გუგუტიანთკარი
გუგუტიანთკარი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (მერეთის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
გუგუტიანთკარი | |
რუსეთის საოკუპაციო ძალები გუგუტიანთკარში მავთულხლართის გაბმისას. 2019 წლის 8 აგვისტო. | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | მერეთი |
კოორდინატები | 42°13′26″ ჩ. გ. 44°05′26″ ა. გ. / 42.224111° ჩ. გ. 44.090750° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 920 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 144[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,6 % ოსები 1,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ჭარებულის (აძურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 920 მეტრზე, გორიდან დაშორებულია 32 კილომეტრით. სოფელი მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარედ და დაზარალდა 2010-იან წლებში უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 144 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 228 | 108 | 120 |
2014[1] | 144 | 71 | 73 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 298.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ გუგუტიანთკარი - ახალი ოკუპაციის ორი კვირა. „რადიო თავისუფლება“. აგვისტო 22, 2019.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II