გერმანული ენის მორფოლოგია

გერმანული ენის მორფოლოგიად მოაზრება საენათმეცნიერო კვლევითი და სასწავლო დისციპლინა, რომელიც ამ ენაში არსებული სიტყვების ფორმათა ცვალებადობას, ფლექსიის ფორმებსა (უღლებასა და ბრუნებას) და სიტყვათა სახეობებს (არტიკლი, არსებითი სახელი, ზმნა, ზედსართავი სახელი, ნაწილაკი და სხვ.) შეისწავლის. ზოგადად, ტრადიციულ გრამატიკაში მორფოლოგიას აგრეთვე მოძღვრება ფორმების შესახებაც ჰქვია.

მეტყველების ნაწილები

რედაქტირება

გერმანულ ენაში არის 11 მეტყველების ნაწილი:

  1. არტიკლი — der Artikel, das Geschlechtswort
  2. არსებითი სახელი — das Substantiv, das Hauptwort
  3. ზედსართავი სახელი — das Adjektiv, das Eigenschafts- oder Beiwort
  4. ნაცვალსახელი — das Pronomen, das Fürwort
  5. ზმნა — das Verb, das Zeit- oder Tätigkeitswort
  6. ზმნიზედა — das Adverb, das Neben- oder Umstandswort
  7. რიცხვითი სახელი — das Numerale, das Zahlwort
  8. წინდებული — die Präposition, das Vor- oder Verhältniswort
  9. კავშირი — die Konjunktion, das Bindewort
  10. ნაწილაკი — die Partikel
  11. შორისდებული — die Interjektion, das Ausrufewort

ზმნა გერმანულ ენაში იცვლება პირის, რიცხვის, დროისა და კილოს მიხედვით. გარდამავალი ზმნები ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს მოქმედებითსა და ვნებით გვარში.
გერმანულში არის პირიანი და უპირო (სახელადი) ზმნები. ზმნის პირიანი ფორმები იუღლება.

ზმნის პირიანი ფორმები

რედაქტირება
1. დროის ექვსი ფორმა (die Zeitformen)

ა) ახლანდელი დროის გამოსახატავად გერმანულ ენას მოეპოვება ერთი დროის ფორმა — Präsens-ი.

Präsens

Heute besucht mein Bruder seine alten Freunde.
დღეს ჩემი ძმა მოინახულებს (სტუმრობს) თავის ძველ მეგობრებს.

ბ) წარსული დროის გამოსახატავად გერმანულ ენას სამი ფორმა მოეპოვება:
Imperfekt — (Präteritum)
Gestern besuchte mein Bruder seine alten Freunde.
გუშინ ჩემმა ძმამ მოინახულა თავისი ძველი მეგობრები.

Perfekt

Hat dein Bruder seine alten Freunde gestern besucht?
მოინახულა შენმა ძმამ გუშინ თავისი ძველი მეგობრები?

Plusquamperfekt

Nachdem mein Bruder seine alten Freunde besucht hatte, kehrte er nach Hause zurück.
მას შემდეგ რაც ჩემმა ძმამ თავისი ძველი მეგობრები მოინახულა, (უკან) სახლში დაბრუნდა.

გ) მომავალი დროის გამოსახატავად გერმანულ ენას მოეპოვება ორი ფორმა:

Futur I

Morgen wird mein Bruder seine alten Freunde besuchen.
ხვალ ჩემი ძმა თავის ძველ მეგობრებს მოინახულებს.

Futurum II

Morgen wird mein Bruder seine alten Freunde besucht haben.
ხვალ ჩემს ძმას მონახულებული ეყოლება თავისი ძველი მეგობრები.

2. ზმნის მოქმედებითი და ვნებითი გვარი (das Aktiv, das Passiv):

ა) მოქმედებითი გვარი (Aktiv).
Die Schüler lesen ein interessantes Buch.
მოსწავლეები საინტერესო წიგნს კითხულობენ.

ბ) ვნებითი გვარი (Passiv).
Interessante Bücher werden immer gern gelesen.
საინტერესო წიგნები ყოველთვის დიდი ინტერესით იკითხება. ანდა, საინტერესო წიგნებს ყოველთვის დიდი ინტერესით კითხულობენ.

3. სამი კილო:

ა) თხრობითი კილო (der Indikativ):
Ich treibe sehr viel Sport.
მე სპორტს ინტენსიურად მივსდევ.
ბ) ბრძანებითი კილო (der Imperativ):
Steh auf! ადექი!
Setz dich! დაჯექი!
გ) კავშირებითი კილო (der Konjunktiv):
Wäre ich Flieger!
ნეტავი მფრინავი ვიყო!

ზმნის უპირო (სახელადი) ფორმები

რედაქტირება
1. მოქმედებითი და ვნებითი გვარის ინფინიტივი

მოქმედებითი გვარის ინფინიტივი (Infinitiv Aktiv):
lesen, schreiben.
ვნებითი გვარის ინფინიტივი (Infinitiv Passiv):
gelesen werden, geschrieben werden

2. ორი მიმღეობა (das Partizip) - Partizip I, Partizip II:
Partizip I - lesend, schreibend, zeichnend.
Partizip II - gelesen, geschrieben, gezeichnet.

გერმანული ენის ყველა ზმნური ფორმა სამი ძირითადი ფორმით იწარმოება, რომელთაც სწორედ ასე — ზმნის სამ ძირითად ფორმას უწოდებენ. ეს ფორმებია:

ინფინიტივი (Infinitiv).
ნამყო თხრობითი (Imperfekt).

შენიშვნა: ქართულ გერმანისტიკაში ამ ფორმას ნამყო თხრობითის სახელი აქვს, თუმცა სხვა ფილოლოგიებში ამ ფორმას ნამყო უწყვეტელს, ან ნამყო უსრულს უწოდებენ.

მიმღეობა II (Partizip II).

ზმნათა ჯგუფები

რედაქტირება

გერმანულ ენაში ზმნები იყოფა სხვადასხვა ჯგუფებად. ჯგუფებად დაყოფა დამოკიდებულია ზმნათა შემდეგ თავისებურებებზე:

1. სიტყვაწარმოებაზე: მარტივი, ნაწარმოები, რთული;
2. მნიშვნელობაზე: ძირითადი (ანუ სრულმნიშვნელოვანი ) და დამხმარე;
3. უღვლილების ტიპზე: სუსტი, ძლიერი და უწესო;
4. ზმნა-შემასმენლის დამოკიდებულებაზე;
ა. ქვემდებარესთან: პირიანი და უპირო;
ბ. დამატებასთან: გარდამავალი (ტრანზიტული) და გარდაუვალი (ინტრანზიტული);
მარტივი ზმნები (Einfache Verben)
რედაქტირება

მარტივ ზმნას უწოდებენ იმ ზმნებს, რომელთა საწყისი ფორმა ფუძისა და ინფინიტივური დაბოლოებისაგან (-en, -n) შედგება:

steh-en — დგომა.
schreib-en — წერა.
spiel-en — თამაში.
wander-n — ლაშქრობა, ხეტიალი, წოწიალი.
bügel-n — გაუთოება.
ნაწარმოები ზმნები (Abgeleitete Verben)
რედაქტირება

ნაწარმოები ზმნები მარტივი ზმნებისა და სხვა მეტყველების ნაწილებისაგან შედგება. ესენია:

1. თავსართების მეშვეობით, რომლებიც ქართულისაგან განსხვავებით შეიძლება იყვნენ მოცილებადი ან მოუცილებადი.

მაგ.;

aufstehen — ადგომა.
Ich stehe früh auf.
მე ადრე ვდგები.
bekommen — მიღება რამესი.
Zu seinem Geburtstag bekam er viele Geschenke.
(მისი, თავის) დაბადების დღისათვის მან ბევრი საჩუქარი მიიღო.
2. სუფიქსების მეშვეობით:

მაგ.;

kling-el-n - დარეკვა.
stud-ier-en - (შე)სწავლა (უნივერსიტეტში).
3. ფუძისეულ ხმოვანზე უმლაუტის დართვით.

მაგ.;

führen (ნაწარმოებია fuhr-ისაგან) — ტარება ვინმესი, ან რამესი.
träumen (ნაწარმოებია der Traum-ისაგან) — ოცნება.
wärmen (ნაწარმოებია warm-ისაგან) — გათბობა.
gründen (ნაწარმოებია der Grund-ისაგან) — დაარსება.
ändern (ნაწარმოებია ander-ისაგან) — შეცვლა.
4. ნაწარმოებ ზმნებში შეიძლება ერთდროულად ორივე გამოიყენებოდეს:

მაგ.;

სუფიქსი და უმლაუტი: läch-el-n (ნაწარმოებია lachen-ისაგან) — გაღიმება.
თავსართი და სუფიქსი: er-weit-er-n (ნაწარმოებია weit-ისაგან) — გაფართოება, გავრცობა.
თავსართი და უმლაუტი: er-zähl-en (ნაწარმოებია die Zahl-საგან) — მოყოლა, მბობა რამესი.

ზმნური თავსართები, მოცილებადებიცა და მოუცილებადებიც, ზმნაზე გავლენას ახდენენ და ხშირად უცვლიან ან უზუსტებენ მას მნიშვნელობას.
შდრ.;
kommen მი/მო/სვლა, და bekommen — მიღება.
gehen წასვლა, და mitgehen წაყოლა.
მოუცილებად თავსართებს, როგორც წესი, მახვილი არ მოუდით.

მოუცილებადი თავსართები (Untrennbare Präfixe)
რედაქტირება

გერმანულ ენაში მოუცილებადი თავსართი სულ რვაა: be-, ge-, er-, ver-, zer-, ent-, emp-, miß-. მოუცილებადთავსართიან ზმნებს მახვილი თავსართზე არ მოუდით, არამედ თვითონ ფუძეზე.

მოუცილებადთავსართიანი ზმნები მიმღეობა II-ში მხოლოდ -(e)t ბოლოსართს დაირთავენ.(!)
მოუცილებადი თავსართები (Untrennbare Präfixe)
თავსართები მარტივი ზმნა ნაწარმოები ზმნა
1. be- kommen (მი, მო)სვლა bekommen მიღება რამესი
2. ge- hören (მო)სმენა gehören მიკუთვნება
3. er- zählen (და)თვლა erzählen მოყოლა, მოთხრობა, მბობა
4. ver- stehen (და)დგომა verstehen გაგება
5. zer- schlagen (და)ტრყმა, ცემა zerschlagen გატეხვა
6. ent- gehen (წა, გა)სვლა entgehen დასხლტომა, ხელიდან გაქცევა
7. emp- fangen (და)ჭერა empfangen მიღება ვინმესი
8. miß- trauen (მი, და)ნდობა mißtrauen არნდობა
მოცილებადი თავსართები (Trennbare Präfixe)
რედაქტირება

მოცილებად თავსართებად გერმანულ ენაში წინდებულები და ზმნიზედები (ზმნისართები) გამოიყენება. მოცილებადი თავსართები გერმანულში ყოველთვის მახვილქვეშაა და პრეზენსში, იმპერფექტში და აგრეთვე ბრძანებით კილოში ისინი სცილდებიან საკუთრივ ზმნის კორპუსს.

´ausschreiben — ამოწერა რამესი.
´zuhören — მოსმენა რამესი, ვინმესი.
´aufschlagen — გაღება, გახსნა რამესი.
´aussprechen — გამოთქმა, გამოხატვა, წამოთქმა რამესი.
´fortgehen — წასვლა, გასვლა შორს.
Präsens (აწმყო):
Er spricht dieses Wort falsch aus.
ის ამ/იმ სიტყვას არასწორად წამოთქვამს.

.........................................................

Imperfekt (ნამყო თხრობითი):
Er sprach dieses Wort falsch aus.
ა.) ის ამ/იმ სიტყვას არასწორად წარმოთქვამდა.
ბ.) მან არასწორად წარმოთქვა ეს/ის სიტყვა.

..........................................................

Imperativ (ბრძანებითი კილო):
Sprich dieses Wort richtig aus!
სწორად წარმოთქვი ეს სიტყვა!

..........................................................

მიმღეობა 2-ში სუფიქსი - მოცილებად თავსართსა და საკუთრივ ზმნას შორის იკავებს ადგილს და ერთ სიტყვად იწერება.
მაგ.;

ausgeschrieben — ამოწერილი.
aufgeschlagen გაღებული, გამოღებული.
ausgesprochen — წარმოთქმული, წარმონათქვამი.
მოცილებადი თავსართები (Untrennbare Präfixe)
თავსართები მარტივი ზმნა ნაწარმოები ზმნა
1. an- kommen (მი, მო)სვლა ankommen ჩასვლა სადმე
2. auf- hören (მო)სმენა aufhören შეწყვეტა
3. aus- zeichnen (და)ხატვა auszeichnen აღნიშვნა
4. bei- wohnen ცხოვრება beiwohnen დასწრება
5. ein- nehmen აღება einnehmen მიღება (მაგ. წამლის)
6. mit- fahren (წა, გა)სვლა mitfahren მგზავრობა ვინმესთან ერთად.
7. nach- sehen ხედვა nachsehen თვალის მიდევნება.
8. vor- stellen (და)დგომა vorstellen წარმოდგენა. წარდგენა.
9. zu- machen (გა)კეთება zumachen (და)კეტვა. დახურვა.
მოცილებადი თავსართების ფუნქციის მქონე ზმნიზედები
ზმნიზედები მარტივი ზმნა ნაწარმოები ზმნა
1. ab- nehmen აღება abnehmen გახდომა, დასუსტება, წონაში დაკლება,
2. da- stehen დგომა dastehen ყოფნა, დასწრება.
3. dazwischen- kommen მოსვლა dazwischenkommen ჩარევა, შეწყვეტინება
4. empor- steigen ასვლა emporsteigen მაღლა ასვლა, აღმასვლა
5. fort- gehen წასვლა fortgehen შორს წასვლა
6. fest- stellen დადგომა, დადგმა feststehen დადგენა, კონსტატირება.
7. her- stellen დადგომა, დადგმა herstellen შექმნა, დამზადება.
8. herab- nehmen აღება herabnehmen მოცილება, თავის მოხდა.
9. heraus- schreiben (და)წერა herausschreiben ამოწერა.
10. herbei- kommen მოსვლა herbeikommen მიახლოება.
11. herunter- steigen ასვლა heruntersteigen დაშვება, ჩამოძრომა.
12. hin- fahren გამზავრება hinfahren გამგზავრება.
13. hinab- gehen წასვლა hinabgehen ჩასვლა.
14. hinauf- gehen წასვლა hinaufgehen ასვლა სადმე.
16. hinaus- fahren (მო)სვლა hinausfahren წასვლა სადმე.
17. los- kommen (მო)სვლა loskommen თავის დახსნა, თავის დაღწევა.
18. voran- gehen წასვლა vorangehen წინსვლა, წინწაწევა.
19. vorbei- gehen წასვლა vorbeigehen გვერდის ავლა, გვერდით გავლა.
20. weg- laufen რბენა, სვლა weglaufen გაქცევა.
21. weiter- fahren მგზავრობა weiterfahren მგზავრობის გაგრძელება. გზის გაგრძელება.
22. zurück- kehren (შე)მოტრიალება zurückkehren დაბრუნება.
23. zusammen- halten დაჭერა ხელში zusammenhalten გვერდი-გვერდ დგომა.
თავსართები, რომლებიც ხან მოცილებადია, ხან მოუცილებადი
რედაქტირება

ზოგიერთი თავსართი ხან მოცილებადია (მაშასადამე მახვილიანია), ხანაც მოუცილებადი (ანუ უმახვილო), და ამისდა მიხედვით იცვლება მოცემული ზმნის მნიშვნელობა. ასეთ თავსართებს მიეკუთვნება; durch-, um-, über-, unter-, wieder-, voll-.
მაგ.;

durch´schneiden — გადაკვეთა.
ა.) Der Strahl des Scheinwerfers durchschnitt die Dunkelheit. პროჟექტორის სხივმა გადაჰკვეთა სიბნელე.

durch-

´durchschneiden — გადაკვეთა.
ბ.) Er schnitt den Strick durch. მან გადაჭრა/გაჰკვეთა თოკი (ბაწარი).

..........................................................................

über´setzen - (გადა)თარგმნა.
ა.) Er übersetzt ohne Wörterbuch. ის ულექსიკონოდ თარგმნის.

über-

´übersetzen - გადაყვანა/გადასხმა.
ბ.) Man setzte uns ans andere Ufer über. მეორე ნაპირზე გადაგვსხეს.
რთული ზმნები (Zusammengesetzte Verben)
რედაქტირება

რთული ზმნები ორი სიტყვისაგან შედგება. მეორე სიტყვა ყოველთვის ზმნა არის, ხოლო პირველი სიტყვა კი - მეტყველების სხვადასხვა ნაწილები შეიძლება იყოს.

'teil'nehmen — მონაწილეობის მიღება.
'statt'finden — მოხდომა, შედგომა რამესი.
'frei'lassen — გათავისუფლება, გამოშვება.
'los'fahren — გამგზავრება, ადგილიდან (და)ძვრა.
'kennen'lernen — გაცნობა.
'stehen'bleiben — შეჩერება.
'zugrunde'gehen — დაღუპვა, მოკვდომა

მოცემულ ზმნებში მთავარი მახვილი რთულშედგენილი სიტყვის პირველ ნაწილზე მოდის. ისინი იუღლებიან თავსართმოცილებად ზმნების მსგავსად.

მაგ.; teilnehmen

Alle nehmen an dieser Arbeit teil. ამ სამუშაოში ყველა მონაწილეობს.
Alle nahmen an dieser Arbeit teil. ამ სამუშაოში ყველა მონაწილეობდა.
Nehmt an dieser Arbeit teil ! (ყველამ) მიიღეთ მონაწილეობა ამ სამუშაოში !

.........................................................................................

მაგ.; stehenbleiben

Wir bleiben vor einem schönen Gebäude stehen. ჩვენ ვჩერდებით ერთი შენობის წინ.
Wir blieben vor einem schönen Gebäude stehen. ჩვენ შევჩერდით ერთი შენობის წინ.
Bleibt vor diesem schönen Gebäude stehen ! შეჩერდით ამ მშვენიერი შენობის წინ !
ძირითადი (ანუ სრულმნიშვნელოვანი) და დამხმარე ზმნები
რედაქტირება
სრულმნიშვნელოვანი ზმნები (Vollverben)
რედაქტირება

ძირითადი ანუ სრულმნიშვნელოვანი ზმნები აღნიშნავენ მოქმედებას ან საგნის მდგომარეობას.

Wir fahren nach Trier. ჩვენ ტრირში მივდივართ.
Meine Freunde interessieren sich für Kunst und Literatur. ჩემი მეგობრები ხელოვნებითა და ლიტერატურით არიან დაინტერესებული.
დამხმარე ზმნები (Hilfsverben)
რედაქტირება

დამხმარე ზმნებს მხოლოდ რთული ზმნური ფორმების შესადგენად გამოიყენებენ. ეს ზმნების haben, sein და werden.

Er ist Politikwissenschaftler. ის კაცი პოლიტოლოგი არის.
Sie war Literaturwissenschaflterin. ის ქალი ლიტერატურის მკვლევარი იყო.
Im nächsten Jahr wird sie Lehrerin. მომავალ წელს ის ქალი მასწავლებელი გახდება.

რთულ დროებში ამ ზმნებს უკვე ეკარგებათ (haben — ქონა/ყოლა რაიმესი ან ვინმესი, sein — ყოფნა და werden — გახდომა) თავიანთი თავდაპირველი ძირითადი მნიშვნელობა და იძენენ ე.წ. გრამატიკულ მნიშვნელობას დროის ფორმათა შესაბამისად.

ზმნები haben და sein ნამყო სასაუბროსა (პერფექტი) და წინარე წარსულის (პლუსკვამპერფექტი) საწარმოებლად გამოიყენება.

ზმნა werden გამოიყენება მომავალი დროის ფორმების — ფუტურუმ პირველისა და ფუტურუმ მეორის, ასევე ვნებითი გვარის (პასივი) ფორმების საწარმოებლად.

ზმნები haben, sein და werden ძირითადი, მთავარი მნიშვნელობით გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ახლავთ მიმღეობითი (პარტიციპ II) ანდა ინფინიტივური (ზმნის საწყისი, განუსაზღვრელი) ფორმა.

სუსტი, ძლიერი და უწესო ზმნები
რედაქტირება

უღლების ტიპის მიხედვით გერმანულ ენაში ზმნები დაიყოფიან სუსტ, ძლიერ და უწესო ტიპებად.

სუსტი ზმნები (Die schwachen Verben)
რედაქტირება

თანამედროვე გერმანულ ენაში სუსტი ზმნები შეადგენენ ზმნათა ყველაზე გავრცელებულ ტიპს. სუსტი ზმნების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, რადგან ახლადდამკვიდრებული ზმნები სამ ძირითად ფორმას სუსტად იწარმოებენ.

filmen — ფილმის გადაღება.
funken — რადირება.
radeln — ველოსიპედით გავლა, სიარული.
entminen — განაღმვა.

მოცემული ზმნები შედარებით ახალი ზმნებია და შესაბამისად სამ ძირითად ფორმას სუსტად იწარმოებენ.

filmen - filmte, funken - funkte და ა.შ..

გერმანულ სუსტ ზმნებს შემდეგი ნიშნები ახასიათებთ:

1. ფუძისეული ხმოვანი არ იცვლება;
2. იმპერფექტი იწარმოება სუფიქსის მეშვეობით -(e)te;
3. პარტიციპ მეორე იწარმოება ge- თავსართისა და -(e)t ბოლოსართის დართვით.

თავსართ ge- ს არ დაირთავენ მხოლოდ ის ზმნები, რომლებიც ინფინიტივში ieren-ზე ბოლოვდებიან. მაგ.; gratulieren, kondolieren და ა.შ.. ანუ ინფინიტივში -ieren -ზე დაბოლოებული ზმნები მხოლოდ - t ბოლოსართს დაირთავენ.
მაგ.;

Infinitiv: mach-en, arbeit-en
Imperfekt : mach-te, arbeit-ete
Partizip II: ge-mach-t, ge-arbeit-et

სუფიქსები -(e)te და -(e)t გამოიყენება იმ ზმნებში, რომელთა ფუძეები ბოლოვდება შემდეგნაირად; d, t, m, n ან dm, dn, tm, tn, ასევე gn, chn, ffn.

საწყისი (განუს.) ფორმა იმპერფექტი პარტიციპ II დამხმარე ზმნა მნიშვნელობა
bad-en bad-ete ge-bad-et haben ბანაობა.
arbeit-en arbeit-ete ge-arbeit-et haben მუშაობა.
widm-en widm-ete ge-widm-et haben მიძღვნა.
atm-en atm-ete ge-atm-et haben სუნთქვა.
ordn-en ordn-ete ge-ordn-et haben წესრიგში მოყვანა რამესი.
begegn-en begegn-ete be-gegn-et sein შეხვედრა.
zeichn-en zeichn-ete ge-zeichn-et haben ხატვა.
öffn-en öffn-ete ge-öffn-et haben გაღება.
ძლიერი ზმნები (Die starken Verben)
რედაქტირება
საწყისი (განუს.) ფორმა იმპერფექტი პარტიციპ II დამხმარე ზმნა მნიშვნელობა
ei ie (i) ie (i) haben ან sein ძირითადი ვალენტობით
bleiben blieb geblieben sein დარჩენა: დარჩე რამედ ან როგორც "-".
scheinen schrien geschrienen haben ნათება: განათება რაიმესი, ანათებდე რამეს.
schreiben schrieb geschrieben haben წერა, დაწერა: წერდე (ვინმეს) რამეს.
schreien schrie geschrien haben დაყვირება, ყვირილი: (გაჰ)ყვიროდე (რამეს).
steigen stieg gestiegen sein ასვლა. მაღლა ასვლა: ადიოდე.
schweigen schwieg geschwiegen haben გაჩუმება, დუმილი: დუმდე.
treiben trieb getrieben haben თრევა, წევა; ეწეოდე რამეს (მაგ. სპორტს).
greifen griff gegriffen haben ხელთება, ხელში დაკავება/დაჭერა.
leiden litt gelitten haben ტანჯვა, წუხილი: იტანჯებოდე.
streiten stritt gestritten haben კამათი: ეკამათებოდე ვინმეს.
უწესო ზმნები (Die unregelmäßigen Verben)
რედაქტირება
1. უწესო ზმნებს უწოდებენ ზმნებს, რომლებიც სამი ძირითადი ფორმის წარმოებისას ძლიერ ზმნებსაც ჰგვანან და სუსტებსაც. უწესო ზმნები იმპერფექტსა და პარტიპ მეორეში ფუძისეული e ხმოვანი იცვლება a ხმოვნით. ზოგ შემთხვევაში წესიდან გადახრები შეინიშნება ამ ზმნების პრეზენსში უღლებისასაც.
უწესო ზმნები
საწყისი (განუს.) ფორმა იმპერფექტი პარტ. II დამხმარე ზმნა მნიშვნელობა
kenn-en kann-te ge-kann-t haben ცოდნა. ცნობა; გეცნობოდეს რამე.
nenn-en nann-te ge-nann-t haben დასახელება.
brenn-en brann-te ge-brann-t haben წვა.
renn-en rann-te ge-rann-t sein გაქცევა, (გა)რბენა.
wend-en wand-te ge-wand-t haben მობრუნება.
send-en sand-te ge-sand-t haben გაგზავნა.
denk-en dach-te ge-dach-t haben ფიქრი: ფიქრობდე რამეს, გეგონოს რამე.

ყურადღება მიაქციეთ თანხმოვანთა ცვალებადობასაც სიტყვაში denken.

ზმნებს wenden და senden გააჩნიათ პარალელური (სუსტი) ფორმები სამი ძირითადი ფორმის წარმოებისას.

wend-en, wend-ete, ge-wend-et — შემობრუნება.
send-en, send-ete, ge-send-et — 1. გაგზავნა; 2. ტრანსლირება. ტრანსლირების მნიშვნელობით გამოიყენება მხოლოდ ეს ფორმა.
2. უწესო ზმნებს მიაკუთვნებენ მოდალურ ზმნებსაც:
wollen — სურვილი, ნდომა: გამოიყენება, როდესაც რამეს ქმნის განზრახვა მხოლოდ სუბიექტისგან მომდინარეობს.
müssen — ზოგადი ან გარედან შემოსული აუცილებლობა: გამოიყენება, როდესაც რამე აუცილებლადაა გასაკეთებელი.
sollen — შინაგანი ვალდებულება: გამოიყენება, როდესაც რამის გაკეთება არაა დიდ აუცილებლობასთან დაკავშირებული და შეიძლება მხოლოდ საკუთარი სურვილის შემთხვევაში გაკეთდეს.
können — შეძლება: შეიძლო ან ძალ-იდო რამე, გამოიყენება ასევე ცოდნის (მაგ. ენის დაუფლების) მნიშვნელობითაც.
dürfen — ნებართვის ან უფლების ქონა: გამოიყენება თავაზიანობის, მოკრძალების, თავდაჭერილობის გამოსახატავად.
mögen — სურვილი, ნდომა: გინდოდეს რამე, გსურდეს რამე ასევე გიყვარდეს. კავშირებით კილოში (კონიუნქტივში) მყოფი ეს მოდალური ზმნა (möchte-ფორმა ) იძენს მოკრძალებული სურვილის მნიშვნელობას.
wissen — ცოდნა: იცოდე, გაგეგებოდეს რამე. ეს ზმნა ხშირად დგას მოდალურობის და არამოდალურობის ზღვარზე. მას ბევრი მოდალურ ზმნებს არც მიათვლის.

ამ ზმნების სამ მთავარი ფორმის წარმოებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

ა) იმპერფექტისა და პარტიციპ II-ს წარმოება სუსტი ზმნების მსგავსად.
ბ) ზმნებს müssen, können, mögen, dürfen ეკარგებათ უმლაუტი იმპერფექტსა და პარტიციპ II-ში.
მოდალური ზმნები - სამ ძირითად ფორმაში -
ინფინიტივი იმპერფექტი პარტ. II შენიშვნა
1. wollen wollte gewollt
2. müssen mußte gemußt ახლა მართლწერით ასევე musste, gemusst
3. sollen sollte gesollt
4. können konnte gekonnt
5. dürfen durfte gedurft
6. mögen mochte gemocht ხშირ გამოყენებაში ამ მოდალ. ზმნის კავშირებითი ფორმა, რომელიც ზმნა „ნდომას“ მოკრძალებულობის ელფერს ანიჭებს. ქართულში ამ ფორმის გადმოტანისას ხშირად მიმართავენ სტილისტურად სათუო წარსულ ფორმას „მინდოდა“.
7. wissen wußte gewußt ახლა მართლწერით ასევე wusste, gewusst.

უკლებლივ ყველა მოდალური ზმნა დამხმარე ზმნად მოითხოვს haben-ს.

ყურადღება მიაქციეთ თანხმოვნების ცვალებადობას (g = > ch ), ზმნაში mögen ხოლო ხმოვნის ცვალებადობას (i => u) ზმნაში wissen.

3. უწესო ზმნებს ასევე მიაკუთვნებენ sein — ყოფნა, haben — ქონა/ყოლა, werden — გახდომა, stehen — დგომა, gehen — (წა)სვლა, tun - ქმნა, bringen — მიტანა.
ინფინიტივი იმპერფექტი პარტიციპ II დამხმარე ზმნა შენიშვნა
1. sein war gewesen sein სამი ძირითადი ფორმა სრულიად ურთიერთგანსხვავებულია.
2. haben hatte gehabt haben b ვარდება იმპერფექტში
3. gehen ging gegangen sein იმპერფექტში ng
4. stehen stand gestanden sein იმპერფექტში nd
5. werden wurde/ward geworden/worden sein პარტიციპ II-ში ორი პარალელური ფორმაა. ward არქაული ფორმაა. გვხვდება ძველ ტექსტებში ასევე თანამედროვე პოეტურ ნაწარმოებებში.

ფორმა geworden გამოიყენება მხოლოდ თვითონ ზმნა werden-ის პერფექტსა და პლუსკვაში.
Er ist Arzt geworden — ის კაცი ექიმი გახდა
ძველი ფორმა worden გამოიყენება პასივში.
Das Haus ist (war) renoviert worden — სახლი გარემონტდა

6. tun tat getan sein -
7. bringen brachte gebracht sein ძლიერი ზმნების მსგავსი ხმოვნის ცვალებადობა პლუს სუსტი ზმნების მსგავსი სუფიქსაცია სამ ძირითად ფორმაში.
პირიანი და უპირო (პირნაკლი) ზმნები
რედაქტირება
პირიანი ზმნები (Persönliche Verben)
რედაქტირება
1. პირიანი ზმნები (Persönliche Verben) შეიძლება გამოიყენებდნენ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვების სამივე პირში.
Ich singe gern. სიამოვნებით ვმღერი. / სიმღერა მიყვარს.
Du singst gern. სიამოვნებით მღერი. / სიმღერა გიყვარს.
Er singt gern. სიამოვნებით მღერის. / სიმღერა უყვარს.
Wir singen gern. სიამოვნებით ვმღერით. / სიმღერა გვიყვარს.
უპირო (პირნაკლი) ზმნები (Unpersönliche Verben)
რედაქტირება
2. უპირო (პირნაკლ) ზმნებს (Unpersönliche Verben) მხოლოდ მხოლობითი რიცხვის მე-3 პირი გააჩნიათ და გამოიყენებიან პირნაკლ ნაცვალსახელ es-თან ერთად ყველა დროის ფორმაში.

პირნაკლი ზმნები ძირითადად გამოხატავენ ბუნების მოვლენებს.

Es taut — თოვლი დნება./ყინვა დნება.

ამ ტიპის ყველა გერმანულ წინადადებაში ქვემდებარის ნაცვლად პირნაკლი ნაცვალსახელი es გამოიყენება, რომელი ქართული ენაში არ არსებობს.

Es dunkelt — ბნელდება. ღამდება.
Es regnet — წვიმს.
Es donnert — ავდრდება.
Es schneit — თოვს.
Es blitzt — ელავს.
Es hagelt — სეტყვაა. სეტყვავს.
3. არის ზმნები, რომლებიც პირიანიცაა და უპიროც (პირნაკლიც).

შეადარეთ;
geben

Er gibt mir sein Heft — ის (მამრი) თავის რვეულს მაძლევს.
Es gibt viele schöne Blumen in diesem Garten — ამ ბაღში ბევრი ლამაზი ყვავილია.

stehen

Der Schüler steht an der Tafel und antwortet — მოსწავლე ბიჭუნა დაფასთან დგას და პასუხს იძლევა.
Wie steht es mit deiner Arbeit? — როგორაა შენი სამუშაოს/შრომის ამბავი?

gehen

Morgens gehen die Kinder zur Schule — დილით მოსწავლეები სკოლაში მიდიან.
Wie geht es dir? — როგორა ხარ?

თუმცა ზმნის მნიშვნელობა არც იცვლება.
მაგ.;

Der Vorsitzende läutet — თავმჯდომარე ზარს რეკავს.
Es läutet — ზარი ირეკება.
გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები
რედაქტირება

ზმნათა გარდამავლობა და გარდაუვლობა გერმანულსა და ქართულ ენებში განსხვავდება ერთმანეთისაგან.

გარდამავალი ზმნები (Transitive Verben)
რედაქტირება

გერმანულ ენაში გარდამავალი ზმნები მოითხოვენ პირდაპირ დამატებას, ანუ გერმანული გარდამავალი ზმნის პირდაპირი დამატება ყოველთვის ბრალდებით ბრუნვაში დგას წინდებულის გარეშე:

In Luxemburg besuchten die deutschen Touristen aus benachbarten Trier mehrere Museen. (was?)
ლუქსემბურგში გერმანელმა ტურისტებმა მეზობელი ტრირიდან მრავალი მუზეუმი მოინახულეს.
Der Enkel besuchte seinen kranken Großvater. (wen?)
შვილიშვილმა ავადმყოფი ბაბუა მოინახულა.
სხვა ყველა დანარჩენი ზმნა გერმანულში გარდაუვალია.
გარდაუვალი ზმნები (Intransitive Verben)
რედაქტირება

გარდაუვალი ზმნების შემდეგ დამატება დგას;

ა.) მიცემით ბრუნვაში ან ნათესაობით ბრუნვაში უწინდებულოდ.
ბ.) მიცემით ბრუნვაში ან ბრალდებით ბრუნვაში წინდებულიანად.

მაგ.;

Die Kinder halfen der Mutter (wem?)
ბავშვები დედას მიეხმარნენ/ეხმარებოდნენ.
Wir sprachen mit unseren Kameraden (mit wem?)
ჩვენ ჩვენს ამხანაგებს გავესაუბრეთ/ვესაუბრებოდით.
Er blickte erstaunt auf den Fremden (auf wen?)
მან გაკვირვებით შეხედა უცხოს./ის გაკვირვებით უყურებდა უცხოს.

გარდაუვალ ზმნებს მიეკუთვნება აგრეთვე უკუქცევითნაცვალსახელიანი (sich-იანი) ზმნები.

Er verabschiedete sich von seinen Eltern. (von wem?)
ის თავის მშობლებს დაემშვიდობა.
Die Schüler interhielten sich mit dem Lehrer über den internationalen Abend. (worüber?)
მოსწავლეები მასწავლებელს ინტერნაციონალური საღამოს შესახებ ესაუბრებოდნენ.

(!) გარდა ამისა, გარდაუვალ ზმნებს მიათვლიან აგრეთვე იმ ზმნებსაც, რომლებიც არანაირ დამატებას არ მოითხოვენ. (!)
მაგ.;

Er schläft fest.
მას ღრმა ძილით ძინავს.

ზმნის ძირითადი ფორმები

რედაქტირება

გერმანულ ზმნას აქვთ სამი ძირითადი ფორმა:

  1. საწყისი (განუსაზღვრელი) ფორმა - Der Infinitiv I Aktiv
  2. ნამყო თხრობითი - Das Präteritum Aktiv
  3. მიმღეობა II - Das Partizip II

Infinitiv-ი არის ზმნის საწყისი, ანუ განუსაზღვრელი ფორმა.

Präteritum-ს სუსტი უღლების ზმნები იწარმოებენ ფუძეზე -te ბოლოსართის დართვით:

fragen - fragte
sammeln - sammelte

ხოლო ძლიერი უღლების ზმნები Präteritum-ში დაბოლოებას არ იღებენ და ფუძისეულ ხმოვანს იცვლიან:

schreiben - schrieb
spechen - sprach

Das Partizip II-ს სუსტი უღლების ზმნები აწარმოებენ ფუძეზე ge- თავსართისა და -(e)t ბოლოსართის დართვით:

fragen - fragte - gefragt
baden - badete - gebadet

ძლიერი ზმნები Partizip II-ში ზოგჯერ კიდევ ერთხელ იცვლიან ფუძისეულ ხმოვანს და ge-en თავსართ-ბოლოსართს დაირთავენ:

schreiben - schrieb - geschrieben
sprechen - sprach - gesprochen
გარდა ამისა, თავსართმოუცილებადი ზმნები (არც ძლიერი, ან უწესო, არც სუსტი) პარტიციპ II-ში არ დაირთავენ ge- პრეფიქსს.

ზმნის დრო

რედაქტირება

თხრობითი და კავშირებითი კილოსათვის გერმანულ ზმნას აქვს 6 დრო: ახლანდელი (Präsens), ნამყო თხრობითი (Präteritum), ნამყო სასაუბრო (Perfekt), ნამყო წინარე (Plusquamperfekt), მყოფადი I (Futurum I), მყოფადი II (Futurum II)

ახლანდელი დრო (Präsens)
რედაქტირება

ზმნა ახლანდელ დროში, გამოხატავს საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას, რომელიც საუბრის მომენტში, აწმყოში ხდება:

Ich lese das Buch - მე ვკითხულობ წიგნს

Präsens-ი იწარმოება ზმნის Infinitiv-ის ფუძეზე პირის ნიშნების დართვით. Infinitiv-ის ფუძე მივიღებთ, თუ ზმნას ჩამოვაცილებთ -n, ან -en დაბოლოებას:

machen - mach-en, schreiben - schreib-en.

უღლებისას ზმნა დაირთავს შემდეგ პირის ნიშნებს:

ich - e
du - (e)st
er, sie, es, - (e)t
wir - en
ihr - (e)t
sie, Sie - en

მაგალითად ზმნა machen (კეთება) იუღლება ასე:

ich - mache
du - machst
er, sie, es, - macht
wir - machen
ihr - macht
sie, Sie - machen
ნამყო თხრობითი (Präteritum)
რედაქტირება

Präteritum-ი გამოიყენება წარსულში მომხდარი ამბის გადმოსაცემად, მოსაყოლად. მისთვის დამახასიათებელია წარსულში დაუსრულებელი მოქმედების აღნიშვნა:

Ich las das Buch — მე ვკითხულობდი წიგნს

ზმნის პრეტერიტუმში უღლებისთვის მის მეორე ძირითად ფორმას (იხ. ზმნის სამი ძირითადი ფორმა) უნდა დავურთოთ პირის ნიშნები:

ich - ”-”
du - st
er, sie, es, - ”-”
wir - en
ihr - t
sie, Sie - en

მაგალითად ზმნა wohnen (ცხოვრება):

ich - wohte
du - wohntest
er, sie, es, - wohnte
wir - wohnten
ihr - wohntet
sie, Sie - wohnten
ნამყო სასაუბრო (Perfekt)
რედაქტირება

Perfekt-ი გამოიყენება წარსულში მომხდარი, უკვე დასრულებული მოქმედების გადმოსაცემად.

Ich habe ein Buch gekauft — მე ვიყიდე წიგნი

Perfekt-ი იწარმოება საუღლებელი ზმნის Partizip-II-ით (იხ. ზმნის სამი ძირითადი ფორმა) და დამხმარე ზმნის sein-ის ან haben-ის Präsens-ით. იუღლება მხოლოდ დამხმარე ზმნა, ხოლო საუღლებელი ზმნის Partizip-II უცვლელი რჩება და წინადადების ბოლოში გადადის:

Ich habe gelesen — მე წავიკითხე
მწვანე - დამხმარე ზმნა; წითელი - საუღლებელი ზმნა

მაგალითად sein-ით იწარმოება ზმნა kommen (მოსვლა):

ich - bin gekommen
du - bist gekommen
er, sie, es, - ist gekommen
wir - sind gekommen
ihr - seid gekommen
sie, Sie - sind gekommen

ხოლო haben-ით იწარმოება ზმნა wollen (სურვილი):

ich - habe gewollt
du - hast gewollt
er, sie, es, - hat gewollt
wir - haben gewollt
ihr - habt gewollt
sie, Sie - haben gewollt

Perfekt-ი haben-ით იწარმოება, თუ საუღლებელი ზმნა:

  1. არის გარდამავალი — nehmen, sagen, schreiben
  2. არის უკუქცევითი — sich erholen, sich anziehen,
  3. მოდალური — wollen, sollen, müssen...
  4. გარდაუვალი ზმნები, რომლებიც საგნის უძრაობას გამოხატავენ — liegen, stehen, arbeiten,
  5. უპირო ზმნები — regnen, donnern, blitzen...
  6. და თვითონ haben

ხოლო sein-ით იწარმოება:

  1. გარდაუვალი ზმნები რომლებიც საგნის გადაადგილებას გამოხატავენ — gehen, kommen, fahren,
  2. გარდამავალი ზმნები, რომლებიც მდგომარეობის შეცვლეს გამოხატავენ — aufstehen, sterben,
  3. დამხმარე ზმნები — sein და werden
  4. ზმნები — bleiben, begegnen, geschehen, gelingen, passieren, folgen, fallen და სხვა.
ნამყო წინარე (Plusquamperfekt)
რედაქტირება

Plusquamperfekt გამოიყენება წარსულში მომხდარი ამბის გადმოსაცემად, რომელიც უკვე დასრულებული იყო, ვიდრე მეორე მოქმედება დაიწყებოდა წარსულშივე. მეორე მოქმედება Präteritum-ით გამოიხატება.

Der Zug war schon abgefahren, als ich zum Bahnhoh kam — მატარებელი უკვე წასული იყო, როდესაც მე სადგურში მივედი.

