გულის მყინვარი
მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
გულის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში.[1]
გულის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 43°06′49″ ჩ. გ. 42°40′00″ ა. გ. / 43.11361° ჩ. გ. 42.66667° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ფართობი | 1,6 კმ² |
სიგრძე | 2,5 კმ |
ტიპი | ხეობური |
მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მწვერვალ უშბის სამხრეთ კალთაზე. ასაზრდოებს მდინარე დოლრის მარცხენა შენაკად გულიჭალას. სიგრძე 2,5 კმ, ფართობი 1,6 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2870 მ სიმაღლემდე.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 50.
- ↑ შენგელია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 196.