გოჰარ მიქაელის ასული გასპარიანი (ქალიშვილობის გვარი — ხაჩატრიანი) (დ. 14 დეკემბერი, 1924, კაირო — გ. 16 მაისი, 2007, ერევანი) — სომეხი მომღერალი (სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი (1956).

განათლება მიიღო კაიროში. 1948 წლიდან ცხოვრობს ერევანში. 1949 წლიდან ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტია. ნატიფი გემოვნებით ასრულებს განსხვავებული სტილის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ანუში, შუშანი (არმენ ტიგრანიანის „ანუში“, „დავით-ბეგი“), გოჰარი (სტეფანიანის „გმირი ქალი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ლუჩია (გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“), ლაკმე (ლეო დელიბის „ლაკმე“), ვიოლეტა და დეზდემონა (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“), როზინა (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვა. გოჰარ გასპარიანი საკონცერტო მომღერალიც არის, გასტროლებით აქვს მოვლილი მრავალი ქვეყანა. სსრკ VII-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სომხეთის სახელმწიფო პრემია (1964).

ლიტერატურარედაქტირება