ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბირენდრა ბირ ბიქრამ შახ დევი (ნეპ. वीरेन्द्र वीर विक्रम शाह; დ. 28 დეკემბერი 1945 — გ. 1 ივნისი  2001) — ნეპალის მეათე მეფე ( 1972 —  2001) შაჰების დინასტიიდან. ნეპალის სამეფო არმიის ფელდმარშალი (1972 წლის 31 იანვარი).

ბირენდრა ბირ ბიქრამ შაჰ დევი
ნეპ. वीरेन्द्र वीर विक्रम शाह
ნეპალის დროშა ნეპალის მე-10 მეფე
მმართ. წლები: 31 იანვარი 19721 ივნისი 2001
კორონაცია: 24 თებერვალი 1975
მმართ. დასაწყისი: 31 იანვარი 1972
მმართ. დასასრული: 1 ივნისი 2001
წინამორბედი: მაჰენდრა
მემკვიდრე: დიპენდრა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 დეკემბერი 1945
დაბ. ადგილი: კატმანდუ, ნეპალი
გარდ. თარიღი: 1 ივნისი 2001 (55 წლის)
გარდ. ადგილი: კატმანდუ, ნეპალი
დაკრძ. ადგილი: ბაგმატი
მეუღლე: მეუღლე: აიშვარია
შვილები:

ვაჟები: დიპენდრა, ნირაჯანი

ქალიშვილი: შურითი
დინასტია: შაჰების
მამა: მაჰენდრა
დედა: ინდრა
რელიგია: ინდუიზმი
ჯარის სახეობა: ბრიტანეთის არმია
წოდება: ფელდმარშალი

ბირენდრა  მზად იყო საპარლამენტო დემოკრატიისთვის, 1990 წლის რეფერენდუმის შემდეგ, თუმცა სოციალურმა პრობლემებმა  და პოლიტიკურმა უთანხმოებამ სხვადასხვა საპარლამენტო პარტიებს შორის  გამოიწვია მაოისტების წინააღმდეგობა. მათ  1996 წლის თებერვალში წამოიწყეს პარტიზანული ომი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ამავდროულად, ბირენდრამ,  მეფე გიანენდრასგან განსხვავებით, რომელიც მის შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, უარი თქვა სამეფო არმიის გამოყენებაზე მაოისტი პარტიზანების წინააღმდეგ ოპერაციების განსახორციელებლად.[1][2]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ბირენდრა 1967 წ.

ბირენდრა დაიბადა კატმანდუში ნარაიანჰიტის სამეფო სასახლეში. იგი გახლდათ მეფისნაცვალ (შემდგომში მეფე) მაჰენდრა ბირ ბიქრამ შაჰისა და მეფის ასულ ინდრა რაჯა ლაკშმი დევი შაჰის პირველი ვაჟი.

ბირენდრა და მისი ძმა გიანენდრა რვა წლის განმავლობაში სწავლობდნენ წმინდა იოზეფის იეზუიტთა სკოლაში დარჯილინგში.

ბირენდრამ განათლება მიიღო ევროპის, აზიისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში, მათ შორის ელიტარულ იტონის კოლეჯსა და ჰარვარდის უნივერსიტეტში. ტახტის დაკავებამდე ბევრს მოგზაურობდა.

1959 წელს ბირენდრა შევიდა იტონის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). სწავლის დასრულების შემდეგ 1964 წელს დაბრუნდა ნეპალში, სადაც დაიწყო ქვეყნის გამოკვლევა, ფეხით იმოგზაურა ქვეყნის შორეულ რაიონებში, მოინახულა მრავალი სოფელი და მონასტერი.

 
ნეპალის გერბი

სანამ 1967-1968 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტში პოლიტიკურ თეორიას შეისწავლიდა,  გარკვეული დროის განმავლობაში ბირენდრა ტოკიოს უნივერსიტეტში სწავლობდა.

ბირენდრას ჰქონდა საპატიო წოდებები: ინდოეთის არმიის გენერალი (მიენიჭა 1973 წელს), დიდი ბრიტანეთის სრული გენერალი (მიენიჭა 1975 წლის 23 თებერვალს) და დიდი ბრიტანეთის ფელდმარშალი (მიენიჭა 1980 წლის 18 ნოემბერს).[3][4][5]

1970 წლის 27 თებერვალს უფლისწული ბირენდრა დაქორწინდა აიშვარია რაჯია ლაქშმი დევიზე, რანას ოჯახიდან. ქორწილი, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ინდუისტურ საქორწილო ცერემონიად ითვლება, ხაზინას $9,5 მილიონი დაუჯდა. ბირენდრას და დედოფალ აიშვარიას სამი შვილი შეეძინათ.[6]

ბირენდრა და აბსოლუტური მონარქია

რედაქტირება

ბირენდრა ტახტზე 1972 წლის 31 იანვარს, მამის, მეფე მაჰენდრას გარდაცვალების შემდეგ ავიდა. იგი გახლდათ ფაქტობრივად აბსოლუტური მონარქი, რადგან  მემკვიდრეობით მიიღო ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიები აკრძალული იყო და მონარქი მართავდა ადგილობრივი და რეგიონალური საბჭოების სისტემის –პანჩაიატების მეშვეობით.[7][8]

კორონაცია (1975 წლის თებერვალი)

რედაქტირება
 
აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, მისი მეუღლე ნენსი რეიგანი, მეფე ბირენდრა და მისი მეუღლე აიშვარია რაჯია ლაქშმი დევი

1972 წელს, მეფე მაჰენდრას გარდაცვალების შემდეგ, მეფე ბირენდრამ კონსულტაცია გაიარა თავის კარის ასტროლოგებთან, რომლებმაც ურჩიეს, რომ  კორონაცია სამი წლით გადაედო. რამდენიმეთვიანი „გამოთვლების“ შემდეგ ასტროლოგებმა დაარწმუნეს მონარქი, რომ მისი კორონაციისთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იქნებოდა  1975 წლის 4 თებერვალი დილის 8:37 საათი.

კორონაციის ცერემონიას ესწრებოდა 60 ქვეყნის სახელმწიფო და პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის პრინცი ჩარლზი, რომელიც წარმოადგენდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს.[9]

კორონაციის  დღეს, მეფემ გამოაცხადა, რომ მისი მითითებით მთავრობამ დაწყებითი განათლება ხელმისაწვდომი და უფასო გახადა ყველა ბავშვისთვის. თუმცა, მეფის ქმედებებმა იმედი გაუცრუა ნეპალელებს, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ მონარქი  დემოკრატიის დამყარებისკენ გადადგამდა ნაბიჯებს.[10][11]

აბსოლუტიზმის კრიზისი

რედაქტირება
 
მეფე ბირენდრას და დედოფალ აიშვარიას ძეგლი

ბირენდრას აღიზიანებდა ბრალდებები, თითქოს  ქვეყანას მართავდა, როგორც აბსოლუტური მონარქი. ის ამტკიცებდა, რომ  ხელმძღვანელობდა დემოკრატიული პრინციპებით , რომლის დროსაც ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლები ირიბად იკრიბებოდნენ.  ამავე დროს აცხადებდა, რომ მისი  ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყნისთვის მტკიცე მმართველი იყო საჭირო. [12][13]

ტახტზე ასვლის შემდეგ მეფე ბირენდრა ჯერ ეწვია ინდოეთს (1973 წლის 12 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე),  ხოლო დეკემბერში გაემგზავრა ჩინეთში. მეფეს სჯეროდა, რომ  ნეპალს, რომელიც მოქცეულია ორ მძლავრ აზიურ სახელმწიფოს შორის, ორივე მათგანთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა.[14][15]

კორონაციის ცერემონიაზე მეფე ბირენდრამ წამოაყენა წინადადება ნეპალის "სამშვიდობო ზონად" გამოცხადების შესახებ. ბირენდრამ ოფიციალურად სთხოვა საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაეჭირათ მისი წინადადებისთვის, გაეროს ნეპალი  „სამშვიდობო ზონად“ გამოეცხადებინა. ეს წინადადება დაამტკიცა 130-ზე მეტმა ქვეყანამ, ინდოეთის გარდა. [16][17][18][19][20]

აბსოლუტიზმიდან კონსტიტუციურ მონარქიამდე

რედაქტირება

1990 წელს, თებერვალში დაწყებული მასობრივი დემონსტრაციების, ნეპალის კონგრესის (NC) და გაერთიანებული მემარცხენე ფრონტის მიერ გაჩაღებული შეტაკების ფონზე, რასაც რამდენიმე ასეული პირის სიკვდილი მოჰყვა,  მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით ნეპალში კონსტიტუციური მონარქია დამყარდა.[21][22]

მეფემ დანიშნა დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სარეკომენდაციო კომისია, რომელიც წარმოადგენდა ძირითად ოპოზიციურ ფრაქციებს და მოამზადებდა ახალ კონსტიტუციას პოლიტიკური რეფორმების კუთხით მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 1990 წლის 10 სექტემბერს კომისიამ მონარქს წარუდგინა შემოთავაზებული კონსტიტუციის პროექტი. ახალმა კონსტიტუციამ ბირენდრა მრავალპარტიული დემოკრატიული სისტემის მქონე კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფოს მეთაურად აქცია. კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა პრემიერ მინისტრმა კრიშნა პრასად ბჰატარაიმ და მისმა კაბინეტმა და ასე რომ, 1990 წლის 9 ნოემბერს ბირენდრამ გამოაცხადა ახალი კონსტიტუცია, რითაც ნეპალი კონსტიტუციურ მონარქიად აქცია. მეფე ბირენდრამ დანიშნა დროებითი მთავრობა. ახალ მთავრობას ხელმძღვანელობდა კრიშნა პრასად ბჰატარაი, რომელიც მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში  ციხეში იმყოფებოდა. BBC რადიოში გამოსვლისას  კ.პ. ბჰატარაიმ  ისაუბრა მეფე ბირენდრას უნაკლო პიროვნულ თვისებებზე და თავაზიანობაზე.  მისი, როგორც კონსტიტუციური მონარქის დიდ  როლზე.[23][24][25][26]

თუმცა, მუდმივმა ჩხუბმა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის და მრავალრიცხოვანმა სოციალურმა პრობლემებმა  ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, კონფლიქტი მაოისტ მეამბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის 1996 წლიდან 2006 წლამდე გაგრძელდა.[27][28][29][30]

სიკვდილი

რედაქტირება
 
ნარაიანჰიტის სასახლე, სადაც ნეპალის სამეფო ოჯახის მკვლელობა მოხდა

2001 წლის 1 ივნისის საღამოს, სადილზე, უფლისწულმა დიპენდრამ, რომელიც ძლიერი ალკოჰოლური და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, შაშხანა М-16 ით და 9 მილიმეტრიანი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP5K-ით მოკლა 9 და  მძიმედ დაჭრა 5 ოჯახის წევრი. შედეგად გარდაიცვალა მეფე ბირენდრა, დედოფალი აიშვარია, მათი შვილები — პრინცი ნირაჯანი, პრინცესა შრუტი, მეფის ძმა —  პრინცი დირენდრა, მეფის დები — შანტი და შარადა, ამ უკანასკნელის კუმარის ქმარი და მეფის დეიდა —  ჯაიანტი. ერთადერთი გადარჩენილი (მათგან, ვინც სადილზე იყო) გახლდათ  მფისწულ გიანენდრას (მეფის ძმა) კომალის ცოლი. თავად დიპენდრა ბაღში გავიდა და თავის მოკვლა სცადა.

სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრი დაიღუპა, გარდა გიანენდრა შაჰისა, ბირენდრას უმცროსი ძმისა. დიპენდრა მეფედ გამოცხადდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

მას შემდეგ, რაც იგი გარდაიცვალა 2001 წლის 4 ივნისს, ნეპალის მეფე გახდა გიანენდრა, გარდაცვლილი მეფის, ბირენდრას ძმა, რომელიც მკვლელობის დროს სასახლეში არ იმყოფებოდა. დიპენდრას ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა.[31]

ტრაგედიის მიზეზი  გახდა ოჯახური კამათი დიპენდრას საცოლის გარშემო — სამეფო ოჯახის უარი პრინც დიპენდრას დაქორწინებაზე დევიანი რანაზე, რომელსაც იგი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხვდებოდა. რანას კლანი ფაქტობრივად ერთი საუკუნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას მემკვიდრეობითი პრემიერ-მინისტრების რანგში და ითვლებოდა სამეფო ოჯახის პირველ მტრად  ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.