Plusquamperfekt-ი იწარმოება დამხმარე ზმნების sein-ისა და haben-ის Präteritum-ით და საუღლებელი ზმნის Partizip-II-თი. haben-ისა და sein-ის შერჩევის წესი იგივეა, რაც Perfekt-ის შემთხვევაში:

haben
ich - hatte gewollt
du - hattest gewollt
er, sie, es, - hatte gewollt
wir - hatten gewollt
ihr - hattet gewollt
sie, Sie - hatten gewollt
sein
ich - war gekommen
du - warst gekommen
er, sie, es, - war gekommen
wir - waren gekommen
ihr - wart gekommen
sie, Sie - waren gekommen
მყოფადი I (Futurum-I)
რედაქტირება

Futurum-I იხმარება იმ ამბის გადმოსაცემად, რომელიც მომავალში რეალურად უნდა შესრულდეს. Futurum I იწარმოება დამხმარე ზმნის werden-ის Prasens-ითა და საუღლებელი ზმნის Infinitiv I-ით. დამხმარე ზმნა იუღლება, საუღლებელი ზმნის Infinitiv I კი უცვლელად წინადადების ბოლოში გადადის.

ich - werde kommen
du - wirst kommen
er, sie, es, - wird kommen
wir - werden kommen
ihr - werdet kommen
sie, Sie - werden kommen
მყოფადი II (Futurum-II)
რედაქტირება

Futurum-II იხმარება მომავალ დროში სავარაუდოდ შერულებული, დასრულებული მოქმედების აღსანისნავად. Futurum-II იწარმოება დამხმარე ზმნის werden-ის Prasens-ითა და საუღლებელი ზმნის Infinitiv II-თი. (Infinitiv II იწარმოება საუღლებელი ზმნის Partizip II-ითა და დამხმარე ზმნებით haben ან sein. მაგ: lesen - gelesen haben; kommen - gekommen sein).

ich - werde gekommen sein
du - wirst gekommen sein
er, sie, es, - wird gekommen sein
wir - werden gekommen sein
ihr - werdet gekommen sein
sie, Sie - werden gekommen sein

ბრუნება, ბრუნვები

რედაქტირება

გერმანულ ენაში არის ოთხი ბრუნვა:

გერმანულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში უმეტესწილად ლათინური ტერმინოლოგია გამოიყენება. არსებულ გერმანულ შესატყვისებს ძირითადად სკოლაში, ისიც მე-4 კლასამდე სწავლობენ, თუმცა ორივეს ცოდნა აუცილებლად მიიჩნევა..

  1. სახელობითი ბრუნვა — (r) Nominativ, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Werfall, ამ ბრუნვის კითხვებია: wer? (ვინ?), was? (რას?)
  2. ნათესაობითი ბრუნვა — (r) Genitiv, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Wesfall, ამ ბრუნვის კითხვაა: wessen? (ვისი?, რისი?).
  3. მიცემითი ბრუნვა — (r) Dativ, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Wemfall, ამ ბრუნვის კითხვაა: wem? (ვის?, რას?)
  4. ბრალდებითი ბრუნვა – (r) Akkusativ, ანუ გერმანული ტერმინოლოგიით (r) Wenfall. ამ ბრუნვის კითხვებია: wen? (ვის?), was? (რას?)
  • გერმანულ ენაში იბრუნვის არტიკლი, არსებითი სახელი და ზედსართავი სახელი. არსებით სახელსა და ზედსართავ სახელს სამ-სამი ბრუნების ტიპები აქვთ.

არტიკლი და მისი ბრუნება

რედაქტირება

არტიკლი (der Artikel, das Geschlechtswort) გერმანულ ენაში დამხმარე მეტყველების ნაწილია. არტიკლი თითქმის ყოველთვის (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა) თან ახლავს არსებით სახელს და გამოხატავს, ან აზუსტებს არსებითი სახელის სქესს, რიცხვსა და ბრუნვას. საერთოდ, არტიკლი გერმანულში ორგვარია:

  1. განსაზღვრული (der bestimmte Artikel) და
  2. განუსაზღვრელი (der unbestimmte Artikel).

გრამატიკული სქესის მიხედვით, გერმანულ ენაში არტიკლი, განსაზღვრულია იგი, თუ განუსაზღვრელი, სამია:

  1. მამრობითი,
  2. მდედრობითი და
  3. საშუალო.
მხოლობითი რიცხვის განსაზღვრული არტიკლებია.
მამრობითი სქესისთვის: der
მდედრობითი სქესისთვის: die
საშუალო სქესისთვის: das
  • მრავლობით რიცხვის განსაზღვრული არტიკლი არის die.
  • უარყოფისას განსაზღვრულარტიკლიანი სუბიექტ-ობიექტების არსებობის შემთხვევაში, ხშირად მიმართავენ ზმნურ (ე.წ. nicht-იან) უარყოფას.
მხოლობითი რიცხვის განუსაზღვრელი არტიკლებია.
მამრობითი სქესისთვის: ein
მდედრობითი სქესისთვის: eine
საშუალო სქესისთვის: ein
  • მხოლობითი რიცხვში, როდესაც პირველად ვახსენებთ არსებით სახელს, მას აუცილებლად განუსაზღვრელ არტიკლს დავურთავთ-ხოლმე, ხოლო, თუ მას თან ახლავს ზედსართავიც, მაშინ ზედსართავი სახელის შერეული ბრუნება ხდება საჭირო.
  • განუსაზღვრელი არტიკლის სემანტიკური ფუნქციით მრავლობით რიცხვში მყოფი არსებითი სახელი უარტიკლოდ იხმარება, ხოლო თუ ასეთ არსებით სახელს ზედსართავიც თან ახლავს, მაშინ ზედსართავი სახელის ძლიერი ბრუნება ხდება საჭირო.
  • მრავლობით რიცხვში გერმანულ ენას განუსაზღვრელი არტიკლი არ გააჩნია.
ამის გამო
  • თუ მრავლობით რიცხვში მყოფ სიტყვას პირველად ვახსენებთ, მაშინ ამ სიტყვას არტიკლი არ სჭირდება.
  • განუსაზღვრელარტიკლიანი სიტყვა უარიყოფა ფორმით kein.
ანუ თუ სიტყვა არის
- მამრობითი სქესისა უარვყოფთ kein-ით.
- მდედრობითი სქესისა - keine-თი.
- საშუალო სქესისა - kein-ით
- მრავლობით რიცხვში მყოფი სიტყვა კი ისევ keine-თი უარიყოფა.

არტიკლის ბრუნება

რედაქტირება
განსაზღვრული არტიკლი
Singular
Plural
Nominativ
Genitiv
Dativ
Akkusativ
der
des
dem
den
die
der
der
die
das
des
dem
das
die
der
den
die
განუსაზღვრელი არტიკლი
Singular
Nominativ
Genitiv
Dativ
Akkusativ
ein
eines
einem
einen
eine
einer
einer
eine
ein
eines
einem
ein
უარყოფითი არტიკლი
Singular
Plural
Nominativ
Genitiv
Dativ
Akkusativ
kein
keines
keinem
keinen
keine
keiner
keiner
keine
kein
keines
keinem
kein
keine
keiner
keinen
keine

არსებითი სახელი და მისი რიცხვი

რედაქტირება

არსებითი სახელი არის მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგანს. გერმანულ ენაში არსებითი სახელები იყოფა მამრობითი (maskulinum), მდედრობითი (femininum) საშუალო (neutrum) სქესიც სახელებად. არსებითი სახელის სქესი მხოლობით რიცხვში გამოიხატება სქესის შესაბამისი არტიკლით(der, die, das), ხოლო მრავლობითში სქესი არ ჩანს (die).

  • არსებით სახელს აქვს ორი რიცხვი: მხოლობითი და მრავლობითი. მრავლობით რიცხვში ყველა არსებითი სახელის არტიკლია die. გარდა ამისა, ზოგიერთი არსებითი სახელი დაირთავს სუფიქსს, ზოგი იცვლის ფუძისეულ ხმოვანს. უმეტეს სახელის ფუძეს, მრავლობითში გადაყვანისას, -en/-n, ან -e ბოლოსართი ემატება:
der Staat - die Staaten
die Wand - die Wände
die Tafel - die Tafeln

(არსებითი სახელის) მდედრობითი ბრუნება

რედაქტირება

მდედრობით ანუ ნულოვან ბრუნებას ეკუთვნის მდედრობითი სქესის ყველა არსებითი სახელი (die). მათ მხოლობით რიცხვში არა აქვთ დაბოლოება, ეცვლებათ მხოლოდ არტიკლი (არტიკლის ბრუნების წესის მიხედვით). მრავლობითში კი დაირთავენ –e, -n ან -en დაბოლოებას, ფუძისეული ხმოვანი ზოგჯერ დაირთავს უმლაუტს":

Singular
Plural
N.
G.
D.
A.
die Frau
der Frau
der Frau
die Frau
die Frauen
der Frauen
den Frauen
die Frauen

არსებითი სახელის სუსტი ბრუნება

რედაქტირება

სუსტად იბრუნვის მხოლოდ სულიერი საგნის აღმნიშვნელი მამრობითი სქესის (der) არსებითი სახელები. სუსტი ბრუნების დროს არსებითი სახელი, გარდა მხოლობითი რიცხვის Nominativ-ისა, ყველგან დაირთავს -(e)n დაბოლოებას:

Singular
Plural
N.
G.
D.
A.
der Junge
des Jungen
dem Jungen
den Jungen
die Jungen
der Jungen
den Jungen
die Jungen

არსებითი სახელის ძლიერი ბრუნება

რედაქტირება

ძლიერ ბრუნებას მიეკუთვნება ყველა საშუალო სქესის სახელი (das), გარდა das Herz-ისა და მამრობითი სქესის ის არსებითი სახელები, რომლებიც სუსტად არ იბრუნვიან. ძლიერად ბრუნებისას არსებითი სახელი Genitiv-ში იღებს -s, an -es დაბოლოებას:

Singular
Plural
N.
G.
D.
A.
das Buch
des Buches
dem Buch
das Buch
die Bücher
der Bücher
den Büchern
die Bücher

ზედსართავი სახელი (Das Adjektiv)

რედაქტირება

ზედსართავი სახელი არის საგნის, თვისების ან ნიშნის გამომხატველი სიტყვა. იგი პასუხობს კითხვაზე wie? (როგორი?). მას ასევე ახასიათებს სქესის, რიცხვისა და ბრუნვის კატეგორიები, რადგანაც ის არსებით სახელთან დგას და მასთან ერთად იბრუნვის. ზედსართავ სახელს აქვს სრული და უსრული ფორმები. სრული ფორმით ზედსართავი სახელი ახლავს არსებითს, როგორც მისი ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვა. იგი არტიკლსა და არსებით სახელს შორის დგას და იცვლება არსებით სახელთან ერთად:

Dort steht ein schwarzer Tisch — იქ დგას შავი მაგიდა (მამრ. სქ; სახელობითი ბრუნვა).
Dort hängt eine schwarze Tafel — იქ კიდია შავი დაფა (მდედრ. სქ; სახელობითი ბრუნვა).
Dort stehen schwarze Tische — იქ დგანან შავი მაგიდები (მრავლ. რიცხვი, სახელობითი ბრუნვა).

მოკლე ფორმით ზედსართავი სახელი არ ახლევს არსებითს. იგი წარმოადგენს სახელადი შემასმენლის სახელად ნაწილს და არ იბრუნვის.

Die Aufgabe ist schwer — დავალება რთულია.

ზედსართავი სახელის ძლიერი ბრუნება (Die starke Deklination der Adjektive)

რედაქტირება

ძლიერ ბრუნებას ზედსართავი სახელი განიცდის იმ შემთხვევაში, როდესაც არსებით სახელს წინ არტიკლი არ ახლავს. ამ შემთხვევაში ზედსართავი სახელი ბრუნებისას თავად იღებს არტიკლის დაბოლოებებს.

გამონაკლისი: ნათესაობით ბრუნვაში (Genitiv) მხოლობით რიცხვში მამრობითი და საშუალო სქესის შემთხვევაში თანამედროვე გერმანულში ტენდენციურად დაბოლოება „-en“ გვხდება (არტიკლების der და das ნათესაობითი ბრუნვის საერთო ფორმის des–ს შესატყვისი დაბოლოება "-es"–ს ნაცვლად):

მამრობითი სქესი, ზედსართავი სახელი groß „დიდი“, არსებითი სახელი Mann „კაცი“:

Singular
Plural
N.
G.
D.
A.
großer Mann
großen Mannes
großem Mann
großen Mann
große Männer
großer Männer
großen Männern
große Männer

მდედრობითი სქესი, ზედსართავი სახელი schön „ლამაზი“, არსებითი სახელი Frau „ქალი“:

Singular
Plural
N.
G.
D.
A.
schöne Frau
schöner Frau
schöner Frau
schöne Frau
schöne Frauen
schöner Frauen
schönen Frauen
schöne Frauen

საშუალო სქესი, ზედსართავი სახელი klein „პატარა“, არსებითი სახელი Kind „ბავშვი“:

Singular
Plural
N.
G.
D.
A.
kleines Kind
kleinen Kindes
kleinem Kind
kleines Kind
kleine Kinder
kleiner Kinder
kleinen Kindern
kleine Kinder

ზედსართავი სახელის სუსტი ბრუნება (Die schwache Deklination der Adjektive)

რედაქტირება

სუსტ ბრუნებას ზედსართავი სახელი განიცდის იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითი სახელი განსაზღვრული არტიკლით (ასევე ჩვენებითი ნაცვალახელებით, მაგ. dies "ეს") იხმარება. ამ შემთხვევაში ზედსართავი სახელი მხოლობითი რიცხვის სხვადასხვა ბრუნვაში დაბოლოებებს "-e" ან "-(e)n", ხოლო მრავლობითი რიცხვის ყველა ბრუნვაში დაბოლოებას "-(e)n" დაირთავს:


მამრობითი სქესი:

Singular
Plural
N.
G.
D.
A.
der große Mann
des großen Mannes
dem großen Mann
den großen Mann
die großen Männer
der großen Männer
den großen Männern
die großen Männer

მდედრობითი სქესი:

Singular
Plural
N.
G.
D.
A.
die schöne Frau
der schönen Frau
der schönen Frau
die schöne Frau
die schönen Frauen
der schönen Frauen
den schönen Frauen
die schönen Frauen

საშუალო სქესი:

Singular
Plural
N.
G.
D.
A.
das kleine Kind
des kleinen Kindes
dem kleinen Kind
das kleine Kind
die kleinen Kinder
der kleinen Kinder
den kleinen Kindern
die kleinen Kinder

ზედსართავი სახელის შერეული ბრუნება (Die gemischte Deklination der Adjektive)

რედაქტირება

შერეულ ბრუნებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებით სახელს წინ განუსაზღვრელი არტიკლი ახლავს, აქედან გამომდინარე, ის მხოლოდ მხოლობით რიცხვში გვხვდება. ბრუნებისას ზედსართავი სახელი გარკვეულ ბრუნვებში თავად იღებს არტიკლის დაბოლოებებს (ისევე, როგორც ძლიერი ბრუნებისას), სხვა ბრუნვებში დაბოლოებას "-(e)n" (ისევე, როგორც სუსტი ბრუნებისას), რის გამოც ამ ტიპის ბრუნებას შერეული (ძლიერისა და სუსტის) ჰქვია.


მამრობითი სქესი:

Singular
N.
G.
D.
A.
ein großer Mann
eines großen Mannes
einem großen Mann
einen großen Mann

მდედრობითი სქესი:

Singular
N.
G.
D.
A.
eine schöne Frau
einer schönen Frau
einer schönen Frau
eine schöne Frau

საშუალო სქესი:

Singular
N.
G.
D.
A.
ein kleines Kind
eines kleinen Kindes
einem kleinen Kind
ein kleines Kind

ზედსართავი სახელი "შერეულად" იბრუნვის აგრეთვე ნაცვალსახელების (კუთვნილებითი, უარყოფითი და სხვ.) თანხლების შემთხვევაშიც მხოლობით რიცხვში, ხოლო მრავლობითში – "სუსტად":

მაგალითისთვის, კუთვნილებითი და უარყოფითი ნაცვალსახელები mein "ჩემი" და kein "არავითარი", ზედსართავი სახელი interessant "საინტერესო", საშუალო სქესის არსებითი სახელი Buch "წიგნი":

Singular
Plural
N.
G.
D.
A.
mein interessantes Buch
meines interessanten Buches
meinem interessanten Buch
mein interessantes Buch
keine interessanten Bücher
keiner interessanten Bücher
keinen interessanten Büchern
keine interessanten Bücher

ნაცვალსახელი (das Pronomen, die Pronomina)

რედაქტირება

ნაცვალსახელის, როგორც მეტყველების ნაწილის ძირითადი ფუნქციაა, შეცვალოს წინადადებაში არსებითი სახელი ან ახლდეს მას. გერმანულ ენაში არსებობს ნაცვალსახელების შემდეგი ჯგუფები:

  • პირის ნაცვალსახელი — das Personalpronomen
  • ჩვენებითი ნაცვალსახელი — das Demonstrativpronomen
  • კუთვნილებითი ნაცვალსახელი — das Possessivpronomen
  • უკუქცევითი ნაცვალსახელი — das Reflexivpronomen
  • კითხვითი ნაცვალსახელი — das Interrogativpronomen
  • მიმართებითი ნაცვალსახელი — das Relativpronomen
  • განუსაზღვრელი ნაცვალსახელი — das unbestimmte Pronomen
  • უარყოფითი ნაცვალსახელი — das negative Pronomen
  • პირნაკლი ნაცვალსახელი — das unpersönliche Pronomen

პირის ნაცვალსახელი (Personalpronomen)

რედაქტირება
  • პირის ნაცვალსახელებს მიეკუთვნება:

(პირის ნაცვალსახელები გერმანულ ენაში იბრუნვის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვების ოთხივე ბრუნვაში, რითაც იქმნება საკმაოდ მრავალწახნაგოვან სისტემათა კომპლექსი მათი წარმოებისა და გამოყენების თვალსაზრისით და ხშირად დიდ პრობლემებს უმზადებს ამ ენის შემსწავლელთ. ქვემორე პირის ნაცვალსახელები აქ, უპირველეს ყოვლისა მოცემულია მათს სასტარტო პოზიციაში, ანუ სახელობით ბრუნვაში.)

მე = მხოლობითი რიცხვის 1-ე პირი.
ich
შენ = მხოლობითი რიცხვის 2-ე პირი.
du
ის = მხოლობითი რიცხვის 3-ე პირი ქართულისგან განსხვავებით სამ სქესად დაიყოფა.
er აღნიშნავს მამრობით სქესს.
sie აღნიშნავს მდედრობით სქესს.
es აღნიშნავს საშუალო სქესს.
ჩვენ = მრავლობითი რიცხვის 1-ე პირი.
wir
თქვენ = მრავლობითი რიცხვის 2-ე პირი. ამ ფორმით შეიძლება მივმართოთ მხოლოდ მრავალ ადამიანს (ადამიანთა ჯგუფს). გასათვალისწინებელია, რომ ეს ფორმა ფამილარულობას, მეგობრულობას, ახლობლობას გამოხატავს. იმის ხაზგასასმელად, რომ პირის ნაცვალსახელს მრავლობით რიცხვშიც აქვს ფამილარობის გამოსახატავი ფორმა, ქართველი გერმანისტები მას სპეციალურ ჟარგონზე (Fachjargon) "შენობითის მრავლობითსაც" უწოდებენ.
ihr
ისინი = მრავლობითი რიცხვის 3-ე პირი.
sie
გერმანულ ენას თავაზიანობის გამოსახატავად ცალკე ფორმა ფორმა - Sie გააჩნია. ამ ფორმით შეიძლება მივმართოთ როგორც ერთ, ასევე მრავალ პირს.
პირის ნაცვალსახელთა ბრუნება მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში
Nominativ
Genitiv
Dativ
Akkusativ
ich
meiner
mir
mich
du
deiner
dir
dich
er
seiner
ihm
ihn
sie
ihrer
ihr
sie
es
seiner
ihm
es
wir
unserer
uns
uns
ihr
eurer
euch
euch
sie/Sie
ihrer/Ihrer
sie/Sie
sie/Sie

ჩვენებითი ნაცვალსახელი (Demonstrativpronomen)

რედაქტირება
ჩვენებით ნაცვალსახელთა („dieser, -e, es“; „jener, -e, jenes“; „solcher, -e, es“) ბრუნება მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში
„dieser, -e, es“
Nominativ
Genitiv
Dativ
Akkusativ
dieser
dieses
diesem
diesen
diese
dieser
dieser
diese
dieses
dieses
diesem
dieses
diese
dieser
diesen
diese
„jener, -e, jenes“
Nominativ
Genitiv
Dativ
Akkusativ
jener
jenes
jenem
jenen
jene
jener
jener
jene
jenes
jenes
jenem
jenes
jene
jener
jener
jene
„solcher, -e, es“
Nominativ
Genitiv
Dativ
Akkusativ
solcher
solches
solchem
solchen
solche
solcher
solcher
solche
solches
solches
solchem
solches
solche
solcher
solchen
solche

კუთვნილებითი ნაცვალსახელი (Possessivpronomen)

რედაქტირება

უკუქცევითი ნაცვალსახელი (Das Reflexivpronomen)

რედაქტირება

კითხვითი ნაცვალსახელი (Interrogativpronomen)

რედაქტირება

მიმართებითი ნაცვალსახელი (Relativpronomen)

რედაქტირება

განუსაზღვრელი ნაცვალსახელი (Indefinitpronomen)

რედაქტირება

უარყოფითი ნაცვალსახელი (Das Negativpronomen)

რედაქტირება

პირნაკლი ნაცვალსახელი (Das unpersönliche Pronomen)

რედაქტირება

რიცხვითი სახელი (das Numerale, die Numeralia)

რედაქტირება

რიცხვითი სახელი აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს ან მთელი რიცხვის ნაწილს. გერმანულ ენაში არსებობს სამგვარი რიცხვითი სახელი:

  • რაოდენობითი — Grundzahlwörter
  • რიგობითი — Ordnungszahlwörter
  • წილადი — Bruchzahlwörter

რაოდენობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რაოდენობას და დაესმის კითხვა wieviel? (რამდენი?). რაოდენობითი რიცხვითი სახელების ცხრილი იხ. განყოფილებაში — ლექსიკა ↓.

წილადი რიცხვითი სახელი იწარმოება რაოდენობით რიცხვით სახელებზე -stel (19-მდე -tel) დაბოლოების დართვით. მაგალითად:

  • ¼ - ein Viertel
  • 2/30 - zwei Dreißigstel

რიგობითი რიცხვითი სახელი გამოხატავს საგნის რიგს და პასუხობს კითხვაზე der wievielte? (მერამდენე). იგი იწარმოება რაოდენობით რიცხვით სახელზე -ste (19-მდე -te) ბოლოსართის დართვით. მაგალითად:

  • zwei - zweite
  • vier - vierte
  • einundzwanzig - einundzwanzigste

გამონაკლისია eins (ერთი) და drei (სამი):

  • eins - erste
  • drei - dritte
რიცხვი რაოდენობითი
რიცხვითი სახელი
რიგობითი
რიცხვითი სახელი
რიცხვი რაოდენობითი
რიცხვითი სახელი
რიგობითი
რიცხვითი სახელი
რიცხვი რაოდენობითი
რიცხვითი სახელი
რიგობითი
რიცხვითი სახელი
1 eins erste 20 zwanzig zwanzigste 110 einhundertzehn einhundertzehnte
2 zwei zweite 21 einundzwanzig einundzwanzigste 120 einhundertzwanzig einhundertzwanzigste
3 drei dritte 30 dreißig dreißigste 130 einhundertdreißig einhundertdreißigste
4 vier vierte 40 vierzig vierzigste 140 einhundertvierzig einhundertvierzigste
5 fünf fünfte 50 fünfzig fünfzigte 150 einhundertfünfzig einhundertfünfzigste
6 sechs sechste 60 sechzig sechzigste 160 einhundertsechzig einhundertsechzigste
7 sieben sieb[en]te 70 siebzig sieb[en]zigste 170 einhundertsiebzig einhundertsiebzigste
8 acht achte 80 achtzig achtzigste 180 einhundertachtzig einhundertachtzigste
9 neun neunte 90 neunzig neunzigste 190 einhundertneunzig einhundertneunzigste
10 zehn zehnte 100 einhundert hunderste 200 zweihundert zweihundertste
11 elf elfte 101 einhunderteins einhunderterste 210 zweihundertzehn zweihundertzehnte
12 zwölf zwölfte 102 einhundert und zwei einhundertzweite 220 zweihundertzwanzig zweihundertzwanzigste
13 dreizehn dreizehnte 103 einhundert und drei einhundertdritte 300 dreihundert dreihundertste
შენიშვნა: გერმანულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში გამოიყენება ორი ერთმანეთის მსგავსი ლათინური სიტყვა, რომლებსაც ხშირად ქართველი სტუდენტები (და არა მხოლოდ სტუდენტები) არასწორად იყენებენ. ეს ორი სიტყვაა Numerus და Numerale. აქედან ერთი აღნიშნავს ერთ-ერთ მეტყველების ნაწილს, - რიცხვით სახელს, ხოლო მეორე კი რიცხვის გრამატიკულ კატეგორიას. გარდა ამისა, ამ სიტყვების მრავლობითი ფორმები განსხვავდება ერთმანეთისაგან, ხოლო მხოლობით რიცხვში მათ ასევე განსხვავებული არტიკლები აქვთ. მაშასადამე * der Numerus, die Numeri - რიცხვის გრამატიკული კატეგორია * das Numerale, die Numeralia - რიცხვითი სახელი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება