გოგლი-მოგლი
გოგლი-მოგლი (იდიში: גאָגל-מאָגל (gogl-mogl); პოლონური: kogel-mogel; ნორვეგიული: eggedosis; გერმ. Zuckerei; რუს. гоголь-моголь) - კვერცხის შემცველი სახლში დამზადებული დესერტი, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც კავკასიაში. გოგლი-მოგლი მზადდება კვერცხის გულით, შაქრით და სხვადასხვა დამატებითი ინგრედიენტით, რომელიც მას გემოს აძლევს, მაგ. თაფლი, ვანილი, კაკაო ან რომი (ალკოჰოლი). ამ დესერტს ბევრი საერთო აქვს ინგლისურ დესერტ eggnog-თან (რომელიც კვერცხის გულის ნაცვლად რძისგან მზადდება) და იტალიურ დესერტ zabaione-სთან (რომელიც ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტად ღვინოს იყენებს). ტრადიციულად, მას მიირთმევენ ოდნავ გაცივებულს ან ოთახის ტემპერატურაზე მყოფს. თბილი ან ცხელი გოგლი-მოგლი ითვლება ყელის ტკივილის გამაყუჩებლად ხალხურ მედიცინაში. გოგლი-მოგლის ზოგიერთ ვარიანტ უმატებენ რძეს, თაფლს და სოდას.[1][2]
ისტორია და ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა Kogel mogel, როგორც ამ კერძის დასახელება, გავრცელდა ცენტრალურ ევროპაში, მე-17 საუკუნეში, აქ მაცხოვრებელი ებრაული თემების დამსახურებით.[3] არსებობს ჰიპოტეზა, რომ მისი ფესვები ებრაული სამართლის კოდექსშია, სახელწოდებით Shulchan Arukh, რომლის მიხედვითაც, დაშვებულია შაქრიანი სიროფის ან/და უმი კვერცხის ჭამა ებრაული დღესასწაულის, "შაბათის" დღეს, რათა ადამიანის ხმა დარბილდეს და უფრო სასიამოვნო მოსასმენი გახდეს.[4]
მაქს ვასმერის ლექსიკონი ახსენებს სხვადასხვა ჰიპოთეზას კერძის სახელის წარმოშობის შესახებ, როგორიცაა ინგლისური hug-mug, hugger-mugger ან გერმანული Kuddelmuddel. [5]
დესერტი განსაკუთრებით პოპულარული გახდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა თითქმის ყველა სახის საკვების დეფიციტის იყო, შაქრის ჩათვლით. მას დღემდე მიირთმევენ პოლონეთში და პოლონურ დიასპორებში მსოფლიოს გარშემო.[6]
მომზადება
რედაქტირებაკერძი მზადდება ახალი კვერცხის გულის და შაქრის ერთად ათქვეფით. ამ ორ ინგრედიენტს ერთად თქვეფენ მანამ, სანამ მიღებული მასა ფუმფულა, კრემისებრ ტექტურას არ შეიძენს. არ უნდა ჩანდეს ან იგრძნობოდეს შაქრის მარცვლები. თანამედროვე სამზარეულოებში, მის გასაკეთებლად ბლენდერსაც იყენებენ, კვერცხის გულსა და შაქარს ბლენდერში ურევენ მანამ, სანამ მასა ფერს არ შეიცვლის და მოცულობაში არ გაიზრდება. გოგლი-მოგლის ერთი პორციისთვის გამოიყენება ორი კვერცხის გული და სამი ჩაის კოვზი შაქარი. ძირითაადად, მას უმატებენ სხვადასხვა ინგრედიენტებს არომატისა და გამოს გასაძლიერებლად, როგორციაა შოკოლადი, არაყი, რომი, თაფლი, ვანილი, ლიმონის წვენი, ფორთოხლის წვენი, ქიშმიში, ათქვეფილი ნაღები და სხვა, საკუთარი გემოვნების მიხედვით.
გამოყენება
რედაქტირებაგოგლი-მოგლი ხშირად წარმოადგენს გარდამავალ საკვებს ახალშობილებისთვის, რომლებიც მარცვლეულის დიეტიდან გადადიან კვერხცის და სხვადასხვა რბილი საკვების დიეტაზე. ასევე არის ხალხური წამალი და გამოიყენება გაციების ან გრიპის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ხორხის ანთების, ლარინგიტის დროს. გოგლი-მოგლი ითვლება ძალიან ეფექტიურ სამკურნალო საშუალებად საზოგადოებაში, ისევე, როგორც ქათმის წვნიანი.
გოგლი-მოგლის ტრადიციული გამოყენება, როგორც ყელის ტკივილის სამკურნალო საშუალება, დადასტურებულია, რომ საკმაოდ ეფექტურია ისრაელში ჩატარებული კვლების მიხედვით[7]. გოგლი-მოგლის სამკურნალო ვერსია ძირითადად ძალიან მარტივად მზადდება, კვერცხის გარეშე, მაგრამ თაფლის დამატებით თბილ რძეში. ხშირად, ერთ მთლიან კვერცხს უმატებენ ჭიქა თბილ რძეს.
კულტურაში
რედაქტირებალუის კეროლის ნაწარმოების - "ალისა საოცრებათა ქვეყანაში"-ს გერმანულ თარგმანში ჰამფთი-დამფთის კოგელგ-მოგელს უწოდებენ.
1985 წელს საბჭოთა ფილმში "ექიმი აიბოლიტი", ექიმი აიბოლიტი ავადმყოფ მეკობრეებსა და ცხოველებს გამოსაჯანმრთელებლად გოგლი-მოგლის აძლევდა.
"Kogel-mogel" არის 1988 წლის პოლონური კომედიური ჟანრის ფილმი,რომლის რეჟისორიცაა რომან ზაშუსკი და მთავარ როლებს ასრულებენ გრაინა ბუკკა-კოლსკა და ევა კასპრზიკი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.isolomon.com/channel.aspx?channel_id=254 დაარქივებული 2020-11-10 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ https://books.google.com/?id=0oXYX9Qzx9oC&pg=PT238&lpg=PT238&dq=gogli+egg+-golgi (ინგლისური)
- ↑ https://www.thespruceeats.com/polish-eggnog-kogel-mogel-recipe-1135662 (ინგლისური)
- ↑ https://web.archive.org/web/20110604035701/http://torah.org/learning/halacha/classes/class91-2.html (ინგლისური)
- ↑ ვასმერის რუსულ-ენოვანი ლექსიკონი
- ↑ https://books.google.com/books?id=PfptbHVD20UC&pg=PA21&lpg=PA21&sig=L2ZFypSPKyVA23BrkjLx6UtK%E2%80%93D4 (ინგლისური)
- ↑ http://www.ynet.co.il/articles/0,7340,L-3184364,00.html (ინგლისური)