აიშვარია
აიშვარია რაჯია ლაკშმი დევი (დ. 7 ნოემბერი, 1949 — გ. 1 ივნისი, 2001, კატმანდუ) — ნეპალის დედოფალი კონსორტი, მეფე ბირენდრას მეუღლე. დაიღუპა სამეფო ოჯახის წევრების ხოცვა-ჟლეტის დროს. [1][2]
აიშვარია რაჯია ლაკშმი დევი | |
---|---|
ნეპ. ऐश्वर्य राज्यलक्ष्मी देवी शाह | |
ნეპალის დედოფალი კონსორტი | |
მმართ. წლები: | 31 იანვარი 1972 — 1 ივნისი 2001 |
წინამორბედი: | რატნა |
მემკვიდრე: | კომალი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 ნოემბერი 1949 |
დაბ. ადგილი: | კატმანდუ, ნეპალი |
გარდ. თარიღი: | 1 ივნისი 2001 (51 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნეპალი |
დაკრძ. ადგილი: | ბაგმატი |
მეუღლე: | მეუღლე: ბირენდრა |
შვილები: |
დიპენდრა შრუტი ნირიანი |
მამა: | კენდრა შამშერ ჯანგ ბაჰადურ რანა |
დედა: | შრი რაჯია ლაკშმი რანა |
რელიგია: | ინდუიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააიშვარია რაჯია ლაკშმი დევი წარმოშობით რანას არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ, რომლის წევრებზე 1951 წლამდე მემკვიდრეობით გადადიოდა პრემიერ მინისტრის თანამდებობა. რანას კლანი შაჰის სამეფო ოჯახის მეტოქე იყო ნეპალში ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. აიშვარია იყო ნეპალის არმიის გენერალ-ლეიტენანტის კენდრა შამშერ ჯანგ ბაჰადურ რანისა (1927-1982) და მისი მეუღლის შრი რაჯია ლაკშმი რანის (1928-2005) სამი ქალიშვილიდან უფროსი.[3]
მომავალმა დედოფალმა განათლება მიიღო წმინდა ელენეს მონასტერში (კურსეონგი, ინდოეთი) და წმინდა მარიამის სკოლაში კატმანდუში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო პადმა კანიას კოლეჯსა და ტრიბჰუვანის უნივერსიტეტში.
1970 წელს მაჰენდრამ გადაწყვიტა ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული კლანი შეერიგებინა. თავისი სამი ვაჟისთვის საცეოლეებად შეარჩია რანას ოჯახის წევრები. აიშვარია გახდა ტახტის მემკვიდრე უფლისწულ ბირენდრას საცოლე, ხოლო მისი უმცროსი დები კომალი და პრეკშია — უფლისწულების გიანენდრას და დჰინენდრას საცოლეები. [4][5]
1972 წელს ბირენდრა ნეპალის მეფე გახდა. დედოფალი აიშვარია მეუღლეს ხშირად თან ახლდა საზღვარგარეთ მოგზაურობების დროს. 1975 წელს იყო ქალთა საერთაშორისო წლის კომიტეტის მფარველი (ინგლ. International Women's Year Committee);, 1977-1989 წლებში — სოციალური სამსახურის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს (ინგლ. Social Service National Coordination Council) თავმჯდომარე; ნეპალის წითელი ჯვრის საზოგადოების მფარველი.[6]
დედოფალს უყვარდა კითხვა და მუსიკა, დაინტერესებული იყო მებაღეობით. მან დაწერა რამდენიმე ლექსი და ლირიკული ტექსტი ჩანდანი შაჰის ფსევდონიმით. ის ასევე ცნობილი სიმღერების ავტორი გახლდათ. მისი სიმღერები ხშირად გადაიცემოდა ნეპალის რადიოთი და ტელევიზიით.
დედოფალს ახასიათებდნენ, როგორც კლასიკური სილამაზის მქონე ქალბატონს. იგი ცნობილი იყო გამორჩეული ვარცხნილობებით და ჩაცმის სტილით.
2001 წლის 1 ივნისს, ოჯახური ვახშმის დროს, დედოფალი აიშვარია მოკლა, ოფიციალური ვერსიით, მისმა უფროსმა ვაჟმა, უფლისწულმა დიპენდრამ. მის გარდა დაიღუპა მეფე ბირენდრა, მათი შვილები — უფლისწული ნირაიანი და მეფის ასული შრუტი, მეფის ძმა — უფლისწული დირენდრა, მეფის დები — შანტი და სარდა, ამ უკანასკნელის ქმარი კუმარ ხადგა და მეფის ბიძაშვილი — ჯაიანტი.
მთავარ მიზეზად დასახელდა, რომ დედოფლის არ სურდა ეღიარებინა მეფისწულის საცოლედ გოგონა რანას გვარიდან — დევიანი, რომელიც დიპენდრამ ლონდონში გაიცნო. ის გახლდათ აიშვარიას შორეული ნათესავი, მაგრამ დედოფალმა ვაჟისთვის სხვა საცოლე შეარჩია — სუპრია შაჰი — ნეპალის სამეფო ოჯახის წევრის, პრადიპ ვიკრამ შაჰის ქალიშვილი. მამის მკვლელობის შემდეგ დიპენდრა ბაღში გავიდა, სადაც დედა და უმცროსი ძმა ნირაიანი იმალებოდნენ. დიპენდრამ ორივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დედოფლის სახე იმდენად იყო დამახინჯებული, რომ სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიის დროს ფაიფურის ნიღაბი გაუკეთეს.[7][8][9]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Genealogy". Archived from the original on 13 April 2014. Retrieved 21 April 2018.
- ↑ "King Birendra of Nepal". 3 June 2001. Retrieved 21 April 2018 – via www.telegraph.co.uk.
- ↑ "Aishwarya: Nepal's forceful queen". 5 June 2001. Retrieved 21 April 2018 – via news.bbc.co.uk.
- ↑ Amy Willesee & Mark Whittaker (2004). Love & Death in Kathmandu A Strange Tale of Royal Murder, 1st U.S. ed. New York : St. Martin's Press, 2004. ISBN 1-84413-558-6 / 1-84413-558-6
- ↑ https://s-media-cache-ak0.pinimg.com/originals/6c/87/72/6c8772247750f50378b302d4c5c34f5d.jpg
- ↑ http://l7.alamy.com/zooms/153971e4c1e3430d9fc5dbaca4ac92db/nepals-king-birendra-2nd-r-and-queen-aishwarya-r-decorate-crown-prince-gywwpm.jpg
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-07. ციტირების თარიღი: 2022-11-07.
- ↑ "Bilateral relations". La France au Népal. Archived from the original on 18 October 2015. Retrieved 21 April 2018.(ფრანგ.)
- ↑ "Boletin Oficial De Estado" Retrieved 21 April 2018. (ესპ.)