გუმისთის ბრძოლა
გუმისთის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ნაწილი | |||
თარიღი | 16 მარტი 1993 | ||
მდებარეობა | მდინარე გუმისთა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა | ||
მიზეზი | სოხუმის აღება | ||
შედეგი | საქართველოს გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
|
გუმისთის ბრძოლა (1993 წლის 16 მარტი) — საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აფხაზ სეპარატისტებს შორის მომხდარი დიდი ბრძოლა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის და აფხაზეთის ომის ყველაზე სისხლიანი შეტაკება. გაიმართა 15-16 მარტს მდინარე გუმისთის სანაპიროებზე არსებულ რვა კილომეტრიან ფრონტე.
წინაპირობები
რედაქტირება1993 წლისთვის სეპარატისტები ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარს აკონტროლებდნენ. რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ აფხაზთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. გაგრაში ქართული შენაერთების ლიკვიდაციის შემდეგ აფხაზებმა მთავარი ყურადღება სოხუმის აღებაზე გადაიტანეს.
ფართომასშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად აფხაზებმა მოქმედება გეგმაზომიერად დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა აფხაზებმა საორგანიზაციო საკითხები მოაწესრიგეს. 10 ოქტომბერს აფხაზებმა თავდაცვის სამინისტრო ჩამოაყალიბეს. სეპარატისტულ არმიას დაქირავებულები ყოველდღე ემატებოდნენ. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი, ბაგრამიანის ბატალიონი. აფხაზებმა ტყვია წამლის დიდი შევსება მიიღეს. ცოცხალი ძალები ჩამოდიოდნენ პოსტ საბჭოთა სივრცის თითქმის ყველა რეგიონიდან. ასევე ახლო აღმოსავლეთიდან „მუსლიმი ძმების“ დახმარების პროპაგანდით. აფხაზებმა, ჩრდ. კავკასიელმა სეპარატისტებმა და რუსეთის სამხედრო ნაწილებმა სოხუმზე ფართომასშტაბიანი შტურმისთვის დაიწყეს მზადება.
ბრძოლა
რედაქტირება1993 წლის 16 მარტს ღამის 3.00 საათზე მდინარე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, თვითმფრინავებმა ხუთას კილოგრამიანი ბომბების ჩამოყრა დაიწყეს, რომელიც საჭირო დროს ერთდროულად უნდა აფეთქებულიყო. სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. წინა ხაზთან ერთად იბომბებოდა ქალაქის საცხოვრებელი მასივებიც. რუსი გენერლების მიერ მომზადებული გეგმით მასირებულ ცეცხლს მოწინააღმდეგის რიგებში დიდი მსხვერპლი და პანიკა უნდა გამოეწვია. საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. ქართული სანგრენის გასანათებლად რუსულა ავიაციამ სანგრების თავზე ე.წ. გირლიანდები დაკიდა. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. 16 მარტს გუმისთის ფრონტზე ძირითადად 23-ე ბრგადის ბატალიონები იმყოფებოდნენ. ჩრდილოეთით სოხუმელი მოხალისეების დაკომპლექტებული I ბატალიონი იდგა. ბატალიონი აჩადარას ხიდს და ქალაქის ფენცრისაკენ მიმავალ საავტომობილო მაგისტრალს იცავდა. მათ გვერდით პოზიციები III-ე ბატალიონს ეკავა. თავდაცვითი ხაზის ცენტრალურ ნაწილს სოხუმელებით და რუსთაველებით დაკომპლექტებული მეორე ბატალიონი იცავდა. ფრონტის სამხრეთით სარკინიგზო ხიდს და შუქურას რაიონში შემავალ მაგისტრალს VI-ე ბატალიონი იცავდა. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ სეპარატისტები პირველი და მეექვსე ბატალიონე ბის წინაამღდეგობას დაძლევდნენ და ხიდებს აიღებდნენ, ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. აფხაზებთან ერთად შტურმნში მონაწილეობას იღებდა რუსი ოფიცრებისაგან დაკომპლექტებული ელიტარული ბატალიონი „ტაპირი“, რიგის ყოფილი ომონის ნაწილი, ბაგრამიანის ბატალიონი, ადიღელთა ბატალიონი, კონფედერატთა რაზმები და დნესტრისპირეთიდან გადმოსროლილი კაზაკების ბატალიონი. აჩადარასთან მდგარი პირველი ბატალიონის სანგრებში ფართომასშტაბიანი შტურმის კულმინაციის მომენტში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. მიუხედავად მოწინაამღდეგის დიდი ადამიანური და ტექნიკური უპირატესობებისა ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში მეორე ბატალიონის რიგებში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინაამღდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.
16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.
მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დანაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.
წყაროები
რედაქტირება- საზოგადოებრივი არხის 2006 წელს გადაღებულ დოკუმენტური ფილმი „როგორ დაეცა სოხუმი“. ავტორი მიხეილ ბასილაძე. რეჟისორი: ლევან ახობაძე. თარიღი: 2006.
- რუსთავი 2-ის 2013 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „სოხუმის უკანასკნელი დღე“. ავტორი თომა ჩაგელიშვილი
- რუსთავი 2-ის 2015 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „აფხაზური გასეირნება“ ავტორი თომა ჩაგელიშვილი