დავით იაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან დათო იაშვილი)

დავით (დათო) იაშვილი (დ. 16 აგვისტო, 1972 — გ. 16 დეკემბერი, 2008) ― ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.

დათო იაშვილი
დაბადების სახელი დავით იაშვილი
დაბადების თარიღი 16 აგვისტო, 1972
გარდაცვალების თარიღი 16 დეკემბერი, 2008 (36 წლის)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

1993 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი; განასახიერა: ვოიცეკი („ვოიცეკი“), ბიჭი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), დონალბეინ, ფლიანსი, მაკდაფის ვაჟი („მაკბეტი“), ბიჭი („პირდაღებული“), ღანიშ („ლამარა“), ჯეონკა („ქალი გველი“), „სტიქსი“.

პოპულარობა მოუტანა კინოროლებმა. გადაღებულია ფილმებში: „ცეცხლთან თამაში“ (1990), „ოსკარი“ (1995), „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (1998), „ცარიელი სივრცე“ (2001), „გასეირნება ყარაბაღში“ (2005), „უკანასკნელი მაძიებელი“ (2006), „პატარა ქალაქი“ (2006), „სე ლა ვი“ (2007), „სუბორდინაცია“ (2007), „მედიატორი“ (2008), „სამი სახლი“ (2008), მრავალსერიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში „ქაღალდის ტყვია“ (2006), „სტალინი Live“ (2007) და სხვ.

ასევე იყო „პატარა ქალაქის“ დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი.

გარდაიცვალა გულის შეტევით ამსტერდამში (ნიდერლანდები).[1]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება
  • 2006: „პატარა ქალაქი“

სცენარის ავტორი ფილმებისა

რედაქტირება
  • 2006: „პატარა ქალაქი“

ნათამაშები როლები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება