ფორთოხლის წვენი
ფორთოხლის წვენი - ფორთოხლის ხის ნაყოფის თხევადი ექსტრაქტი, მიიღება ნაყოფის გაწურვით. გამოიუენება ნებისმიერი სახეობის ფორთოხალი, უმეტესად ტკბილი ფორთოხალი ან სხვადასხვა სახეობის წვენის ნარევი. ფერით ჩვეულებრივად ნარინჯისფერი ან მოყვითალოა, ფორთოზლის ჯიშის მიხედვით შეიძლება მოწითალო ან მოვარდისფროც იყოს. ქარხნული წარმოებისას სითბოთი დამუშავებული ფორთოხლის წვენიდან ცლიან ჟანგბადს, რის გამოც ის უფრო დიდ ხანს ინახება, მაგრამ კარგავს გემოს უმეტესობას, რაც დანამატებით და არომატიზატორებით კომპენსირდება. გემოს გასაძლიერებლად შეიძლება წვენის გაშრობა ან კონცენტრირება და შემდეგ წყლის დამატება. მსოფლიოში ფორთოხლის წვენის წამყვანი მწარმოებელი აშშ და ბრაზილიაა. 2000 წლის მაჩვენებლებით წლიურად მზადდება სასმელის 60 მილიონი ტონა.
ისტორია
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცები უარს ამბობდნენ არასასიამოვნო გემოს მქონე ლემონის კრისტალების მიღებაზე, რომლებსაც მათ ურიგებდნენ როგორც ვიტამინ C მდიდარ პროდუქტს. ფედერალური მთავრობის და ფლორიდას შტატის ციტრუსების დეპარტამენტიზ დავალებით მეცნიერების ჯგუფმა დაიწყო მუშაობა მსგავსი პროდუქტის შესაქმნელად უფრო სასიამოვნო გემოთი. ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, მაგრამ მათ გამოიგონეს კონცენტრირებულო ფორთოზლის წვენი. 1940-იან წლებში ხელმისაწვდომი წვენისგან განსხვავებით ის უფრო გემრიელი და ხელმისაწვდომი იყო და უფრო დიდ ხანს ინახებოდა. ამერიკაში სასმელი სწრაფად გახდა პოპულარული, უმეტესად როგორც საუზმის სასმელი. 1967 წელს ფლორიდის შტატის ეკონომიკისთვის ციტრუსების მნიშვნელობის გამო ფორთოზლის წვენი ფლორიდის ოფიციალური სასმელი გახდა [1]. 1980 და 1990-იან წლებში საკვების მეცნიერები ფორთოხლის წვენს კიდევ უფრო აუმჯობესებდნენ.
სარგებლობა ჯანმრთელობისთვის
რედაქტირებაწვენის სარგებლობა ჯანმრთელობისთვის სადავოა - ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C, სუფთა წვენი იხმარება ანემიის, ათეროსკლეროზის, გიპერტონიის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღრძილების სისხლდენის, გაცივების, ჭარბწონიანობის, ინფექციური და მწვავე რესპირატორული დაავადებების მკურნალობისას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მაგრამ ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს [2] და ზრდის დიაბეტის გაჩენის რისკს და საზიანოა კბილის მინანქრისთვის (წვენის კბილის მინანქართან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია საწრუპის ხმარება). ზოგ ქვეყანაში უფრო სასარგებლოდ ითვლება ფორთოხლოს დაუწურელი ნაყოფის ჭამა.