დავით გიგაური
დავით გიგაური (დ. 15 იანვარი, 1986) — ქართველი ფეხბურთელი, პოზიციით ცენტრალური მცველი. 2010-2011 წლებში ირიცხებოდა საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“, მას შემდეგ თავისუფალი აგენტია.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავით გიგაური | ||
დაბადების თარიღი | 15 იანვარი, 1986 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 187 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | თავისუფალი აგენტი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
დინამო თბილისი | |||
ლოკომოტივი თბილისი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2004-2007 | დინამო თბილისი | ||
2007 | ჩიხურა საჩხერე | ||
2007-2008 | მერანი თბილისი | ||
2008-2010 | გაგრა | ||
2010 | მეტალურგი რუსთავი | 10 | (0) |
2010-2011 | გაგრა | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2006 | საქართველო 21 წლ. | (0) | |
2008-2009 | საქართველო | (0) | |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებადავით გიგაურმა საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც საფეხბურთო სკოლა ავაზადან მოხვდა. ჯერ იყო დინამო–2, შემდეგ „დინამოს“ პირველი გუნდი. 2004–05 წლის სეზონი გიგაურმა თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა, თუმცა მალე ისევ „დინამოში“ დაბრუნდა. შემდეგ იყო საჩხერის „ჩიხურა“, თბილისის „მერანი“ და მისთვის ყველაზე შედეგიანი „გაგრა“. 2010 წელს იმყოფებოდა რუსთავის „მეტალურგში“, შემდეგ ისევ გაგრაში დაბრუნდა, სადაც 2011 წლამდე ითამაშა, შემდეგ კლუბი თავისუფალი აგენტის სატუსით დატოვა და ფეხბურთი მიატოვა. 2010-11 წლების სეზონში დავით გიგაურმა მხოლოდ თასის გათამაშების მატჩები ჩაატარა და დაეხმარა გუნდს გამხდარიყო თასის მფლობელი
სანაკრებო
რედაქტირება2006 წელს დავითი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, ხოლო 2008 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა გიგაურს თამაშის შანსი არ მისცემია.
ტიტულები
რედაქტირება- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (2): 2004/2005, 2009/2010
- პირველი ლიგა ჩემპიონი (1): 2010/2011
- საქართველოს თასი გამარჯვებული (1): 2010/2011
- საქართველოს სუპერთასი გამარჯვებული (1): 2005/2006