ნორმანი კორდეი ჰამილტონი (ინგლ. Normani Kordei Hamilton; დ. 31 მაისი, 1996, ატლანტა, ჯორჯია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მოცეკვავე. მან 2012 წელს მონაწილეობა მიიღო X Factor-ში, რის შემდეგაც გახდა ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრი. ჯგუფი გახდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გოგონების ჯგუფი. 2018 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი პირველი სიმღერა „Love Lies". სიმღერა შეერთებულ შტატებში ჩარტის ტოპ ათეულში მოხვდა და მიიღო ხუთმაგი პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის (RIAA) მიერ.

Normani

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნორმანი კორდეი ჰამილტონი
დაბ. თარიღი 31 მაისი, 1996 (1996-05-31) (27 წლის)
დაბ. ადგილი ატლანტა[1] [2]
წარმოშობა ატლანტა, ჯორჯია, აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[3] [4]
ჟანრ(ებ)ი პოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი
აქტიური 2012 - დღემდე
ხელმოწერა
საიტი officialnormani.com
Normani ვიკისაწყობში

Fifth Harmony-ის დაშლის შემდეგ, ნორმანიმ გამოუშვა EP Calvin Harris, Normani x Calvin Harris (2018). იმავე წელს მან გამოუშვა სინგლი „Waves" 6lack-ისთან ერთად. კომპოზიციის კლიპმა მოიგო MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო საუკეთესო R&B ვიდეოსთვის. მუსიკოსის კოლაბორაციულმა ნამუშევარმა „Dancing with a Stranger" (2019), რომელიც მან სემ სმიტთან ერთად გამოუშვა, მიიღო „წლის სიმღერის" ნომინაცია Brit Awards-ზე. 2019 წლის აგვისტოში ნორმანიმ გამოუშვა თავისი პირველი სოლო სინგლი „Motivation". 2021 წლის ივლისში ნორმანიმ გამოუშვა „Wild Side", რომელიც გავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ-20 ში.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ნორმანი კორდეი ჰამილტონი დაიბადა 1996 წლის 31 მაისს ატლანტაში. მას ჰყავს ორი უფროსი ნახევარდა, ეშლი და არიელი.[5] ის გაიზარდა ნიუ-ორლეანში. მუსიკოსის ოჯახი 2005 წელს ქარიშხალ კატრინას შემდეგ ჰიუსტონში გადავიდა საცხოვრებლად.[6][7][8] ნორმანი ბავშვობაში კერძო სკოლაში სწავლობდა, ხოლო მეექვსე კლასიდან სახლში განაგრძო სწავლა.[9][10]

13 წლის ასაკში მან ჩაწერა რამდენიმე სიმღერა და გამოჩნდა HBO-ის სერიალში Treme.

კარიერა რედაქტირება

ნორმანიმ 2012 წელს მონაწილეობა მიიღო ამერიკულ X Factor-ში, რომლის შესარჩევ ტურშიც შეასრულა არეტა ფრანკლინის „Chain of Fools". მან შესარჩევ ტურზე ოთხივე ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ის გამოეთიშა კონკურსს შემდეგ რაუნდში, თუმცა კონკურსში დაბრუნდა ალი ბრუკთან, ლორენ იაურეგისთან, დაინა ჯეინსა და კამილა კაბელიოსთან ერთად ჯგუფის სახით - Fifth Harmony. ჯგუფი ფინალში გავიდა და მესამე ადგილი დაიკავა.[11]

2013 წლის ოქტომბერში, Fifth Harmony-იმ გამოუშვა პირველი EP, Better Together. ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი, Reflection, 2015 წელს, რასაც მოჰყვა მათი რიგით მეორე სტუდიური ალბომი, 7/27, 2016 წელს. 2017 წლის 25 აგვისტოს, კამილა კაბელიოს ჯგუფიდან წასვლის შემდეგ, Fifth Harmony-იმ გამოუშვა ჯგუფის მესამე და საბოლოო სტუდიური ალბომი.[12] ნორმანი გახდა კვარტეტის ლიდერი, წამყვანი ვოკალისტი და ქორეოგრაფი.[13] 2018 წლის 19 მარტს ჯგუფი დაიშალა.[14]

2018 წლის 22 ოქტომბერს ნორმანიმ და კალვინ ჰარისმა გამოუშვეს თავიანთი EP, Normani x Calvin Harris, რომელშიც შედის სიმღერები „Checklist" და „Slow Down".[15][16] შემდეგ მან გამოუშვა ახალი კომპოზიცია „Waves", რომლის პრემიერა 2018 წლის 15 ნოემბერს მუსიკალურ რადიო Beats 1-ზე შედგა.[17] „Waves"-ის მუსიკალურმა კლიპმა მოიგო MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდო საუკეთესო R&B ვიდეოსთვის.

2019 წლის 11 იანვარს ნორმანიმ და სემ სმიტმა გამოუშვეს სიმღერა „Dancing with a Stranger", რომელიც გავიდა მე-3 ადგილზე გაერთიანებულ სამეფოში და მე-7 ადგილზე აშშ-ში.[18] სიმღერა პირველ ადგილზე გავიდა Adult Top 40-ის ჩარტში.[19] სიმღერამ მუსიკოსს 2020 წლის Brit Awards-ზე წლის სიმღერის ნომინაცია მოუტანა. 2019 წლის აგვისტოში ნორმანიმ გამოუშვა თავისი პირველი სოლო სინგლი „Motivation".

