სურია ბაჰადურ თაპა

სურია ბაჰადურ თაპა (ინგლ. Surya Bahadur Thapa, ნეპ. सूर्य बहादुर थापा; დ. 21 მარტი, 1928, მუგა, დხანკუტას რაიონი, ნეპალის სამეფო  — გ. 15 აპრილი, 2015, დელი, ინდოეთი)ნეპალის სახელმწიფო მოღვაწე, ხუთჯერ ეკავა ნეპალის პრემიერ-მინისტრის პოსტი; მისი პოლიტიკური კარიერა 50 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.[1]

სურია ბაჰადურ თაპა
სურია ბაჰადურ თაპა
ნეპ. सूर्य बहादुर थापा
ნეპალის დროშა ნეპალის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ივნისი 2003 – 3 ივნისი 2004
მონარქი  გიანენდრა
წინამორბედილოკენდრა ბაჰადურ ჩანდი
მემკვიდრეშერ ბაჰადურ დეუბა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 ოქტომბერი 1997 – 15 აპრილი 1998
მონარქი  ბირენდრა
წინამორბედილოკენდრა ბაჰადურ ჩანდი
მემკვიდრეგირიჯა პრასად კოირალა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 მაისი 1979 – 12 ივლისი 1983
მონარქი  ბირენდრა
წინამორბედიკირტი ნიდჰი ბისტა
მემკვიდრელოკენდრა ბაჰადურ ჩანდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 იანვარი 1965 – 7 აპრილი 1969
მონარქი  მაჰენდრა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 დეკემბერი 1963 – 26 თებერვალი 1964
მონარქი  მაჰენდრა

ნეპალის დროშა ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივნისი 2003 – 3 მარტი 2004
წინამორბედინარენდრა ბიკრამ შაჰი
მემკვიდრებეჰ ბაჰადურ თაპა

ნეპალის დროშა ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივნისი 2003 – 19811982
წინამორბედიკ. ბ. შაჰი
მემკვიდრეპადმა ბაჰადურ ჰათრი

დაბადებული21 მარტი 1928
დჰანკუტა, 1-ლი პროვინცია, ნეპალი
გარდაცვლილი15 აპრილი 2015 (87 წელი)
ნიუ-დელი, ინდოეთი
პოლიტიკური პარტიარასტრია ჯანამუქტი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია)
შვილებივაჟი და 3 ქალიშვილი
განათლებაალაჰაბადის უნივერსიტეტი
რელიგიაინდუიზმი

პოლიტიკური კარიერარედაქტირება

სურია ბაჰადურ თაპას პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1950 წელს, როგორც მეფესთან დაახლოებული პოლიტიკური ფიგურის მიერ  რანას ოჯახის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე სტუდენტური მოძრაობის ჩახშობით.[2]

რვა წლის შემდეგ, 1958 წელს, სურია ბაჰადურ თაპა   აირჩიეს სამეფო საბჭოში.

1960 წელს იგი დაინიშნა სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების და მრეწველობის მინისტრად ახლად შექმნილ პანჩაიატის მთავრობაში. ხსენებული პოსტი ორი წლის განმავლობაში ეკავა.  შემდეგ  ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი გახდა. ერთი წლის შემდეგ დაინიშნა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, ანუ ნეპალის პრემიერ-მინისტრად. 1960-იან წლებში ორჯერ ეკავა ეს თანამდებობა —1964 წლიდან 1965 წლამდე მცირე ხნით მისი ადგილი დაიკავა ტულსი გირიმ.[3]

1972 წელს მან წინადადება წამოაყენა სამეფო რეზოლუციის მიღების თაობაზე, რომელიც შეიტანდა გარკვეულ დემოკრატიულ ცვლილებებს არსებულ სისტემაში. თუმცა ეს წინადადება არ მიიღეს, პოლიტიკოსი დააკავეს და ციხეში ჩასვეს, სადაც ხუთი წელი გაატარა. 1974 წელს მან დაიწყო შიმშილობა ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით, რომელიც 21 დღე  გაგრძელდა.[4]

1979 წელს მასობრივი დემოკრატიული დემონსტრაციების შემდეგ იგი კვლავ დაინიშნა ნეპალის პრემიერ-მინისტრად. იმ დროს ის ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ვინც გაუძლო არსებულ პოლიტიკურ ვითარებას — დასუსტებული იყო პანჩაიატის სისტემა, მის წინააღმდეგ სტუდენტური მოძრაობები კი პირიქით, მძაფრდებოდა.  სურია ბაჰადურ თაპას, რომელსაც სტუდენტური არეულობის ჩახშობის გამოცდილება 1950 წლიდან ჰქონდა,  მოახერხა არა მხოლოდ პროტესტის განეიტრალება, არამედ აღმოფხვრა მათი წარმოშობის მიზეზი თავად პანჩაიატის სისტემის მოდერნიზაციით. ეს მისი მესამე ვადა გახლდათ, რომელიც ყველაზე გრძელია და ყველაზე ეფექტურად ითვლება.

1983 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, იგი კვლავ ნეპალის პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩა,  კომენტარებს აკეთებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე . ის საკმაოდ პოპულარული პოლიტიკური ფიგურა გახდა 1990 წელს, როდესაც ნეპალმა გადასვლა დაიწტო მრავალპარტიულ სისტემაზე, შექმნა და ხელმძღვანელობდა მონარქისტულ Ratril Prahanta პარტიას.

1994 წელს ამ პარტიიდან მან პირველად მიიღო მონაწილეობა დემოკრატიულ არჩევნებში, რის შედეგადაც გახდა პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი, ხოლო სამი წლის შემდეგ (1997) კვლავ დაინიშნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. თუმცა, 1998 წელს მან განცხადება გააკეთა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და არჩევნებისთვის დაიწყო მზადება. 1999 წელს კვლავ აირჩიეს ქვედა პალატაში, მაგრამ ამჯერად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან (Rastriya Prajatantra).

 
სურია ბაჰადურ თაპა აღნიშნავს 86-ე დაბადების დღეს

2003 წლის ივნისში კვლავ დაინიშნა ნეპალის პრემიერ-მინისტრად, ამავე დროს იყო თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრი. მას შემდეგ, რაც მაოისტებმა უარი თქვეს შერიგების გეგმაზე, რომელიც მოიცავდა 75 პუნქტს, მან განაგრძო სამხედრო მოქმედებები ნეპალში სამოქალაქო ომის დროს. მისი ხელისუფლების სათავეში ყოფნის ეს პერიოდი გამოირჩევა ნეპალის აქტიური მონაწილეობით მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში.

2004 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ წელზე ნაკლები პერიოდი  დაჰყო, სურია ბაჰადურ თაპამ  მეხუთე და საბოლოო  განცხადება გააკეთა გადადგომაზე. მიუხედავად ამისა, იგი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში , მაგრამ უკვე როგორც თავისი ახალი პარტიის — ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის (Rastriya Janashakti) წარმომადგენელი.[5][6]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Ian Preston (2001). A Political Chronology of Central, South and East Asia. Psychology Press. p. 204. ISBN 9781857431148. Retrieved 2015-04-19.
  2. Bhuwan Lal Joshi & Leo E. Rose (1966). "Democratic Innovations in Nepal: A Case Study of Political Acculturation". University of California Press. pp. 434–441. Retrieved 2015-04-16.
  3. "Nepalresearch". Retrieved April 20, 2015.
  4. Michelle Kergoat (2008). Histoire politique du Népal – Aux origines de l'insurrection maoïste. KARTHALA Editions. p. 130. ISBN 9782811142391. Retrieved 2015-04-19.
  5. Ekantipur Staff (16 April 2015). "Ex-PM Thapa dies in Delhi Hospital"[მკვდარი ბმული]. Ekantipur.com. Retrieved April 16, 2015. (ნეპალ.)
  6. "Former PM Thapa passes away".[მკვდარი ბმული] Nepal Times.com. Retrieved April 16, 2015.