გვირგვინი (ტელესერიალი)

გვირგვინი (ინგლ. The Crown) — 2016 წელს გამოსული ბრიტანულ-ამერიკული ისტორიული დრამის ჟანრის ტელესერიალი, რომელიც მოგვითხრობს დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის შესახებ. სცენარი შეიმუშავა პიტერ მორგანმა, ხოლო კომპანია Netflix-ისთვის Left Bank Pictures-მა და Sony Pictures Television-მა გადაიღეს. პირველი სეზონი მოიცავს 1947 წელს, პრინცესა ელისაბედისა და პრინცი ფილიპეს ქორწინებიდან 1955 წელს, პრინცესა მარგარეტისა და კაპიტან პიტერ ტაუნსენდის ნიშნობის ჩაშლამდელ პერიოდს. მეორე სეზონის მოვლენები 1956 წელს, სუეცის კრიზისიდან იწყება, მოიცავს პრემიერ-მინისტრ მაკმილანის გადადგომას 1963 წელს და მთავრდება 1964 წელს პრინცი ედუარდის დაბადებით. მესამე სეზონი მოგვითხრობს 1964-1977 წლებში მიმდინარე მოვლენებს, უკვე მეოთხე სეზონი კი მოიცავს 1979-1990 წლებში მომხდარ მოვლენებს, იგი მოგვითხრობს მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობასა და ლედი დიანასა და პრინცი ჩარლზის სკანდალურ ქორწინებაზე. ჯერჯერობით გამოსულია სულ 4 სეზონი, თუმცა იგეგმება მეხუთე და მეექვსე სეზონების გადაღებაც, რომლებშიც გადმოცემული იქნება ელისაბედის მმართველობის, ამჯერად უკვე XXI საუკუნის ისტორიები.

გვირგვინი
ჟანრი ისტორიული დრამა
ავტორი პიტერ მორგანი
მონაწილეობენ კლერ ფოი
მეტ სმითი
ვანესა კირბი
ეილინ ოტკინსი
ჯერემი ნორთემი
ვიქტორია ჰამილტონი
ბენ მაილზი
გრეგ უაიზი
ჯერედ ჰარისი
ჯონ ლაითგოუ
ალექს ჯენინგსი
ლია უილიამსი
ანტონ ლესერი
მეთიუ გუდი
ოლივია კოლმანი
ტობიას მენზისი
ჰელენა ბონემ კარტერი
ბენ დანიელსი
ჯეისონ უოტკინსი
მერიონ ბეილი
ეირინ დოერტი
ჯეინ ლეპოტეირი
ჩარლზ დენსი
ჯოშ ო'კონორი
ჯერალდინ ჩაპლინი
მაიკლ მალონი
ემერალდ ფენელი
ენდრიუ ბუჩანი
ჯილიან ანდერსონი
ემა კორინი
სტეფან ბოქსერი
თემის კომპოზიტორი ჰანს ციმერი
კომპოზიტორ(ებ)ი რუპერტ გრეგსონ-უილიამსი
ლორნი ბალფი
მარტინ ფიპსი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 4
სერია 40
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ენდრიუ იტონი
ხანგრძლივობა 47-61 წუთი
ეთერში 4 ნოემბერი, 2016 — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის მსახიობები ყოველ ორ სეზონში იცვლებიან. პირველ ორ სეზონში დედოფლის როლს კლერ ფოი, პრინცი ფილიპესას მეტ სმიტი, ხოლო პრინცესა მარგარეტისას ვანესა კირბი ასრულებდა, მესამე და მეოთხე სეზონებში კი დედოფლის როლი ოლივია კოლმანმა, პრინცი ფილიპესი ტობიას მენზისმა, ხოლო პრინცესა მარგარეტისა ჰელენა ბონემ კარტერმა მოირგო. შემდეგი და საბოლოო ორი სეზონის განმავლობაში იგეგმება, რომ ელისაბედის როლს იმელდა სტაუნტონი, პრინცი ფილიპესას ჯონათან პრაისი, ხოლო პრინცესა მარგარეტისას ლესლი მანვილი შეასრულებს. გადაღებები ძირითადად გაერთიანებულ სამეფოში, ჰერტფორდშირსა და ბორჰემვუდში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული კადრებისათვის ასევე იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც. Netflix-მა პირველი სეზონის გაშვება 2016 წლის 4 ნოემბერს დაიწყო, მეორსი 2017 წლის 8 დეკემბერს, მესამესი 2019 წლის 17 ნოემბერს, ხოლო მეოთხესი 2020 წლის 15 ნოემბერს. მეხუთე სეზონის გამოსვლა იგეგმება 2022 წლისთვის. 2020 წლისთვის სერიალ „გვირგვინის“ ბიუჯეტი 260 მილიონ ფუნტ სტერლინგს წარმოადგენს და იგი მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სერიალია[1].

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ტელესერიალი „გვირგვინი“ მოგვითხრობს ელისაბედ II-ის ცხოვრების შესახებ 1947 წელს, მისი ქორწილის შემდეგ[2] XXI საუკუნემდე[3][4].

პირველ სეზონში მოვლენები 1955 წლამდე ხდება. მეფე ჯორჯ VI გარდაიცვალა და ტახტს ახალგაზრდა ელისაბედი იკავებს. სეზონის მნიშვნელოვანი მოვლენებიდან აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის გადადგომა და პრინცესა მარგარეტის, დედოფლის დის გადაწყვეტილება, რომ თავისი მდგომარეობის დათმობა არ უღირს პიტერ ტაუნსენდზე ქორწინების ფასად[5]. მეორე სეზონი 1956 წელს, სუეცის კრიზისიდან იწყება. პროფუმოს საქმის ჩავარდნის გამო პრემიერ-მინისტრი მაკმილანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ 1963 წელს თანამდებობიდან გადადგეს. 1964 წელს, დედოფლის მიერ პრინცი ედუარდის გაჩენით კი სეზონი მთავრდება[6][7].

მესამე სეზონი მოიცავს 1964-1977 წლების მოვლენებს. ჰაროლდ უილსონს პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ და დედოფალი თავის ვერცხლის იუბილეს აღნიშნავს[8]. იგი ასევე მოიცავს ედუარდ ჰეთის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს[9]. მეოთხე სეზონი მარგარეტ ტეტჩერის პრემიერ-მინისტრობით იწყება და ძირითადად ორიენტირებულია პრინცესა დიანას სკანალურ ქორწინებაზე[10]. ეს სეზონი მოიცავს ლორდი მონბატენის დაკრძალვას[11], პრინცი ჩარლზისა და ლედი დიანას ქორწილს[12], პრინცი უილიამისა და და პრინცი ჰარის დაბადებას[13], ფოლკლენდის ომს, მაიკლ ფეგანის შეჭრას ბაკინგემის სასახლეში, უელსის პრინცისა და პრინცესის 1983 წლის ტურს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში და საბოლოოდ მთავრდება ტეტჩერის გადადგომით[14].

მსახიობები და პერსონაჟები

რედაქტირება

მთავარი პერსონაჟები

რედაქტირება
  1. https://www.theguardian.com/tv-and-radio/2019/nov/16/from-the-crown-to-game-of-thrones-whats-the-most-expensive-tv-show-ever
  2. Singh, Anita (19 August 2015). "£100m Netflix Series Recreates Royal Wedding". The Daily Telegraph. Archived from the original on 22 March 2016. Retrieved 18 November 2016.
  3. Ravindran, Manori (31 January 2020)."'The Crown' Will End After Season 5 With Imelda Staunton as Queen Elizabeth" . Variety. Archived from the original on 31 January 2020. Retrieved 31 January 2020.
  4. Taylor, Derrick Bryson (9 July 2020). "Netflix Renews 'The Crown' for a Sixth Season After All". The New York Times. ISSN 0362-4331. Retrieved 27 December 2020.
  5. Smith, Russ (13 December 2016). "The Crown: What year did Series 1 finish? What will be in season 2?". Daily Express. Archived from the original on 26 January 2018. Retrieved 24 January 2018.
  6. Sandwell, Ian (23 January 2017). "Downton Abbey's Matthew Goode is joining the cast of Netflix's The Crown". Digital Spy. Archived from the original on 23 September 2018. Retrieved 25 January 2017.
  7. Tartaglione, Nancy (9 February 2017). "'The Crown' Adds Michael C Hall & Jodi Balfour As Jack & Jackie Kennedy". Deadline Hollywood. Archived from the original on 25 May 2019. Retrieved 9 February 2017.
  8. Fienberg, Daniel (4 November 2019). "'The Crown' Season 3: TV Review". The Hollywood Reporter. Archived from the original on 5 November 2019. Retrieved 6 November 2019.
  9. "Meet the cast of The Crown season 3". RadioTimes. 17 November 2019. Archived from the original on 14 November 2020. Retrieved 24 November 2019.
  10. Bentley, Jean (24 January 2018). "'The Crown' Season 3: All the Details (So Far)". The Hollywood Reporter. Archived from the original on 25 January 2018. Retrieved 24 January 2018.
  11. HALLEMANN, CAROLINE (28 January 2020). "Season 4 of The Crown Will Feature Lord Mountbatten's Funeral". Town and Country Mag. Archived from the original on 8 August 2020. Retrieved 14 October 2020.
  12. Griffiths, Eleanor (9 September 2020). "When is The Crown season 4's Netflix release date? Cast, trailer and latest news". RadioTimes. Archived from the original on 14 September 2020. Retrieved 14 September 2020.
  13. Sutton, Megan (19 February 2020). "First look pictures show young Prince William in The Crown season 4". Good Housekeeping. Archived from the original on 21 July 2020. Retrieved 19 February 2020.
  14. HALLEMANN, CAROLINE (18 March 2020). "The Crown Season 4: Everything We Know So Far". Town and Country Mag. Archived from the original on 11 April 2020. Retrieved 23 April 2020.