ჯერალდინ ლი ჩაპლინი (ინგლ. Geraldine Leigh Chaplin; დ. 31 ივლისი, 1944) — ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი.

ჯერალდინ ჩაპლინი

ჩაპლინი 2011 წელს
მშობლიური სახელი Geraldine Chaplin
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1944 (1944-07-31) (80 წლის)[1]
სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1952-დღემდე
მეუღლე(ები) პატრისიო კასტილა (იქ. 2006)
მშობლები მამა: ჩარლი ჩაპლინი
დედა: უნა ო’ნილი

დაიბადა სანტა-მონიკაში, კალიფორნია, და კინორეჟისორი ჩარლი ჩაპლინის პირველი შვილი იყო ოონა ონილთან. საწყისი განათლება კერძო სკოლაში მიიღო შვეიცარიაში.

რვა წლის ასაკში პირველად გამოჩნდა ეკრანზე — მამამისის გადაღებულ ფილმში „რამპის ჩირაღდნები“ (თუმცა მისი სახელი ნახსენები არ იყო). მისი ბალეტის მოცეკვავედ გახდომის ოცნების აუსრულებლობის გამო, ის საბოლოოდ მამის კვალს მიჰყვება და მსახიობი ხდება. მისი პირველი მნიშვნელოვანი გამოჩენა ეკრანზე იყო „ექიმი ჟივაგო“-ში წამყვანი გმირის მეუღლის როლი (1965). 1970-იან წლებში ის რობერტ ალტმანის ფილმებში გამოჩნდა. შემდგომში ის თანამშრომლობს კარლოს საურასთან ფილმებში „გამოკვებე ყორანი“ (1976), „ელისა, ჩემი ცხოვრება“ (1977), და „დედა 100 წლის გახდა“ (1979). შესრულებული აქვს მისი ბებიის, ჰანა ჩაპლინის, როლი ბიოგრაფიულ ფილმში მის მამაზე - ჩარლი ჩაპლინზე.

ამჟამად დაქორწინებულია ჩილელ კინოოპერატორ პატრისიო კასტილაზე და ჰყავს ორი შვილი, შეინი და უნა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hollywood.com Staff. (21 დეკემბერი, 2016) Geraldine Chaplin: Actor, Dancer. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი, 2016