  1. Birendra Bir Bikram Shah Dev // Encyclopædia Britannica
  2. Birendra // Munzinger Personen (გერმ.)
  3. Manik Lal Bajracharya. "Birendra, the King with a Difference". Eastern Trading & Investment Company, (1974), p. 42.
  4. Yugeshwar Prasad Verma. "Nepal, Progress and Problems, 1972-1980". Pratibha Verma, (1981), p. 15.
  5. David Van Praagh. "Greater Game: India's Race with Destiny and China". (2003), p. 330.
  6. Shaha, Rishikesh. "Politics in Nepal 1980-1990". New Delhi: Manohar Publications, (1990), p. 50.
  7. Francis G. Hutchins. "Democratizing monarch: a memoir of Nepal's King Birendra". Vajra Publications, (2007), p. 127.
  8. Harris M. Lentz. "Heads of States and Governments Since 1945". (1994), p. 574.
  9. Anthony Holden. "Prince Charles". Atheneum, (1979), p. 328.
  10. Shiv Lal. "Polities in South Asia: Nepal ; Sri Lanka". Election Archives, (1989), p. 77.
  11. Nepal Press Digest, Volume 23, Issues 1-53. Regmi Research Project., (1979), p. 158.
  12. The Election Archives, Volumes 71-76. Shiv Lal, (1982), p. 191.
  13. Asia Yearbook. Far Eastern economic review., (1980), p. 248.
  14. King Birendra and Foreign Affairs. Centre for Nepal Foreign Affairs Studies, (1975), p. 138.
  15. Harischandra Lal Singh. "Principal records of Nepal". Satish Singh, (1980), p. 74.
  16. P. S. Jayaramu. "India's National Security and Foreign Policy". ABC Publishing House, (1987), p. 145.
  17. Nepal's Peace Zone Proposal: Many Voices, One Concern. Weekly Mirror, (1982), p. 44.
  18. Shaha, Rishikesh. "Politics in Nepal 1980-1990". New Delhi: Manohar Publications, (1990), pp. 48-49.
  19. Lok Raj Baral. "Nepal 1979: Political System in Crisis". Asian Survey,
  20. Asian Almanac Volume 17. V.T. Sambandan., (1979).
  21. Brown, T. Louise. "The Challenge to Democracy in Nepal: A Political History". London: Routledge, (1995), p. 90.
  22. Indra Deo Mishra. "Systematic Strains and Political Development in Nepal". Vijayashree Enterprises, (1985), p. 100.
  23. The Indian Journal of International Law: Official Organ of the Indian Society of International Law, Volume 40. M.K. Nawaz, (2000), p. 46.
  24. Kr̥shṇa Bahādura Kum̐vara. "The Himalayan poverty: threat to the world". Meena Publication, (2002), p. 1.
  25. Bheshajaṅga Bādala. "The King Versus the People". Nepal Tiger Publications, (1997).
  26. Chronicle of Parliamentary Elections and Developments, Volumes 15-18. International Center for Parliamentary Documentation, (1980), p. 99.
  27. Leo E. Rose, John T. Scholz. "Nepal: profile of a Himalayan kingdom". Westview Press, (1980), p. 130.
  28. Silwal, Ani Rudra. "Students and Politicians in '36 Saal ko Aandolan'", published in The Kathmandu Post Review of Books, Vol. 4, No. 3, (May 9, 1999).
  29. Devakota, Grishma Bahadur. Nepalko Rajnitik Darpan: Political Mirror of Nepal-Referendum and Then After (1 ed.). (1983), p. 6.
  30. Dynamics of Nation-building: With Particular Reference to the Role of Communication, Volumes 1-2. Unesco Regional Office for Education in Asia and the Pacific, (1983), p. 255.
  31. Hinduism Today (1 September 2001). "Tragedy in Nepal Royal Family Massacred". Hinduism Today. Retrieved 26 July 2022.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბირენდრა“-დან