სამება (წალკის მუნიციპალიტეტი)

სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში
(გადამისამართდა გვერდიდან გუნიაყალა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამება (მრავალმნიშვნელოვანი).

სამება (2010 წლის 20 ნოემბრამდე„გუნიაყალა“[2]) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფ. სამება).[1]

სოფელი
სამება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°35′59″ ჩ. გ. 44°00′21″ ა. გ. / 41.59972° ჩ. გ. 44.00583° ა. გ. / 41.59972; 44.00583
ადრეული სახელები წალკა, გუნიაყალა
ცენტრის სიმაღლე 1540
მოსახლეობა 693[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 91 %
ბერძნები 6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სამება (წალკის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სამება (წალკის მუნიციპალიტეტი)
სამება (წალკის მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
სამება (წალკის მუნიციპალიტეტი)
სამება (წალკის მუნიციპალიტეტი) — წალკის მუნიციპალიტეტი
სამება (წალკის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავის სამხრეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 1540 მ., წალკიდან 8 კმ.

სოფელი მდებარეობს ისტორიულ თრიალეთში. მისი ძველი სახელწოდებაა წალკა. სოფელში იდგა ფეოდალური ხანის დიდი ციხე, 6 ეკლესია და სტელა თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის წარწერით. ერთ-ერთი ეკლესია იყო წალკელი ეპისკოპოსის კათედრა. XVIII საუკუნის ბოლოს წალკა გაპარტახდა და გაუკაცურდა. 1829-1833 წლებში რუსეთის იმპერიის მთავრობამ ამ ადგილებში დაასახლა არზრუმის მხარიდან გადმოსახლებული ბერძნები და მათ უწოდეს სოფელს გუნიაყალა. სოფლის ცენტრში, მოზრდილ გორაკზე იდგა ბერძნების მიერ აშენებული წმინდა ეკატერინეს სახელობის პატარა უსახური ეკლესია. 1947 წელს არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ გორაკი ხელოვნური იყო და წარმოადგენდა სამარხებს. XX საუკუნეში წალკის წყალსაცავის მშენებლობამ დაფარა ძველი სოფელი. დატბორილი სოფლის ნაცვლად ახალი სოფელი გაშენდა წყალსაცავის სამხრეთ ნაპირას მდებარე ფერდობებზე. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მერძევეობა და მეკარტოფილეობა. შედიოდა ედიქილისას სასოფლო საბჭოში.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 236[3]
2014   693[1] 350 343

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 310.
  • გძელიშვილი ი., არქეოლოგიური გთხრა ს. ღუნია-ყალაში // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 131-140.
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოოს პრეზიდენტის ბრძანებულება N947, 2010 წლის 20 ნოემბერი
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-10-12.