ახპატის მონასტერი
ახპატი (სომხ. Հաղպատ), X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სოფელ ახპატში (სომხეთი), შემოზღუდულია გალავნით. ჩვენამდე მოღწეულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია: ნშანის მთავარი ეკლესია (967-991), რომელიც გარედან შემკულია ქტიტორების სკულპტურული გამოსახულებით, შიგნით კედლები მოხატულია (XIII-XIV სს.); გრიგორის ეკლესია (1005; გადაკეთებულია 1211) და პატარა გუმბათიანი ეკლესია ასტვაწაწინი (XII-XIII სს.); გავიტები — დიდი (გადაკეთებულია 1209), გადახურული ჯვარედინი კამარებით და ამაზასპისა (1257) — უდიდესი ოთხსვეტიანი გავიტი; სატრაპეზო (XIII ს.); წიგნთსაცავი (XIII საუკუნის III მეოთხედი); სამრეკლო (1245). გალავნის გარეთ დგას რამდენიმე სამლოცველო და ხაჩკარი.
ახპატისა და სანაჰინის მონასტრები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ნშანის მთავარი ეკლესია | |
ქვეყანა | სომხეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 41°05′42″ ჩ. გ. 44°42′37″ ა. გ. / 41.09500° ჩ. გ. 44.71028° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
ნომერი | 777 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 777 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1996 წლიდან ახპატი სანაჰინთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 2, გვ. 108, თბ., 1977
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: