გურამ კოსტავა (დ. 18 ივნისი 1937, თბილისი, — გ. 19 ივნისი, 2024[1]) — ქართველი და საბჭოთა მოფარიკავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1967).[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ინსტიტუტი საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 1963), ორგზის მეორე (1959, 1966) და ორგზის მესამე პირადში (1963, 1965) პრიზიორი, 1960 წელს რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში,[3] 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მესამე პრიზიორი პირად პირველობაში,[4] საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), 5-გზის მე­ორე (1960, 1961, 1962, 1964, 1968) და 5-გზის მესამე (1957, 1958, 1960, 1965, 1967) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1960). სპორტის რაინდი (2016).

მიღწევები

რედაქტირება
დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
ფარიკაობა   მონრეალი, კანადა მსოფლიო ჩემპიონატი 1967  
ფარიკაობა მოსკოვი, სსრკ მსოფლიო ჩემპიონატი 1966  
ფარიკაობა   პარიზი, საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატი 1965  
ფარიკაობა   პარიზი, საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატი 1965  
ფარიკაობა   გდანსკი, პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონატი 1963  
ფარიკაობა   გდანსკი, პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონატი 1963  
ფარიკაობა   ტურინი, იტალია მსოფლიო ჩემპიონატი 1961  
ფარიკაობა   ბუდაპეშტი, უნგრეთი მსოფლიო ჩემპიონატი 1959  
ფარიკაობა   ტოკიო, იაპონია ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1964  
ფარიკაობა   რომი, იტალია ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1960  
გურამ კოსტავას შედეგები 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება