დავით ანჰაღთი (სომხ. Դավիթ Անհաղթ), იგივე დავით უძლეველი — VI საუკუნის სომეხი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი. მისი თხზულებები შემორჩენილია ბერძნულად და ძველი სომხური თარგმანებით.

დავით ანჰაღთი
Դավիթ Անհաղթ
David Anhaght2.jpg
დაიბადა VI საუკუნე
Q96400594?, Q4495959?, ტურუბერანი, სომხეთი სპარსეთის იმპერიაში
გარდაიცვალა VI საუკუნე
ახპატის მონასტერი
მოღვაწეობა ფილოსოფოსი[1]
ენა საშუალი ბერძნული ენა

ბიოგრაფიარედაქტირება

დავით ანჰაღთის ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. სომხური ტრადიციის მიხედვით, დაიბადა და სწავლა-განათლება მიიღო ალექსანდრიაში. იყო ამონიუს ერმიასის მოსწავლის, ოლიმპიოდორ უმცროსის მიმდევარი.[2] ზედწოდება „უძლეველი“ მიიღო შესანიშნავი ორატორიისა და არგუმენტირების უნარის გამო. ღრმად იყო განსწავლული არისტოტელესა[3] სხვა ანტიკური პერიოდის ფილოსოფოსების თხზულებებში. სიცოცხლის ბოლო წლებში ალექსანდრიიდან სომხეთში გადადის საცხოვრებლად და საგანმანათლებლო მოღვაწეობას იწყებს ახპატში ეზნიკ კოხბაცისა და ეღიშეს მოღვაწეობის დროს. იმ დროისთვის სომხურ ენაზე უკვე ნათარგმნი იყო წმინდა მამათა თხზულებები, თუმცა დავითის მოღვაწეობის საფუძველზე ორიგინალური ფილოსოფიური თხზულებებით მოწინავე აღმოჩნდა სომხური ფილოსოფიური აზრი.

შემოქმედებარედაქტირება

 
დავით ანჰაღთის დართული კომენტარები პორფირის ისაგოგიაზე, Biblioteca Ambrosiana, D 47 sup., fol. 24v.

დავითის სულ ოთხი თხზულებაა შემორჩენილი. აქედან სამი როგორც ბერძნულად, ისე — ამ ტექსტების სომხური თარგმანითაა ჩვენამდე მოღწეული, ხოლო ერთი კი — მხოლოდ სომხურად. აღსანიშნავია, რომ სომხური ტექსტებიდან არცერთი ავტორის ხელიდან არაა გამოსული:

  • არისტოტელეს ანალიტიკის განმარტება (შემონახულია მხოლოდ სომხური თარგმანით)
  • ფილოსოფიის განსაზღვრებები
  • პორფირის შესავლის ანალიზი
  • არისტოტელეს კატეგორიების განმარტება

დავითი ქრისტიანი ნეოპლატონიკოსია, რომლისთვისაც თეოლოგია და ფილოსოფია თანაბარი მნიშვნელობის ცნებებია. იგი უარყოფს მითოსს, როგორც ფაქტობრივ მოცემულობას, თუმცა, უარს არ ამბობს ქრისტიანული მოდელების ალეგორიულ განმარტებაზე. მას ფილოსოფიის არსებობაც ღმერთის არსებობიდან გამოჰყავს. დავითის აზრით, თუ ღმერთი არსებობს, მაშინ მის ცნებაში იგულისხმება სამყაროს შექმნა და ასევე მასზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, ეს ზრუნვა ბრძნული იქნება, რაც იმის ნიშანია, რომ სიბრძნე არსებობს. თუკი არსებობს სიბრძნე, მაშინ არსებობს მისკენ მისწრაფებაც და ეს სწრაფვა იგივეა რაც ფილოსოფია.

განსხვავებით ლეონ მელიქსეთ-ბეგისაგან რომელიც დავით ანაღთს დავით გარეჯელთან აიგივებდა, შალვა ნუცუბიძე თვლიდა, რომ იგი იყო IV სირიელი მამა, პეტრე იბერის ერთ-ერთი მოწაფე, რომლის ნაშრომების ქართულად თარგმნა XVIII საუკუნეში პეტრე იბერის იდეების გავლენით აიხსნება (სომხურიდან მეფე ერეკლე II-ის ბრძანებით გადაიღეს დოსითეოს ნეკრესელმა და ფილიპე ყაითმაზაშვილმა). უცნობ წყაროზე დაყრდნობით დავით რექტორი დავით ანაღთს ათონში მოღვაწე პეტრიწის „თანამოწაფედ“ თვლიდა. მ. რაფავამ დაასაბუთა, რომ დავითის ფილოსოფიურ განსაზღვრებათა წყაროა V საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსის ამონიოს ჰერმიას შეხედულებანი.

ლიტერატურარედაქტირება

  • მელიქსეთ-ბეგი ლ., დავით უძლეველი და დავით გარეჯელი, თბილისი, 1959
  • სირაძე რ., დავით ანჰაღთი და „აზრის სილამაზის“ პრობლემა, ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები, თბილისი, 1987
  • Rapava M., Traditions et innovations dans l’école néo-platonicienne d’Alexandrie (Ammonius Hermias et David l’Invincible). In: Bedi Kartlisa 40, 1982

სქოლიორედაქტირება

  1. სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — 1974. — ტ. 1. — გვ. 300–301.
  2. Zu den Parallelen bei Ammonios siehe Maïa Rapava: Traditions et innovations dans l’école néo-platonicienne d’Alexandrie (Ammonius Hermias et David l’Invincible). In: Bedi Kartlisa 40, 1982, S. 216–227.
  3. Barnes, textes réunis et édites par Valentina Calzolari et Jonathan (2009). L'œuvre de David l'Invincible et la transmission de la pensée grecque dans la tradition arménienne et syriaque. Leiden: Brill. ISBN 9789004160477. Retrieved 1 February 2013.