გედსამანიის ქედი
ქედი საქართველოში, იმერეთის მხარეში
გედსამანიის ქედი — ქედი საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ძირულის კრისტალურ მასივზე. წარმოადგენს მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელის წყალგამყოფს. ქედის თხემი მოსწორებულია. უმაღლესი წერტილია მთა ტყემთა (1497 მ). კალთები დანაწევრებულია ჩხერიმელისა და ძირულის მრავალრიცხოვანი ღრმა ხევ-ხეობებით. ქედის აგებულებაში ძირითადია პალეოზოური და კამბრიულისწინა კრისტალური ქანები — გრანიტები, კრისტალური ფიქლები და სხვა. კრისტალური სუბსტრატი გამსჭვალულია უფრო ახალგაზრდა ინტრუზიული ქანების ძარღვებით. ქედის თხემზე შემორჩენილია ძველი პენეპლენი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1200–1500 მ ფარგლებშია.[2] გედსამანიის ქედი შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით (წიფელი, წაბლი, მუხა, რცხილა), აქა-იქ შემორჩენილია ფიჭვის კორომები.[3]
გედსამანიის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°02′45″ ჩ. გ. 43°21′20″ ა. გ. / 42.04583° ჩ. გ. 43.35556° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ტყემთა |
სიმაღლე | 1497 მ |
ამგებელი ქანები | გრანიტი, კრისტალური ფიქლები |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 43.
- ↑ Геоморфология 1972 № 04. М.: Наука. — 112 с.
- ↑ დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 576.