დაინა ტაიმინა
დაინა ტაიმინა ( ლატვ. Daina Taimiņa ,ინგლ. Daina Taimina ; დ. 1954 წლის 19 აგვისტო, რიგა ) — ლატვიური წარმოშობის ამერიკელი მათემატიკოსი. მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
დაინა ტაიმინა | |
---|---|
ლატვ. Daina Taimiņa | |
სრული სახელი | ლათ. Daina Taimiņa |
დაბ. თარიღი | 19 აგვისტო, 1954 (68 წლის) |
დაბ. ადგილი | რიგა, ლატვიის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
ლატვია აშშ |
საქმიანობა | მათემატიკოსი, ტოპოლოგი, მეცნიერების პოპულარიზატორი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] და ვიზუალური არტისტი[1] |
მუშაობის ადგილი | კორნელის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლატვიის უნივერსიტეტი და Riga State Gymnasium No.1 |
მეუღლე | David W. Henderson |
ჯილდოები | Bookseller/Diagram Prize for Oddest Title of the Year და Euler Book Prize |
საიტი | pi.math.cornell.edu/~dtaimina/ |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაინა ტაიმინა დაიბადა რიგაში 1954 წელს. დაამთავრა რიგის გიმნაზია და ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ( 1977 ). 1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბელარუსის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში თემაზე «Behavior of Different Types of Automata and Turing Machines on Infinite Words». 1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლატვია უნივერსიტეტში. მუშაობდა ლექტორად ლატვიის უნივერსიტეტში და რიგის მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტში. 1992 წლიდან 1996 წლამდე გამომცემლობებში «Zvaigzne» და «Mācību grāmata» იკავებდა სამეცნიერო რედაქტორის თანამდებობას. 1997 წლიდან 2006 წლამდე იყო კორნელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2007 წლიდან დინა ტაიმინა ნიუ იორკის კორნელის უნივერსიტეტის პროფესორია. ასწავლის მათემატიკას. 2010 წელს იგი გახდა ყოველწლიური Diagram Award-ის გამარჯვებული, რომელსაც ყოველწლიურად ანიჭებს ბრიტანული ჟურნალი The Bookseller. წიგნის სათაურია "ქსოვის თავგადასავლები ჰიპერბოლური სიბრტყეების საშუალებით" ("Crocheting Adventures with Hyperbolic Planes "), რასაც პრემიის ჟიურიმ "სრული სიგიჟე" უწოდა. [2] [3]
სამეცნიერო საქმიანობა
რედაქტირებადაინა ტაიმინამ გადაჭრა არაევკლიდური გეომეტრიის საუკუნოვანი პრობლემა ჰიპერბოლური სიბრტყეების ვიზუალიზაციის გზით. [4] [5] ჰიპერბოლური სიბრტყეები დაკავშირებულია არაევკლიდურ გეომეტრიასთან, რომლის ვიზუალიზაცია ტრადიციულად რთულია. დაინა ტაიმინამ ეს მოახერხა ნაქსოვების გამოყენებით. მან 1997 წელს მოქსოვა ჰიპერბოლური სიბრტყეების პირველი მოდელი, რათა გამოეყენებინა სტუდიაში არაევკლიდური გეომეტრიის კურსის ჩასატარებლად. მას შემდეგ მან შქმნა (მოქსოვა) ასზე მეტი გეომეტრიული მოდელი .[6]
ტაიმინა უძღვებოდა რამდენიმე სემინარს კორნელის უნივერსიტეტში კოლეჯის გეომეტრიის ინსტრუქტორებისთვის პროფესორ დევიდ ჰენდერსონთან ერთად (მისი მომავალი მეუღლე) ნაქსოვი მათემატიკური მოდელები მოგვიანებით გამოჩნდა მათ მიერ ერთად გამოცემულ გეომეტრიის სამ სახელმძღვანელოში.
სტატიამ ტაიმინას ინოვაციების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა New Scientist-ში, მიიქცია ლოს ანჯელესში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია Figure Institute-ს ყურადღება. მათემატიკოსი მიიწვიეს სასაუბროდ ჰიპერბოლურ სივრცეზე და ბუნებასთან მის ურთიერთობაზე ფართო აუდიტორიის წინაშე, რომელშიც შედიოდნენ მხატვრები და კინორეჟისორები, მწარმოებლები. ტაიმინას პირველმა ლექციამ და შემდგომმა საჯარო პრეზენტაციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. 2005 წლის ივნისში, მისი ნამუშევარი პირველად იყო ნაჩვენები გამოფენაზე "Not Knitting You Know" სამხატვრო გალერეაში ვაშინგტონში. მას შემდეგ ის რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ლატვიაში, იტალიაში, ბელგიაში, ირლანდიაში, გერმანიაში. მისი ნამუშევრები რამდენიმე კერძო კოლექციონერის, კოლეჯისა და უნივერსიტეტის კოლექციაშია და შედის სმიტსონის, კუპერ-ჰევიტის, ეროვნული დიზაინის მუზეუმისა და ჰენრი პუანკარეს ინსტიტუტის ამერიკული მათემატიკური მოდელების კოლექციაში.[7]
პუბლიკაციები
რედაქტირებადაინა ტაიმინა 47 პუბლიკაციის ავტორია ლატვიურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- David W. Henderson, Daina Taimina Experiencing Geometry: Euclidean and non-Euclidean with History, Pearson Prentice Hall, 2005 https://projecteuclid.org/euclid.bia/1598805354
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Czech National Authority Database
- ↑ Латвийский математик стала лауреатом международной премии за «полное безумие» დაარქივებული 2016-06-11 საიტზე Wayback Machine. на сайте Delfi.lv, 29 марта 2010
- ↑ Математик Дайна Тайминя из Латвии стала лауреатом премии «Diagram» დაარქივებული 2016-07-01 საიტზე Wayback Machine. на сайте baltic-course.com, Нина Коляко, БК, Рига, 30.03.2010
- ↑ Arī Latvija piedalās pasaules tamborēšanas projektā Interneta grāmatnīca, Tija Vīksna, .2009.
- ↑ How crochet solved an age-old maths problem დაარქივებული 2008-12-02 საიტზე Wayback Machine. Times, Alex Bellos, 2008
- ↑ Ceļš no matemātikas uz mākslu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2010-04-22.
- ↑ "Eleven Eleven -- Not The Knitting You Know: Daina Taimina". eleveneleven.50webs.com.