ეტა ჯეიმზი (ინგლ. Etta James; დ. 25 იანვარი, 1938 — გ. 20 იანვარი, 2012) — ამერიკელი მომღერალი. სხვადასხვა ჟანრის შემსრულებელი, მათ შორის, ბლუზის, R & B, სოულის, როკ-ენ-როლის, ჯაზის. ეტა ჯეიმზმა კარიერა 1954 წელს დაიწყო. პოპულარობა მოიპოვა ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა „მორიდებული“, „ბოლოს და ბოლოს“, „თქვი დედა“, „რაღაც უცნაური მჭირს“ და „მირჩევნია დავბრმავდე“. 1980-იან წლებში, სანამ იგი ალბომს ჩაწერდა, რამდენიმე პირად პრობლემას წააწყდა, მათ შორის იყო ჰეროინზე დამოკიდებულება, მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა და დაპატიმრება.

ეტა ჯეიმზი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სემერსეტა ჰოკინსი
დაბ. თარიღი 25 იანვარი, 1938
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
წარმოშობა ამერიკელი
გარდ. თარიღი 20 იანვარი, 2012(2012-01-20)
გარდ. ადგილი რივერსაიდი
დასაფლავებულია Inglewood Park Cemetery
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1]
ჟანრ(ებ)ი ბლუზი, R&B, სოული, გოსპელი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 1954–2012
ხელმოწერა
ეტა ჯეიმზი ვიკისაწყობში

ჯეიმზის ძლიერმა, ღრმა და მიწიერმა ხმამ დააკავშირა ბლუზი და როკ-ენ-როლის რითმები. იგი 1993 წელს როკი-ენ-როლის, ხოლო 2001 წელს ბლუზის ოფიციალურ მომღერლად აღიარეს, 1999 წელს ჯეიმსი შევიდა გრემის დიდების დარბაზში. ჟურნალმა როლინგ სტოუნმა ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერლის სიაში ჯეიმსი 22-ე ადგილზე დააყენა. თავისი მოღვაწეობით მან მოიგო ექვსი გრემის ჯილდო და ჩვიდმეტი ბლუზის მუსიკალური ჯილდო. მან ასევე მოიპოვა 62-ე ადგილი 100 საუკეთესო მსახიობის სიაში.

ეტა ჯეიმზი დაიბადა 1938 წლის 25 იანვარს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. იმ დროს მისი დედა დოროთი ჰოკინსი 14 წლის იყო, მისი მამა კი უცნობია.

ჯეიმზმა თავისი პირველი პროფესიული ვოკალური წრთვნა ხუთი წლის ასაკში მიიღო ჯეიმზ ერლე ჰენსისგან სამხრეთ-ცენტრალური ლოს-ანჯელესში, წმინდა პავლეს ბაპტისტური ეკლესიის გუნდის მუსიკალური ხელმძღვანელისგან. ამ პერიოდში ჯეიმზმა გადაიტანა ბევრი ფიზიკური შეურაცხყოფა, როცა მისი ინსტრუქტორი ხშირად მკერდზე ურტყამდა რათა ეიძულებინა ძლირი ხმა ამოეშვა. შედეგად, მან მართლაც ბავშვისთვის უჩვეულო სიმძლავრის ხმა გამოიმუშავა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Southern E. Biographical Dictionary of Afro-American and African MusiciansGreenwood Publishing Group, 1982.