ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დაიენ კეროლი (ინგლ. Diahann Caroll; დ. 17 ივლისი, 1935 - გ. 4 ოქტომბერი, 2019) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი და აქტივისტი. მან პოპულარობა მოიპოვა რამდენიმე ადრეულ ფილმში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ფერადკანიანი მსახიობები, მათ შორის არის ფილმები:კარმენ ჯონსი (1954) და პორგი და ბესი (1959). 1962 წელს კეროლმა მოიგო ტონის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლში. 1974 წელს მან ითამაშა კლოდინში , ჯეიმზ ერლ ჯონსთან ერთად, რისთვისაც იყო ნომინირებული ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 1978 წელს მან მიიღო მონაწილეობა "Star Wars Holiday Special" - ში და იმღერა "This Minute Now" - როგორც ვირტუალური რეალობის აპარატის მიერ შექმნილი ჰოლოგრამა.

დაიენ კეროლი

კეროლი 1976 წელს
დაბადების სახელი კეროლ დაიენ ჯონსონი
დაბადების თარიღი 17 ივლისი, 1935
ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 4 ოქტომბერი, 2019 (84 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, მოდელი, აქტივისტი
აქტიური 1950-2015
შვილ(ებ)ი 1
ჯილდოები ტონის ჯილდო, ოქროს გლობუსი

მან ტიტულოვანი როლი მოირგო ტელესერიალში, ჯულია, რომლისთვისაც მან მიიღო 1968 წლის ოქროს გლობუსის პრემია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის სატელევიზიო სერიალში, აღნიშნული ტელესერიალი პირველი იყო ამერიკულ ტელესივრცეში, სადაც ფერადკანიანი ქალი არასტერეოტიპულ როლში იყო.[1] გასული საუკუნის 80-იან წლებში მან შეასრულა დომინიკ დევეროსი, სერიალში დინასტია. კეროლი იყო მრავალი სცენისა და ეკრანის ნომინაციების და ჯილდოების მფლობელი, მათ შორის მან ტონის ჯილდო მოიგო 1962 წელს, ხოლო ოქროს გლობუსი 1968 წელს, ასევე იყო ემის ჯილდოს ხუთი ნომინაციის მფლობელი. იგი 2019 წლის 4 ოქტომბერს გარდაიცვალა, მკერდის კიბოსთან ბრძოლის შემდეგ.

ადრეული წლები

რედაქტირება
 
კაროლი, კარლ ვან ვეხტენის მიერ, 1955 წ

კაროლ დიაჰან ჯონსონი დაიბადა ბრონქსში, ნიუ-იორკი, 1935 წლის 17 ივლისს, მეტროს დირიჟორის ჯონ ჯონსონის და მაბელის(ფოლკის) [2] ოჯახში.[3] :152 როდესაც კეროლი ჯერ კიდევ ჩვილი იყო, ოჯახი საცხოვრებლად ჰარლემში გადავიდა, სადაც ის გაიზარდა.[4] :152 იგი სწავლობდა მუსიკისა და ხელოვნების საშუალო სკოლაში, და იყო ბილი დი უილიამსის თანაკლასელი. ბავშვობის შესახებ მრავალ ინტერვიუში, კეროლი იხსენებს მშობლების მხარდაჭერას და ცეკვის, სიმღერების და მოდელობის გაკვეთილებზე სიარულს. როდესაც კეროლი 15 წლის იყო, ის Ebony-თვის მოდელობდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ნიუ-იორკის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, სადაც მან სოციოლოგიის სწავლა დაიწყო. თუმცა, შოუბიზნესში კარიერის დაწყების მიზნით, მან სწავლა მიატოვა, და მშობლებს დაპირდა რომ თუ კი ეს კარიერა არ გამოუვიდოდა, კოლეჯში სწავლას დაუბრუნდებოდა.

18 წლის ასაკში იყო DuMont სატელევიზიო ქსელის პროგრამის, Chance of a Lifetime-ის კონკურსანტი. კონკურსის წამყვანი იყო დენის ჯეიმზი.[5] :152 შოუში, რომელიც 1954 წლის 8 იანვარს გავიდა ეთერში, მან აიღო $1000 დოლარი, ჯერომ კერნის / ოსკარ ჰამერშტეინის სიმღერის " რატომ დავიბადე? " შესრულებისთვის. ამის შემდეგ, მუშაობდა მანჰეტენის ''კაფის საზაგადოებაში'' და ღამის კლუბებში.

