სიდნი პუატიე (ინგლ. Sidney Poitier, დ. 20 თებერვალი, 1927 — გ. 6 იანვარი, 2022) — ამერიკის კინოაკადემიის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და გრემის ჯილდოების მფლობელი ბაჰამელ-ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და მწერალი. პირველი შავკანიანი მსახიობი, რომელიც მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ოსკარით დაჯილდოვდა (ფილმში „მინდვრის შროშნები“).

სიდნი პუატიე
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1927
მაიამი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 6 იანვარი, 2022 (94 წლის)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, დიპლომატი
აქტიური 1943–2001
BAFTA

საუკეთესო მსახიობი კაცი

უტიფრები (1958)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში

მინდვრის შროშნები (1963)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი

მინდვრის შროშნები (1963)

მიუხედავად მკვეთრი ბაჰამური აქცენტისა პუატიემ სწრაფად გაითქვა სახელი, როგორც საუკეთესო შავკანიანმა მსახიობმა ამერიკაში, შეასრულა რა როლები ისეთ განთქმულ ფილმებში, როგორიცაა „შუაღამის მცხუნვარება“, „გამოიცანი ვინ მოდის ვახშამზე“ და სხვა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1957 გარეუბნიდან Edge of the City ტომი ტაილერი
1958 უტიფრები The Defiant Ones ნოა კალენი
1961 პარიზის ბლუზი Paris Blues ედი კუკი
1961 ქიშმიში მზეზე A Raisin in the Sun უოლტერ ლი იანგერი
1963 მინდვრის შროშნები Lilies of the Field ჰომერ სმითი
1965 ცისფერი ლაქა A Patch of Blue გორდონ რალფი
1967 შუაღამის მხურვალება In the Heat of the Night დეტექტივი ვირჯილ ტიბსი
1967 გამოიცანი, ვინ მოდის ვახშამზე Guess Who's Coming to Dinner ჯონ უეიდ პრენტაისი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება