გელა კვაჭანტირაძე
გელა კვაჭანტირაძე (დ. 7 ივლისი, 1956, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი.
გელა კვაჭანტირაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 ივლისი, 1956 (68 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ეკონომისტი, პოლიტიკოსი და ფიზიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი სპეციალობით ბიზნეს-იურისტი 2001 წელს.
1978-1992 წელს რიგი სამეცნიერო პროექტებისა და პროგრამების ხელმძღვანელი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში: 1982-1988 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1988-1991 ლაბორატორიის გამგე. 1992-1995 წლებში სახელმწიფო მეთაურის აპარატის ანალიტიკური სამსახურის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო მრჩეველი. 1995-1999 წლებში საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2000 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტი. 2001-2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის — „სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ანალიზის“ განყოფილების ხელმძღვანელი. 2003-2011 წლებში ქართულ-ამერიკული საერთაშორისო საწარმოების — „Speqtra Gases Georgia“ და „CPI Georgia“-ს მთავარი კონსულტანტი. 2010-2011 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ (კითხულობდა ლექციების კურსს — „ბიზნესის საფუძვლები“) 2011 წელს გ. კვაჭანტირაძე აფუძნებს საზოგადოებრივ ორგანიზაციას — „მაღალი ტექნოლოგიების ჯგუფს“ („Hi - Tech Group“), რომელის მიზანია საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის საფუძვლების ჩამოყალიბება, ინდუსტრიული რევოლუციის (Industry 4.0) კონცეფციის შექმნა და მისი იმპლემენტაცია. 2011-2015 წლებში შპს „Hi-Tech Villa“-ს დირექტორი. 2015–2017 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „უწყვეტი განათლების ცენტრის“ კონსულტანტი. 2017-2019 წლებში სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ კონსულტანტი. 2019 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია — „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია“, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. ასოციაცია აერთიანებს ექსპერტებს, რომლებიც იზიარებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. არის 13 სამეცნიერო შრომის თანაავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
ჯილდოები
რედაქტირება- 1998 — ღირსების ორდენი
- 1986 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 177
- საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი, თბ., 2015, გვ 200
- წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2001, გვ. 338