გრიგოლ II (ლორთქიფანიძე)
გრიგოლ II (ერისკაცობაში — გრიგოლ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე) — აფხაზეთის (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1696-1742 წლებში. გრიგოლმა აღადგინა საკათოლიკოსოს დაცემული მეურნეობა, დაიბრუნა ოდიშის, გურიის სამთავროებსა და რაჭის საერისთავოში ფეოდალებისაგან მიტაცებული ზოგიერთი საკათოლიკოსო მამული; საკათოლიკოსოს შემოსავლის გაზრდის მიზნით ადრე გაუქმებული ფულადი ბეგრის ნაცვლად შემოიღო სანთლის ბეგარა, ამითვე შეცვალა ნატურალური საკომლო ბეგრის ნაწილიც. მონაწილეობდა იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, , ეკავა ლეგიტიმისტური პოზიცია. მან პირობა დაადებინა იმერეთისა და ოდიშის თავადებს, რომ თავს არ დაზოგავდნენ თურქთაგან ქუთაისის ციხისა და იმერეთის გასათავისუფლებლად; გრიგოლი იბრძოდა ტყვის სყიდვისა და მაჰმადიანობის გავრცელების წინააღმდეგ, დადიანს მღვდელმსახურების შეწყვეტით დაემუქრა, თუ იგი თავის სამფლობელოში ტყვის სყიდვას არ აკრძალავდა; ცდილობდა აღედგინა, ქრისტიანობა კავკასიის მთიანეთის მოსახლეობაში.
წყაროებში მოხსენიება
რედაქტირება- იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკაზე მოხსენიებულია როგორც პატრიარქი:
მეფე მელეტინცკსა (იმერეთისა) ალექსანდრე: მართლ მადიდებელი გვირგვინოსანი: თანა დგომითა პატრიარქისა ჩვენისა გრიგოლისითა: და ყოველთა ერთათა დამოწმებითა: ქარტასა მელეთინტისასა (იმერეთისასა) მივართმევთ: დიდსა ხელმწიფესა: იმპერატრიცას: ანნა იოანეს ას: ხელითა მიტროპოლიტისა ტიმოთესითა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 267.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 157.