გლოსიტიბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით გამოწვეული ენის ქსოვილების ანთებითი დაავადებაა.

Scharlach.JPG

მიზეზებირედაქტირება

ენის ანთებითი პროცესი შესაძლოა იყოს, როგორც ინფექციის შედეგი, ასევე უფრო სერიოზული სისტემატური დაავადების სიმპტომიც. განირჩევა ანთების მწვავე და ქრონიკული ფორმები. გლოსიტს ახლავს ენის ანთება, ფერისა და სტრუქტურის შეცვლა. უყურადღებობის შემთხვევაში გლოსიტს შეიძლება მოჰყვეს პაპილომების (სოკოსებრი ნანაზარდების) ჩამოყალიბება ენის ზედაპირზე.

ლოკალური ინფექციის შემთხვევაში გლოსიტის გამომწვევად გვევლინებიან ბაქტერიები ან ვირუსები (ჰერპესვირუსის ჩათვლით), ამასთანავე, ინფექციის განვითარებას ხელს უწყობს ენის დამწვრობა, პირის ღრუსა და ენის მექანიკური ტრავმები. დამტკიცებულია, რომ გლოსიტის განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება ნიკოტინი, ალკოჰოლი, ცხელი სკავები, ცხარე სანელებლები, აგრეთვე ალერგიული რეაქციები კბილის პასტაზე, სავლებლებზე, პირის ღრუს აეროზოლებზე, კარამელზე.

გლოსტი შესაძლოა განვითარდეს ისეთი სისტემური დაავადებების ფონზეც, როგორებიცაა რკინადეფიციტური ანემია, წითელი ბრტყელი ლიქენი, B ვიტამინდეფიციტური მდგომარეობა, ერითემა, აფთოზი, სიფილისი და ა.შ

იშვიათ შემთხვევებში გლოსტის გამომწვევის დადგენა არ ხერხდება.

სიმპტომებირედაქტირება

  • ვითარდება ენის წვა და ანთება.
  • ენა იღებს მკვეთრ წითელს ან ბორდოსფერს
  • ანემიის დროს ენა იფარება ბაცი ნადებით
  • შესაძლოა ენა გასქელდეს და დარბილდეს
  • რთულდება ღეჭვა, ყლაპვა და საუბარი

დიაგნოსტიკარედაქტირება

გლოსტის სიმპტომების შემჩნევისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს. სტომატოლოგი დაგითვალიერებთ პირის ღრუს, ენას, დაადგენს პაპილომების არსებობას ან არარსებობას, დაგისვამთ ზუსტი დიაგნოსტიკისთვის საჭირო კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ ანალიზებს სისტემური დაავადების გამოსავლენად.

მკურნალობარედაქტირება

ინფექციურ-ანთებითი გლოსიტის შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, აუცილებელია ინფექციის გამომწვევის მოშორება. თანამედროვე მვდიცინა საკმაოდ ფლობს გლოსიტის სამკურნალო პრეპარატებს. როგორც წესი, გლოსიტი, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების გარდა, არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას.

პირველ ყოვლისა, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ პირის ღრუს ჰიგიენას. იხეხეთ კბილები სულ მცირე 2-ჯერ დღეში, ხარისხიანი კბილის პასტით, რომელიც გირჩიათ თქვენმა ექიმმა.

გამომწვევის იდენტიფიკაციის შემდგომ დაგენიშნებათ ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები.

თანამედროვე მკურნალობის ერთ-ერთ გამართლებულ მეთოდად გველინება იმუნოკორექტორების დანიშვნა. ამ ჯგუფის პრეპარატები ააქტიურებს პირი ღრუს ლორწოვანის დაცვით ფუნქციებს, რითაც აძლიერებს მის ბაქტერიოციდულ აქტივობას.

პროფილაქტიკარედაქტირება

როგორც ცნობილია, უფრო იოლია დაავადების პროფილაქტიკა, ვიდრე მისი მკურნალობა:

  • დაიცავით კბილებისა და პირის ღრუს ჰიგიენა
  • რეგულარულად ჩაიტარეთ სტომატოლოგის კონსულტაციები
  • მოვრიდეთ აგრესიულ საკვებ პროდუქტებსა და ცხარე სანელებლებს
  • მოერიდეთ სიგარვტისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას

ლიტერატურარედაქტირება

  • მედიცინის დიდი ცნობარი ტომი II, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ.207-208

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება