მოანა (2016 წლის ფილმი)

„მოანა“ (ინგლ. Moana) — Walt Disney Animation Studios-ის 2016 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. მისი დისტრიბუტორი იყო Walt Disney Pictures. „მოანა“ არის უოლტ დისნეის სტუდიების რიგით 56-ე ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმი. ფილმის მთავარი პერსონაჟია მამაცი გოგონა მოანა. იგი ნახევრად ღმერთ მაუის საძიებლად მიემართება, რათა გადაარჩინოს საკუთარი ხალხი.

„მოანა“
რეჟისორი რონ კლემენტსი
ჯონ მასკერი
პროდიუსერი ოსნატ შურერი
სცენარის ავტორი ჯარედ ბუში
ისტორია
როლებში
მუსიკა
მონტაჟი ჯეფ დრაჰაიმი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 14 ნოემბერი, 2016 (2016-11-14) (AFI Fest)
  • 23 ნოემბერი, 2016 (2016-11-23) (აშშ)
ხანგრძლივობა 107 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი[1][2][3]
შემოსავალი 642.2 მილიონი აშშ დოლარი[4]

ფილმის რეჟისორები არიან რონ კლემენტსი და ჯონ მასკერი, თანარეჟისორები არიან დონ ჰოლი და კრის უილიამსი. მოანას ახმოვანებს აული'ი კრავალიო (ეს მისი პირველი კინოროლია), ხოლო დანარჩენ პერსონაჟებს — დუეინ ჯონსონი,რეიჩელ ჰაუსი, ტემუერა მორისონი, ჯემეინ კლემენტი, ნიკოლ შერზინგერი და ალან ტუდიკი. მუსიკის ავტორები არიან მარკ მანჩინა (ორკესტრული), ლინ-მანუელ მირანდა და ოპეტაია ფოა'ი (სიმღერები).

„მოანა“ აშშ-ის კინოგაქირავებაში 2016 წლის 23 ნოემბერს, დისნეის ციფრული 3-D, RealD 3D, D-Box და სპეციალურ ფართო ფორმატებში გამოვიდა. მან მოიპოვა კრიტიკოსთა აღიარება, რომლებმაც აღნიშნეს მისი ანიმაციური მხარე, მუსიკა და გახმოვანება. მსოფლიოში ფილმის შემოსავალმა 642 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „ზოოტოპიასთან“ ერთად, ეს იყო პირველი შემთხვევა 2002 წლის შემდეგ, როდესაც ერთ წელს დისნეის სტუდიებმა ორი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარი გამოუშვეს. „მოანამ“ მიიღო ოსკარის ორი ნომინაცია - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებში („How Far I'll Go“).[5]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Moana (2016). The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 2, 2017. ციტირების თარიღი: March 23, 2017.
  2. Fleming Jr, Mike. (March 24, 2017) No. 12 'Moana' Box Office Profits – 2016 Most Valuable Movie Blockbuster Tournament. Deadline.com. ციტირების თარიღი: March 25, 2017.
  3. Moana (2016). The Numbers. ციტირების თარიღი: March 25, 2017.
  4. Moana (2016). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: May 15, 2017.
  5. „Oscar Nominations: Complete List“. Variety. Los Angeles: Variety Media. January 24, 2017. ციტირების თარიღი: January 24, 2017.