გლორიოსი (კუნძულები)

გლორიოსი (ფრანგ. Îles Glorieuses ასევე Archipel des Glorieuses) — პატარა კუნძულების ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში. გეოგრაფიულად ეკუთვნის კომორის არქიპელაგს.

გლორიოსი
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Glorieuses

კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 11°30′00″ ს. გ. 47°20′00″ ა. გ. / 11.50000° ს. გ. 47.33333° ა. გ. / -11.50000; 47.33333
კუნძულთა რაოდენობა 5
მთავარი კუნძული გრანდ-გლორიოსი
ფართობი 5 კმ²
უმაღლესი წერტილი 12 მ
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
გლორიოსი (კუნძულები) — ინდოეთის ოკეანე
გლორიოსი (კუნძულები)

საფრანგეთმა ის ჩართო საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ეპარსეს კუნძულების შემადგენლობაში. მასზე პრეტენზიას აცხადებს მადაგასკარი.

გეოგრაფია

რედაქტირება
 

კუნძულები მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, 115 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მადაგასკარის სანაპიროდან. საერთო ფართობია — 5 კმ². ლაგუნის ფართობია — 29,6 კმ². განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფართობია — 48 350 კმ².

არქიპელაგი შედგება ორი მარჯნის კუნძულისაგან:

ასევე რამდენიმე მომცრო კუნძულებისაგან:

კუნძულები სწორი და ვაკეა, ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლით 12 მეტრი და შემოფარგლულია ვრცელი მთლიანი მარჯნის რიფით. გრანდ-გლორიოსი დაფარულია ხშირი ტყით და გარშემორტყმულია თეთრი ქვიშით. ის თითქმის იდეალურად მრგვალია, რომლის დიამეტრი შეადგენს დაახლოებით 2,5 კმ-ს. ილ-დუ-ლისი დაფარულია შედარებით ნაკლები რაოდენობის მცენარეულობით და შედგება კლდეებისაგან, ქვიშიანი დიუნებისგან და მანგროს მცენარეულობისაგან. მას მოგრძო ფორმა აქვს, დაახლოებით 600 მეტრი და შეუძლია დაიტიოს ბევრი ზღვის ფრინველი და კუ.

ლაგუნა მდებარეობს ჩაღრმავებულ ადგილას და ნაწილობრივ მშრალია. კლიმატი ტროპიკულია, რაც ხელს უწყობს მარადმწვანე მცენარეების არსებობას. საშუალო ტემპერატურა მერყეობს დაახლოებით 28 °C-ის ფარგლებში, ტენიანობა 81 %-დან 84 %-მდე. კუნძულები ზოგჯერ განიცდიან ტროპიკული ციკლონების ზემოქმედებას.[1]საფრანგეთის უცხოური ლეგიონი

გლორიოსის კუნძულებზე მდებარეობს საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მცირე შეიარაღებული ძალები თვითმფრინავებისთვის გრუნტიანი ასაფრენ დასაჯდომი ზოლით, მეტეოსადგურით და რადიოსადგურით. ბაზა ასევე ემსახურება ბუნების მკვლევარ მეცნიერებს.

ეკონომიკა

რედაქტირება

ეკონომიკურად აქტიური არ არის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Îles Glorieuses დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. auf der Seite der TAAF (Französisch)