ტურუბერანი (სომხ. Տուրուբերան) — ისტორიული პროვინცია, რომელიც შედიოდა დიდი სომხეთის შემადგენლობაში. ძვ. წ. 189 წლიდან ეკუთვნოდა დიდ სომხეთს. 387 წელს ტურუბერანი სასანიანებმა დაიპყრეს. ამის შემდეგ, იგი შედიოდა ბიზანტიის იმპერიის, არაბთა სახალიფოს, სომხეთის სამეფოს, მხარგრძელების სომხეთის, სეფიანთა იმპერიისა და საბოლოოდ, ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში.

ტურუბერანის მდებარეობა დიდ სომხეთში

დიდი სომხეთის შემადგენლობაში ყოფნისას, ტურუბერანი მოიცავდა 17 კანტონას და ამით დიდ სომხეთში მესამე ადგილი ეკავა. მისი ფართობი იყო 25,008 კმ², რითაც მესამე ადგილი ეკავა. მისი ცენტრი იყო ჰაიკაშენი. ტურუბერანის პროვინცია ესაზღვრებოდა აირარატის, ვასპურაკანის, აღძნიქის, სიუნიქის, ზემო სომხეთისა და მოკქის პროვინციებს. ტურუბერანის პროვინცია მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Yerevan, 1973; "Taron-Turuberan" Vol. 12, Yerevan, 1984