გორმაღალი (ლეჩხუმის ქედი)
მთა საქართველოში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეებში
გორმაღალი — მთა დასავლეთ საქართველოში. ადმინისტრაციულად მდებარეობს წყალტუბოს, ხონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, რიონისა და ცხენისწყლის წყალგამყოფზე — ლეჩხუმის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1474 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, მათი ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. კალთები და მწვერვალი შემოსილია რცხილისა და წიფლის ტყით.
გორმაღალი | |
---|---|
კოორდინატები: 42°27′50″ ჩ. გ. 42°38′03″ ა. გ. / 42.46389° ჩ. გ. 42.63417° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ხონის მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1474 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
ამგებელი ქანები | პორფირიტი, მისი ტუფი, ტუფ-ბრექჩია და ტუფ-ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 233.