გუტაპერჩოვანი მცენარეები

გუტაპერჩოვანი მცენარეებიმცენარეები, რომლებიც თავისი ცხოველმოქმედების პროცესში სპეციალურ უჯრედულ სათავსებში აგროვებენ ნახშირწყალბადს — გუტას. განსაკუთრებით დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს ტროპიკული ზონის პალაკვიუმის (ლათ. Palaquium), პაიენისა (ლათ. Payena) და ბასიის (ლათ. Bassia) გვარის ხემცენარეებს. აგრეთვე საპოტისებრთა (ლათ. Sapotaceae) ოჯახის მერქნიან ჯიშებს, რომლებიც იზრდებიან სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების, ახალი გვინეისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელუხლებელ ტყეებსა და პლანტაციებში. გუტა, წვნის — ლიტექსის სახით გროვდება ღერძული ორგანოებისა და ფოთლის სარძევეებში; შერეულია ხოლმე ფისებთან, შაქრებთან, პროტეინთან და მინერალურ მარილებთან.

ლიტერატურა

რედაქტირება