Factor singer visits kingdom. Kaniva Tonga News and Entertainment (July 17, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 24, 2019. ციტირების თარიღი: June 13, 2017
- ↑ Kaufman, Gil (March 19, 2018). „Fifth Harmony Announce Hiatus to Pursue Solo Careers“. Billboard. ციტირების თარიღი: March 19, 2018.
- ↑ WATCH: RedOne's Music Video "Boom Boom," Featuring Daddy Yankee, French Montana and Dinah Jane (November 1, 2017).
- ↑ Sam Prance. (February 13, 2018) Fifth Harmony's Dinah Jane Teases Daddy Yankee, French Montana and RedOne Collaboration. MTV News. ციტირების თარიღი: October 24, 2017
- ↑ American pop star to sing Tongan national anthem at league semi-final. Entertainment (December 8, 2017). ციტირების თარიღი: November 21, 2017
- ↑ „Dinah Jane of Fifth Harmony Signs Solo Deal With L.A. Reid's Hitco“. Billboard. August 16, 2018. ციტირების თარიღი: November 13, 2019.
- ↑ „Dinah Jane Announces Debut Solo Single 'Bottled Up'“. WRNW.
- ↑ Blistein, Jon (October 10, 2018). „Watch Dinah Jane Deliver Slick Debut Single 'Bottled Up' on 'Fallon'“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: October 9, 2018.
- ↑ Pedrosa, Marina (October 9, 2018). „Dinah Jane Makes Solo 'Tonight Show' Debut with Steamy 'Bottled Up': Watch“. Billboard. ციტირების თარიღი: October 10, 2018.
- ↑ Gehring, Matt. Dinah Jane Slayed Her Jingle Ball Performance With Two Brand New Songs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-10. ციტირების თარიღი: 2023-03-11.
- ↑ More Bops! Dinah Jane Live-Premieres "Retrograde" & "I Don't Mind" (December 4, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 2, 2023. ციტირების თარიღი: მარტი 11, 2023.
- ↑ Dinah Jane's 'Retrograde' Has Arrived Just In Time To Put Mercury In Its Place (March 29, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 29, 2019. ციტირების თარიღი: მარტი 11, 2023.
- ↑ „Dinah Jane Dances it Out While Rehearsing For Tour in 'Retrograde' Video: Watch“. Billboard. March 27, 2019.
- ↑ 4/19 I'm ready for ya (March 29, 2019).
- ↑ 04/19 (March 29, 2019).
- ↑ Dinah Jane Breaks Down Her Inspirations and the Studio Process Behind New R&B Single "SZNS". ციტირების თარიღი: August 8, 2019
- ↑ Certified Bop! Dinah Jane Uploads "Retrograde" To Streaming Services (May 8, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2020. ციტირების თარიღი: August 8, 2019
- ↑ Dinah Jane Links Up with A Boogie Wit Da Hoodie on New Song 'SZNS' (August 5, 2019). ციტირების თარიღი: August 8, 2019
- ↑ 15 Facts You Need To Know About Fifth Harmony. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-04. ციტირების თარიღი: 2023-03-11.
- ↑ TeenNick Top 10: An Interview With Fifth Harmony. Teen Nick (August 22, 2013). ციტირების თარიღი: March 28, 2016
- ↑ 20 Facts You Didn't Know About Dinah Jane – 100.5 KISS FM. iHeartRadio.