საფრანგეთის უცხოური ლეგიონი

საფრანგეთის უცხოური ლეგიონი (ფრანგ. Légion étrangère) — სამხედრო ქვედანაყოფი, საფრანგეთის სახმელეთო ჯარების ნაწილი. კომპლექტდება მოხალისეებით და 136-ზე მეტ ეროვნებას მოიცავს. დაარსდა 1831 წელს. ერთ დროს ლეგიონი 350 000 ადამიანს ითვლიდა, ამჟამად კი 7700–ს არ აღემატება. ლეგიონში ფრანგებსაც შეუძლიათ მსახური, მათი რაოდენობა დაახლოებით 24%-ს შეადგენს. 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ უცხოელებს აეკრძალათ ფრანგულ არმიაში სამსახური, ლეგიონი ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად შეიქმნა. ასევე ითვლებოდა უცხოელი ეროვნების პიროვნებების თავიდან მოშორების მოხერხებულ გზად. მათი უმრავლესობა რევოლუციურ პოლიტიკურ მრწამსს ატარებდა და უცხოური ლეგიონის საშუალებით მათ ალჟირში აგზავნიდნენ დაპყრობით ომებში.

ლეგიონერები

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება