გირიჯა პრასად კოირალა
გირიჯა პრასად კოირალა (ნეპალ. गिरिजा प्रसाद कोइराला; დ. 20 თებერვალი, 1925, საჰარსა, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 20 მარტი, 2010, კატმანდუ) — ნეპალელი პოლიტიკოსი, ნეპალის პრემიერ მინისტრი 1991 წლის 26 მაისიდან 1994 წლის 30 ნოემბრამდე, 1998 წლის 15 აპრილიდან 1999 წლის 31 მაისამდე, 2000 წლის 22 მარტიდან 2001 წლის 26 ივლისამდე და 2006 წლის 27 აპრილიდან 2006 წლის 1 აგვისტომდე. 2007 წლის 15 იანვრიდან მეფე გიანენდრას გადაყენების შემდეგ იგი ასრულებდა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას, რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ 2008 წლის 28 მაისიდან 23 ივლისამდე გახლდათ ნეპალის სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.[1][2]
გირიჯა პრასად კოირალა | |
ნეპალის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 იანვარი 2007 – 23 ივლისი 2008 | |
წინამორბედი | ნეპალის მეფე გიანენდრა |
მემკვიდრე | რამ ბარან იადავი |
ნეპალის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აპრილი 2006 – 15 აგვისტო 2008 | |
მონარქი | გიანენდრა |
წინამორბედი | გიანენდრა |
მემკვიდრე | პუშპა ქამალ დაჰალი |
ნეპალის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 მარტი 2000 – 26 ივლისი 2001 | |
მონარქი | ბირენდრა |
წინამორბედი | კრიშნა პრასად ბჰატარაი |
მემკვიდრე | შერ ბაჰადურ პრადაი |
ნეპალის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აპრილი 1998 – 31 მაისი 1999 | |
მონარქი | ბირენდრა |
წინამორბედი | სურია ბაჰადურ თაპა |
მემკვიდრე | კრიშნა პრასად ბჰატარაი |
ნეპალის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მაისი 1991 – 30 ნოემბერი 1994 | |
მონარქი | ბირენდრა |
წინამორბედი | კრიშნა პრასად ბჰატარაი |
მემკვიდრე | მან მოჰან ადჰიკარი |
ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 აპრილი 1998 – 31 მაისი 1999 | |
წინამორბედი | ქამალ თაპა |
მემკვიდრე | კრიშნა პრასად ბჰატარაი |
ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
{{{თანამდებობა დაიკავა7}}} – 29 მაისი 1991 – 30 ნოემბერი 1994 | |
წინამორბედი | კრიშნა პრასად ბჰატარაი |
მემკვიდრე | მადჰავ კუმარ ნეპალი |
დაბადებული | 20 თებერვალი 1925 სახარსა, კოსის დივიზიონი, ბიჰარი ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 20 მარტი 2010 (85 წლის) კატმანდუ, ნეპალი |
პოლიტიკური პარტია | ნეპალის კონგრესი |
მამა | კრიშნა პრასად კოირალა |
მეუღლე | კუშმა კოირალა |
შვილები | სუჯატა კოირალა |
განათლება | კირორი მალის კოლეჯი Adarsha Higher Secondary School (დელის უნივერსიტეტი) |
რელიგია | ინდუიზმი |
ჯილდოები | ჯილდო ბანგლადეშის განმათავისუფლებელი ომში მონაწილეობის პატივსაცემად 2015 წელს გარდაცვალების შემდეგ ნეპალის მთავრობის მიერ მიენიჭა ნეპალის რატნა მან პადავი, ნეპალის მოქალაქის უმაღლესი ჯილდო. |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგირიჯა კოირალამ კარიერა დაიწყო 1947 წელს, როგორც პროფკავშირების ლიდერმა. იგი გახლდათ გაფიცვების ორგანიზატორი ბირათნაგარში ჯუთის ქარხანაში, როს გამოც მეგობრებთან ერთად მოყვა რეპრესიებში. 1948 წელს დააარსა Nepal Mazdoor Congress (მოგვიანებით უწოდეს ნეპალის დამოუკიდებელი პროფკავშირების კონგრესი). ძმასთან, ბიშვეშვართან ერთად პრასად კოირალა მონაწილეობდა ნეპალის კონგრესის პარტიის შექმნაში.
1952-1960 წლებში იყო ნეპალის კონგრესის პარტიის თავმჯდომარე მორანგის პროვინციაში. 1960 წლიდან 1967 წლამდე ის დააპატიმრეს მეფე მაჰენდრას დამხობის შეთქმულების ბრალდებით. შემდეგ, 1979 წლამდე, სხვა პარტიულ აქტივისტებთან ერთად იმყოფებოდა პოლიტიკურ ემიგრაციაში ინდოეთში.