კეროლის დებიუტი იყო მეორეხარისხოვანი როლი ფილმში, კარმენ ჯონსი (1954),[6] სადაც მან წამყვანის, დოროთი დენდრიჯის მეგობრის როლი განასახიერა. მონაწილეობა მიიღო ბროდვეის მიუზიკლში, ''ყვავილების სახლი'', რომლისთვისაც იმავე წელს იგი ნომინირებული იყო ტონის ჯილდოზე მიუზიკლის საუკეთესო გამორჩეული მსახიობი ქალისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ მან ითამაშა კლარა, ჯორჯ გერშვინის ფილმში, პორგი და ბესი (1959). შემდეგ წელს კეროლი გამოჩნდა სერიალში Peter Gunn-ის ეპიზოდში "იმღერე სიმღერა მკვლელობისთვის" (1960). მომდევნო ორი წლის განმავლობაში მან ითამაშა სიდნი პუტიესთან, პოლ ნიუმანთან და ჯოან ვუდვარდთან ერთად ფილმში პარიზის ბლუზი (1961) და მოიგო 1962 წელს ტონის პრემია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. თორმეტი წლის შემდეგ ის ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის , ჯეიმზ ერლ ჯონსის გვერდით შესრულებული როლისთვის ფილმში კლაუდინი (1974) .

 
კეროლი და სემი დევის უმცროსი ჰოლივუდის სასახლეში, 1968 წელი

კეროლი ცნობილია ტიტულოვანი როლით სატელევიზიო სერიალში ჯულია (1968),[5][7] :141–151 ამ როლმა მას მოუტანა ოქროს გლობუსის პრემია "სატელევიზიო სერიალში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის",[8] და 1969 წელს ემის ჯილდოს ნომინაცია. კარიერის ადრეულ ეტაპზე გამოჩნდა რამდენიმე წამყვანის შოუში, მათ შორისაა: ჯონი კარსონის, ჯუდი გარლანდი, მერვ გრიფინის, ჯეკ პაარისა და ედ სალივანის შოუები. 1984 წელს კეროლი შეუერთდა ღამის სერიალს დინასტიას, კეროლი შოუში 1987 წლამდე დარჩა. მან ემის მესამე ნომინაცია 1989 წელს მიიღო მარიონ გილბერტის განმეორებითი როლისთვის ამერიკულ ფილმში, "სხვა სამყარო" .

ფილმში ''ხუთ გულისცემაში'' (1991) ითამაშა ჩაკ პეტერსონთან ერთად.[7] 1995 წელს ბილი დი უილიამსთან ერთად გამოჩნდა ფილმში, Lonesome Dove: The Series. სადაც მან ითამაშა პერსონაჟი გრეიზონი. 1996 წელს კეროლმა ითამაშა მოსიყვარულე და მოტყუებული კინოს ვარსკვლავი ნორმა დესმონდი, ფილმში ''მზის ჩასვლის ბულვარი''. 2011 წელს გაახმოვანა დედოფალი ლა, ანიმაციაში ''ლეგენდა ტარზანზე.[9]

2013 წელს კეროლი იმყოფებოდა პრაიმტაიმ ემის 65-ე დაჯილდოებაზე, სადაც მოკლედ ისაუბრა იმაზე, რომ პირველი აფრო-ამერიკელია, რომელიც პრაიმტაიმ ემი ჯილდოზე ნომინირდა.[10]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Li, David K (October 4, 2019). „Diahann Carroll, groundbreaking 'Julia' actress, dead at 84“. Today. ციტირების თარიღი: October 5, 2019.
  2. Diahann Carroll Biography (2008). ციტირების თარიღი: August 30, 2008
  3. Primetime Blues: African Americans on Network Television. 
  4. Encyclopedia of African American Actresses in Film and Television. 
  5. 5.0 5.1 Fox, Margalit (October 4, 2019). „Diahann Carroll, Actress Who Broke Barriers With 'Julia,' Dies at 84“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 5, 2019.Fox, Margalit (October 4, 2019). "Diahann Carroll, Actress Who Broke Barriers With 'Julia,' Dies at 84". The New York Times. Retrieved October 5, 2019.
  6. Moody, Nekesa Mumbi (October 4, 2019). „Diahann Carroll, Oscar-nominated, pioneering actress, dies“. ABC News10. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 5, 2019. ციტირების თარიღი: October 4, 2019.Moody, Nekesa Mumbi (October 4, 2019). "Diahann Carroll, Oscar-nominated, pioneering actress, dies" დაარქივებული 2019-10-05 საიტზე Wayback Machine. . ABC News10. Retrieved October 4, 2019.
  7. 7.0 7.1 McPhee, Ryan (October 4, 2019). „Tony Award Winner and Oscar Nominee Diahann Carroll Dies at 84“. Playbill. ციტირების თარიღი: October 6, 2019.McPhee, Ryan (October 4, 2019). "Tony Award Winner and Oscar Nominee Diahann Carroll Dies at 84". Playbill. Retrieved October 6, 2019.
  8. Diahann Carroll. ციტირების თარიღი: October 7, 2019
  9. Mayer, Geoff (2017) Encyclopedia of American Film Serials. McFarland, გვ. 37. ISBN 9780786477623. 
  10. Gray, Ellen (September 23, 2013). „A Little Off-Script“. Philadelphia Daily News. Philadelphia, Pennsylvania. p. 31. ციტირების თარიღი: October 7, 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაიენ_კეროლი“-დან