2021 წლის 15 ივლისს ნორმანიმ გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი, „Wild Side", Cardi B-ისთან ერთად. სიმღერა მე-14 ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელ ასეულში და მიაღწია პირველ ადგილს R&B/Hip-Hop-ის ჩარტში.[20] ნორმანიმ შეასრულა „Wild Side" რიანას Savage X Fenty Show Vol. 3-ზე, რომლის პრემიერა შედგა 2021 წლის 24 სექტემბერს.[21][22]

ნორმანიმ გამოუშვა ახალი სინგლი „Fair" 2022 წლის 18 მარტს[23] და იმავე დღეს შეასრულა ის The Tonight Show-ში.[24] იმავე წლის ივნისის თვეში ნორმანი გამოჩნდა მომღერალ კრის ბრაუნის მუსიკალურ კლიპში „WE (Warm Embrace)".

2022 წლის 29 ივლისს ნორმანიმ გამოუშვა სინგლი „New to You" კალვინ ჰარისთან, ტინაშესთან და ოფსეტთან ერთად ჰარისის ალბომისთვის Funk Wav Bounces Vol. 2.[25]

ლიტერატურა რედაქტირება

Rogers, Dweyne. Normani Kordei: Singer dishes on fame, Fifth Harmony and her 'DWTS' future (February 24, 2018).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.capitalxtra.com/features/lists/facts-about-normani-kordei/where-from/
  2. https://www.goodmorningamerica.com/culture/story/singer-normani-teases-music-reveals-love-collaborate-83936120
  3. https://www.ebony.com/normani-talks-being-one-of-the-few-chocolate-girls-in-mainstream-music/
  4. https://www.iheart.com/content/2019-01-10-normani-gets-candid-about-wanting-to-rep-for-young-black-women/
  5. Who are Normani's family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 20 April 2021
  6. Guerra, Joey (May 20, 2019). „Normani's Texas homecoming includes stops at Whataburger and Rose Gold nightclub“. Chron. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 6, 2020. ციტირების თარიღი: May 24, 2020.
  7. Bio: Fifth Harmony. Fifth Harmony Official. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 3, 2016. ციტირების თარიღი: January 14, 2015
  8. Krauser, Emily (October 31, 2017). „Normani Kordei Opens Up About Her Mom's Cancer Survivorship: 'That Deserves to Be Celebrated' (Exclusive)“. Entertainment Tonight. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2017. ციტირების თარიღი: May 6, 2018.
  9. Normani Kordei from Fifth Harmony Shares Style Influences, Turning 20 & Embracing Black Girl Magic (November 23, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 5, 2018. ციტირების თარიღი: October 2, 2018
  10. „Normani: A Pop Perfectionist Makes Her Move“. Rolling Stone. February 28, 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 3, 2020. ციტირების თარიღი: April 28, 2020.
  11. Oldenburg, Ann (December 20, 2012). 'X Factor' crowns Season 2 winner“. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 13, 2018. ციტირების თარიღი: February 28, 2017.
  12. Kennedy, Gerrick D. (August 17, 2017). „After a rocky year, Fifth Harmony is in control – and tighter than ever“. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2017. ციტირების თარიღი: October 3, 2017.
  13. Sternlicht, Alexandra. Meet Normani And Anitta's Under 30 Manager Brandon Silverstein en. ციტირების თარიღი: 2022-08-21
  14. Kaufman, Gil (March 19, 2018). „Fifth Harmony Announce Hiatus to Pursue Solo Careers“. Billboard. ციტირების თარიღი: March 19, 2018.
  15. Spanos, Brittany (October 22, 2018). „Normani, Calvin Harris Team on New Club-Bangers 'Slow Down,' 'Checklist'. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 23, 2018. ციტირების თარიღი: January 20, 2019.
  16. Normani and Calvin Harris Release 2 New Songs Together (October 22, 2018). ციტირების თარიღი: January 20, 2019
  17. „Normani Unleashes New Single 'Waves' Feat. 6LACK, Says Debut Album Is Slated for Early 2019“. Billboard. November 15, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 7, 2019. ციტირების თარიღი: February 5, 2019.
  18. Normani teams with Sam Smith on 'Dancing With A Stranger'. The Fader (January 11, 2019). ციტირების თარიღი: January 20, 2019
  19. Trust, Gary (2019-05-13). „Sam Smith & Normani's 'Dancing With a Stranger' Hits No. 1 On Radio Songs Chart“. Billboard (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — September 8, 2022. ციტირების თარიღი: 2022-04-26.
  20. Anderson, Trevor (2021-12-30). „Normani & Cardi B's 'Wild Side' Tops Mainstream R&B/Hip-Hop Airplay Chart“. Billboard (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 9, 2022. ციტირების თარიღი: 2022-04-26.
  21. Nas, Normani and More To Perform During Rihanna's 'Savage x Fenty Show Vol. 3' (2021-09-21). ციტირების თარიღი: 2021-10-06
  22. Normani, Ricky Martin and More Performances From Rihanna's 'Savage X Fenty Vol. 3' | Entertainment Tonight en-US. ციტირების თარიღი: 2021-10-06
  23. NORMANI RELEASES NEW SINGLE 'FAIR' – OUT NOW – Sony Music Canada. ციტირების თარიღი: 2022-03-19
  24. Bonner, Mehera. (2022-03-18) Normani's Debut Performance of "Fair" on 'The Tonight Show' Was Absolutely Stunning en-US. ციტირების თარიღი: 2022-03-19
  25. Bain, Katie (2022-07-29). „Calvin Harris Drops 'New To You' With Normani, Tinashe & Offset: Stream It Now“. Billboard (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 2, 2022. ციტირების თარიღი: 2022-08-02.