გერგემიში
გერგემიში — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (წებელდის თემი), მდინარე აზანთის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 550 მ, გულრიფშიდან 35 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასახელწოდება ქართული წარმოშობისაა. სვანურად „წმ. გიორგის კუთვნილს“ (სვან. გერგე – წმ. გიორგი, -იშ – კუთვნილების სუფიქსი) ნიშნავს.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 598.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 102.