გილერმო სოლერიშუა საუკუნეების მალიორკელი კარტოგრაფი. სოლერის პორტოლანი დათარიღებულია 1385 წლით და მოიცავს ვრცელს რეგიონს, ასახავს ჩრდილოეთ ევროპას და ჩრდილოეთ აფრიკას. რუკა ვითარდება ხმელთაშუა ზღვის ცენტრის ირგვლივ. მსგავსი ასახვა დამახასიათებელია მაშინდელი პორტოლანებისთვის. სოლერის რუკაზე იმდროინდელი ქალაქების და სავაჭრო მარშრუტების გარდა მნიშვნელოვანი ცნობებია დატანილი ქვეყნების და პროვინციების შესახებ. პორტოლანი საინტერესო ცნობებს გვაწვდის საქართველოს შესახებ. სოხუმის თავზე არის წითელ ფონზე გამოსახული ხელისგული, რომელიც დღეს დატანილია დე-ფაქტო აფხაზეთის დროშაზე და აგრეთვე მიჩნეულია აბაზების ეთნიკური ჯგუფის სიმბოლოდ. სინამდვილეში ეს არის უძველესი ქართული სიმბოლო და შემორჩენილია სტელებსა და სხვა ეპიგრაფიკულ ძეგლებზე. პორტოლანზე აღნიშნულია შემდეგი ტოპონიმები:Hipotamo (ცხენისწყალი), Negapotamo (ენგური); Corebendia (აგუბედია); Tamasa (ტამიში); Goto (კოდორი); Cica (დრანდა); Sauastopoli (სოხუმი); Flum. nicola (ანაკოფიისწყალი); Cavo de Bux (ბზების ნავსადგური/ბზიფი); Pezonda (ბიჭვინთა); Giro (ბიჭვინთის კონცხი); Santa Sofia (თანამედროვე ახალაძე); Cacari (გაგრა); Sichia (ჯიხა/ციხე,ადლერთან); Costo (ხოსტა); Abazachia (აბასკის ნავსადგური); Porto de Susacho (ანუ წუნწუხი, ლამიანი სანაპიროს ნავსადგური – თანამედროვე ტუაფსე).

გილერმო სოლერის პორტოლანის ფრაგმენტი (1385 წ.). წითელ ფონზე გამოსახული ხელით აღნიშნულია დადიანის სოხუმი (სევასტოპოლი) – დადიანის სამთავროს დედაქალაქი. პორტოლანი დაცულია პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკაში

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Baig i Aleu, M. (2001) "Un nuevo documento sobre Guillem Soler y la cuestion de la cartografia mallorquina", Llull, Vol. 24, p. 587-603. online (pdf)
  • Beazley, C.R. (1906) The Dawn of Modern Geography. London. vol. 3
  • Campbell, T. (1987) "Portolan Charts from the Late Thirteenth Century to 1500". The History of Cartography. Volume 1. Chicago: University of Chicago Press, pp. 371–463. (2011, "Additions, Corrections and Updates", online)
  • Campbell, T. (2011) "Complete chronological listing of works assigned to the period pre-1501 (with a note of high quality reproductions and place-name lists)" (online)
  • Llopmart, F. (1975) "La cartografia mallorquina del siglo XV. Nuevos hitos y rutas", ''Boletín de la Sociedad Arqueológica Luliana, vol. 34, p.438-65