ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიტო ცინცაძე (დ. 2 მარტი, 1957) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. მან 1988 წლიდან 13-ზე მეტი ფილმი შექმნა. ფილმი დაკარგული მკვლელები, რომელიც მისი სცენარის მიხედვით შეიქმნა, პირველად 2000 წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს.[1] 2007 წელს ის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.[2] 1996 წლიდან დიტო ცინცაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.

დიტო ცინცაძე

დიტო ცინცაძე 2017 წელს
დაბადების სახელი დიმიტრი ცინცაძე
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1957 (1957-03-02) (67 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1988-დან - დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1975-დან 1981 წლამდე დიტო ცინცაძე სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც მისი მასწავლებლები ელდარ შენგელაია და ოთარ იოსელიანი იყვნენ.[3][4] 1989 წლამდე ის მუშაობდა დამხმარე რეჟისორად სტუდია ქართულ ფილმში.[5] 1990 წელს მან შექმნა პირველი ფილმი სახელწოდებით სტუმრები, მოგვიანებით კი მუშაობდა კერძო ფილმების მწარმოებელ კომპანიაში, სახელწოდებით შვიდკაცა. 1993 წელს, მისი ფილმი ზღვარზე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ომის თემაზეა შექმნილი, ლოკარნოს კინოფესტივალის ვერცხლის ლეოპარდის მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე მოიპოვა ოქროს არწივი შავი ზღვის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

1993-1996 წლებში ცინცაძე იტალიური ფილმების მწარმოებელ კომპანიასთან მუშაობდა. 1996 წელს ის ნიპკოუსთან თანამშრომლობით ბერლინში გადავიდა.[6][7] ამის გამო ცინცაძე ოჯახთან ერთად ორ ადგილას, გერმანიაში და საქართველოში ცხოვრობდა..[8] მისი პირადი გამოცდილება გახდა ფილმის დაკარგული მკვლელების საფუძველი, რომელიც მანჰაიმში, წითელი ფარნების კვარტალში მცხოვრები ხუთი მიგრანტის შესახებ მოგვითხრობს. მან მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი - ვერცხლის ალექსანდრე თესალონიკის კინოფესტივალზე [9][10] და მთავარი პრიზი კოტბუსის კინოფესტივალზე.[11][12]ფილმისთვის გასროლის შიში 2003 წელს რეჟისორი დაჯილდოვდა ოქროს ნიჟარით სან-სებასტიანის კინოფესტივალზე[13] და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პრომეთეთი.[14]

2003 წლიდან ის ბერლინში ცხოვრობს. 2005 წელს დიტო ცინცაძემ ქართველ მწერალსა და რეჟისორ ზაზა რუსაძესთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის კაცი საელჩოდან. ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ბურგართ კლაუსნერი ლოკარნოს კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდით დააჯილდოვეს.[15][16] დიტო ცინცაძემ და ზაზა რუსაძემ მარ-დელ-პლატას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის კატეგორიაში გაიმარჯვეს.[17][18][19] არგენტინის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ კაცი საელჩოდან ფესტივალის საუკეთესო ფილმად დაასახელა.[20] 2007 წელს დიტო ცინცაძემ გადაიღო ფილმი სახელწოდებით რევერსი. 2008 წელს, მისი ფილმი მედიატორი საქართველოს სახელით ოსკარის 81-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი, მაგრამ მან ნომინაცია ვერ მოიპოვა.[21]

2011 წელს დიტო ცინცაძემ მიუნხენის კინოფესტივალზე სინემერიტის ჯილდო თავის მაწავლებელს, ოთარ იოსელიანს გადასცა.[22][23]

მისი ფილმი შემოჭრა გერმანიაში თეატრალურად გამოვიდა 2012 წელს.[24] ამავე წელს ფილმმა მონერალში საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის გრან-პრი მოიპოვა..[25]

 
დიტო ცინცაძე მომღერალ ანა ვაპელთან ერთად ფილმ შემოჭრას პრემიერაზე ვენაში, ავსტრია

2015 წელს დიტო ცინცაძემ გამოუშვა ახალი ფილმი ბედნიერების ღმერთი, რომელმაც ბიბერახის კინოფესტივალზე ოქროს თახვი მოიგო.[26][27] 2016 წელს ცინცაძე გახდა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი.[28][29] მისი ბოლო ნამუშევარი შინდისი 2019 წელს შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. შინდისი ოსკარზე საქართველოს კანდიდატურად შეირჩა ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე, თუმცა ფილმმა ნომინაცია ვერ მოიპოვა. შინდისმამოიგო გრან-პრი ვარშავის კინოფესტივალზე, სადაც ცინცაძე საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.

ცინცაძე დაქორწინებულია ქართველ მსახიობ მარიკა გიორგობიანზე. მათ ჰყავთ ერთი შვილი, ნიკოლოზ ცინცაძე.[30] დიტო ცინცაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, ნუცა ცინცაძე ჰყავს.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • დახატული წრე (1988)
  • სტუმრები (1990)
  • დაბრუნება (1990)
  • სახლი (1991)
  • ზღვარზე (1993)
  • დაკარგული მკვლელები (2000)
  • ეროტიკული ისტორია (2002)
  • გასროლის შიში (2003)
  • კაცი საელჩოდან (2006)
  • რევერსი (2006)
  • მედიატორი (2008)
  • შემოჭრა (2012)
  • ბედნიერების ღმერთი (2015)
  • შინდისი (2019)

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Festival de Cannes: Lost Killers. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  2. 29th Moscow International Film Festival (2007). MIFF. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  3. Zaza Rusadze. Georgian Film in Emigration. KinoKultura. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  4. Kathrin Metzner. Dito Tsintsadze German. movie-college.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  5. Биография Дито Цинцадзе Russian. peoples.ru. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  6. Nipkow Fellowships – Mr Tsintsadze, Dito. Nipkow. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  7. Tzoumerkas, Csaszi among new Nipkow intake. Screen Daily. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  8. Я не политик, чтобы обходить острые углы» Russian. The New Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  9. Deborah Young. Angelopoulos feted for 30 years of filmmaking. Variety. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  10. 41st International Thessaloniki Film Festival (2000). TIFF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  11. Karsten Kastelan. Lost Killers wins main award at Cottbus. Screen Daily. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  12. "Lost Killers" fanden Heimat in Cottbus German. Der Standard. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  13. Awards and Jury Members › DITO TSINTSADZE. San Sebastián International Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  14. Tbilisi International Film Festival – Archive → Winners. Tbilisi International Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  15. Migrant film wins Locarno prize. BBC News. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  16. Hohe Ehren für den deutschen Film German. Spiegel Online. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  17. Charles Newbery. ‘Ficcio’ wins Golden Astor. Variety. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  18. 22º Festival 8 al 18 de marzo de 2007 Spanish. Mar del Plata International Film Festival. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 17 September 2016.
  19. Great success for German films in Mar del Plata. german-films.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  20. ZDF/ARTE-Koproduktion beim Filmfestival Mar del Plata ausgezeichnet / "Der Mann von der Botschaft“ "Bester Film des Festivals" German. Bankkaufmann.com. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  21. 67 Countries Vying for 2008 Foreign Language Film Oscar®. Academy of Motion Picture Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 September 2012. ციტირების თარიღი: 17 September 2016.
  22. John Malkovich, Otar Iosseliani to Receive Lifetime Achievement Awards at Munich Film Festival. Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  23. Lifetime achievement honor for John Malkovich at Munich. Reuters. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  24. Neue Visionen Filmverleih – Invasion – Psycho-Drama Deutschland / Österreich 2012 German. Neue Visionen Filmverleih. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  25. Thriller-Komödie "Invasion" German. oe1.ORF.at. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  26. Georgian film ‘God of Happiness’ wins top award at German festival. Agenda.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  27. Goldener Biber für Tragikomödie German. SWR Fernsehen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 September 2016.
  28. Sofia International Film Festival Jury 2016. Sofia International Film Festival. ციტირების თარიღი: 17 September 2016.
  29. Дито Цинцадзе оглавява журито на 20-ия "София филм фест" Bulgarian. Дума. ციტირების თარიღი: 19 September 2016.
  30. Pitching 24 Kinotavr Russian. Kinotavr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 19 September 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიტო_ცინცაძე“-დან