1975—1991 წლებში იკავებდა ნეპალის კონგრესის გენერალური მდივნის თანამდებობას. 1991 წლის პირველ დემოკრატიულ არჩევნებში აირჩიეს ნეპალის დამფუძნებელ ასამბლეაში (პარლამენტში). კონგრესმა 205 სადეპუტატო მანდატიდან 110 მიიღო.
1991 წლიდან 1994 წლამდე გახლდათ ნეპალის პრემიერ მინისტრი. ამ წლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები განათლების, მედიისა და ჯანდაცვის ლიბერალიზაციის შესახებ და დაარსდა არაერთი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულება. მაგალითად, ჩინეთის მთავრობის დახმარებით, ბჰარატპურში გაიხსნა ონკოლოგიური კლინიკა. კოირალა გირიჯა პრასადი 1994 წლის არჩევნებში დამარცხდა და თანამდებობა დატოვა.
1998— 1999 წლებში მეორედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. ჯერ უმცირესობის მთავრობაში იყო, შემდეგ კი — ნეპალის კომუნისტურ პარტიასთან (ერთიანი მარქსისტულ-ლენინური) კოალიციაში. [3]
2000 და 2001 წლებში ის კვლავ იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრი, მას შემდეგ რაც თავის მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად მიაღწია კრიშნა პრასად ბჰატარაის გადადგომას. ამ პერიოდში გამძაფრდა სამოქალაქო ომი მაოისტურ კომუნისტურ პარტიასთან, ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულეს. მეფე ბირენდრას სასახლეში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ იგი გადადგა თანამდებობიდან იმ მიზეზით, რომ არ შესწევდა უნარი გამოესწორებინა მდგომარეობა ქვეყანაში.
სამეფო ოჯახის დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე კატმანდუ პარალიზებული იყო სამდღიანი გენერალური გაფიცვის გამო, რომელიც ორგანიზებული იყო ექვსი მემარცხენე პარტიის მიერ კოირალას მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. გ. დეუბა ხელმძღვანელობდა სამთავრობო დელეგაციას მაოისტებთან მოლაპარაკებებში და უკიდურესად უკმაყოფილო იყო მთავრობის ქმედებებით არაკოორდინირებული მოლაპარაკებების წარმოების გამო.[4]
2002-2007 წლებში ნეპალის კონგრესი გაიყო: მარცხენა ფრთამ შერ ბაჰადურ დეუბას ხელმძღვანელობით შექმნა ცალკე პარტია ნეპალის კონგრესი (დემოკრატიული); კონსერვატიულ ფრთას კვლავ გირიჯა პრასად კოირალა ხელმძღვანელობდა. 2006 წლიდან 2008 წლამდე, ისევ ნეპალის პრემიერ მინისტრად იყო დაამტკიცებული შვიდი პარტიის ალიანსის მიერ. 2007 წლიდან 2008 წლამდე, დროებითი კონსტიტუციის შემოღების შემდეგ, იგი ასრულებდა სახელმწიფო მეთაურის მოვალეობას.
2008 წლის ივნისის დამფუძნებელი ასამბლეის არჩევნების შემდეგ, ნეპალის კონგრესმა მას შესთავაზა პრემიერ მინისტრის პოსტი, მაგრამ ნეპალის გაერთიანებულმა კომუნისტურმა პარტიამ (მაოისტური), რომელმაც არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, უარყო ეს წინადადება.
პენსიაზე გასვლის შემდეგ კოირალა გირიჯა პრასადმა დააარსა დემოკრატიული ფრონტი, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ ძალებს. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიის განმტკიცებას და ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების ლიბერალიზაციას.[5][6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The New York Times / D. Baquet — Manhattan, NYC: The New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ed. size: 1122400; ed. size: 1132000; ed. size: 1103600; ed. size: 648900; ed. size: 443000 — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ Kiran Chapagain and Jim Yardley (22 March 2010). "Girija Prasad Koirala, Former Nepal Premier, Dies at 86". The New York Times. Kathmandu, Nepal. Retrieved 21 February 2012.
- ↑ "GP Koirala". NNDB.com. Retrieved 30 January 2014.
- ↑ "Girija Prasad Koirala". Britannica. Retrieved 1 June 2022.
- ↑ Girija Prasad Koirala // Munzinger Personen (გერმ.)
- ↑ "Girija Prasad Koirala: The architect of democracy in Nepal". Dawn. 23 March 2010. Retrieved 13 December 2017.