გიორგი შენგელია
გიორგი დავითის ძე შენგელია (დ. 24 აპრილი, 1908 — გ. 22 დეკემბერი, 1981) — საბჭოთა სამხედრო პირი და მაიორი. მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში, ამ პერიოდში მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ხერსონის განთავისუფლებისა და მდინარე დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის. 1967 წელს მიენიჭა ქალაქ ხერსონის საპატიო მოქალაქის წოდება. 1932 წლიდან გარდაცვალებამდე იგი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.
გიორგი დავითის ძე შენგელია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 24 აპრილი, 1908 |
დაბადების ადგილი | კულაში, სამტრედია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 22 დეკემბერი, 1981 (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
კუთვნილება | სსრკ |
ჯარის სახეობა | ქვეითი ჯარი |
სამხედრო სამსახურის წლები | 1928-1932; 1941-1945 |
წოდება | მაიორი |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, ალექსანდრე ნეველის ორდენი (საბჭოთა), მედალი „კავკასიის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, მედალი „ბერლინის აღებისათვის“ და საბჭოთა კავშირის გმირი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი შენგელია დაიბადა 1908 წლის 24 აპრილს, 1926 წელს დაამთავრა სკოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1928-1932 წლებში ირიცხებოდა წითელ არმიაში. მსახურობდა საქართველოს მე-2 მსროლელ პოლკში, ქალაქ ბათუმში. 1932 წელს გახდა სკკპ-ს წევრი. 1939 წელს მიენიჭა უმცროსი ლეიტენანტის წოდება, 1940 წელს კი — უფროსი პოლიტხელის. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1945 წელს მაიორი გიორგი შენგელია სამსახურიდან გადადგა. გარდაიცვალა 1983 წლის 22 დეკემბერს, ქალაქ თბილისში.
ჯილდოები
რედაქტირება- საბჭოთა კავშირის გმირი
- ლენინის ორდენი
- ალექსანდრე ნეველის ორდენი
- სამამულო ომის ორდენი, I ხარისხი
- სამამულო ომის ორდენი, II ხარისხი
- მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
- მედალი გერმანიასთან გამარჯვებისათვის დიდ სამამულო ომში (1941-1945)
- მედალი ბერლინის აღებისათვის
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 716.
- Герои Советского Союза: Краткий биографический словарь / Пред. ред. коллегии И. Н. Шкадов. — М.: Воениздат, 1988. — Т. 2 /Любов — Ящук/. — 863 с. — 100 000 экз. — ISBN 5-203-00536-2.
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тбилиси, 1981. стр. 361—362.
- Герои твои, Херсонщина. Симферополь, 1980. стр. 267—268.