გიორგი ხელაშვილი (დ. 29 აპრილი, 1975) — ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 2020-2023 წლებში.

გიორგი ხელაშვილი
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1975 (1975-04-29) (49 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1975 წლის 29 აპრილს. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები). 2021 წელს დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი.

1997-1999 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დილის პროგრამა „ალიონის“ საერთაშორისო მიმომხილველი. 1997-1999 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი. 1997-1998 წლებში მონტერეის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესწავლის ცენტრის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი. 2000-2001 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის ასისტენტი. 2001-2007 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი. 2001-2003 წლებში სამოქალაქო განათლების პროექტის საქართველოს განყოფილების მკვლევარი. 2002 წელს იყო გაზეთი „24 საათის“ ჟურნალისტი და საერთაშორისო მიმომხილველი. 2002-2003 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და საინფორმაციო პროგრამების წამყვანი. 2003-2004 წლებში საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მასმედიის გრანტების მენეჯერი. 2004-2007 წლებში სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი. 2005-2007 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ასისტენტ-პროფესორი. 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2007-2009 წლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო დეპარტამენტის კვლევითი ასისტენტი. 2008 წელს ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი. 2010 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანას კოლეჯის დეკანის თანაშემწე. ამავე წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპისა და ევრაზიის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი. 2010-2013 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. ამავე წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სოციალურ მეცნიერებათ ცენტრის კვლევის და განვითარების კოორდინატორი, პროექტის დირექტორი. 2013-2017 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს საელჩო ვაშინგტონი, აშშ. 2017-2019 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში. 2019-2020 წლებში სსიპ საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი.

2020 წლიდან 2023 წლის 24 მარტამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება