გივი კარტოზია
გივი ალექსანდრეს ძე კარტოზია (დ. 29 მარტი, 1929, ბათუმი — გ. 3 აპრილი, 1998, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1953).
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 29 მარტი, 1929 | |||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | ბათუმი, საქართველოს სსრ | |||||||||||||||||||||||
გარდ. თარიღი | 3 აპრილი, 1998 | |||||||||||||||||||||||
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო | |||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 176 სმ | |||||||||||||||||||||||
წონა | 79–87 კგ | |||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | საქართველო და სსრკ | |||||||||||||||||||||||
სპორტი | ჭიდაობა | |||||||||||||||||||||||
სახეობა | ბერძნულ-რომაული | |||||||||||||||||||||||
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი | |||||||||||||||||||||||
|
ბიოგრაფია
რედაქტირება1954 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. XVI ოლიმპიური თამაშების (1956, მელბურნი) ჩემპიონი[1] და 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი,[2] მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, ნეაპოლი, 1955 კარლსრუე, 1958, ბუდაპეშტი), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა IX (1951, ბერლინი) და X (1951, ბუქარესტი) მსოფლიო თამაშების გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1952, 1953, 1954, 1955). მსოფლიო თასის მფლობელი (1956, სტამბოლი). გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით. პირველი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სპორტსმენთა შორის.
საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ვერცხლის პრიზი). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის , ღირსების, ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის და ფილას ორდენებით.
პერიოდიკა
რედაქტირება- ბრწყინვალე გამარჯვება — გივი კარტოზია // „ლელო“, 27 აპრილი, 1955, № 34 (840), გვ. 1.
ლიტერატურა
რედაქტირება- დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 40–55. 268 გვ.
- ხუჭუა, ა., გივი კარტოზია, კრ.: ოლიმპიურ სარბიელზე, თბ., 1959
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გივი კარტოზია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გივი კარტოზია — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გივი კარტოზია — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
- გივი კარტოზია — ქართული სპორტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ XVI ოლიმპიური თამაშები 1956, 22 ნოემბერი — 8 დეკემბერი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
- ↑ XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022