დავით ნადაშვილი
დავით ნადაშვილი (დ. 10 იანვარი, 1963, რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის VII მოწვევის წევრი.
დავით ნადაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 იანვარი, 1963 |
დაბადების ადგილი | რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თსუ |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ |
საქმიანობა | ეკონომისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1963 წლის 10 იანვარს, ქალაქ რუსთავში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1979–1983 წლებში იყო მეტალურგთა კულტურის სასახლის მუშა. 1983-1985 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1985–1988 წლებში იყო მეტალურგთა კულტურის სასახლის ტექნიკოსი. 1988–1990 წლებში — საფეხბურთო კლუბი „გორდა“-ს მთავარი ბუღალტერი. 1990 წელს — მეტალურგთა კულტურულ–კომერციული ცენტრის მთავარი ბუღალტერი. 1990–1995 წლებში იყო რუსთავის საზღვარგარეთთან ურთიერთობის სამმართველს მთავარი სპეციალისტი. 1995 წელს — რუსთავის მერიის მცირე ბიზნესის და კომერციის დეპარტამენტის მთავარი ბუღალტერი. 1995–2003 წლებში — ს/ს „ხალიბი“-ის საბუღალტრო–ეკონომიური სამსახურის უფროსი და ფინანსური მენეჯერი. 2003–2004 წლებში იყო გარდაბნის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე. 2004 წელს — საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, რუსთავი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე. 2004–2005 წლებში — გარდაბნის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე და მოგვიანებით გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. 2005–2006 წლებში — რუსთავის მერის პირველი მოადგილე და მოგვიანებით მერის მოვალეობის შემსრულებელი. 2006-2008 წლებში იკავებდა რუსთავის მერის თანამდებობას. 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (რუსთავის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.