განხილვა:Horizon Forbidden West
apocalyptic - აპოკალიფსური
რედაქტირებაPost-apocalyptic video games გრამატიკულად, ქართულად სწორი არის - პოსტ აპოკალიფსური ვიდეო თამაშები! apocalyptic - აპოკალიფსური. სანამ რამეს შეცვლით ჯერ გადაამოწმეთ: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php ; https://translate.google.com/ ; http://lexicon.ge/ ! და "მოქმედებითი როლური ვიდეო თამაშები"-ს მსგავსი ჟანრი არ არსებობს ეს არის შეცდომა! გრამატიკულად სწორია "მოქმედებითი ვიდეო თამაშები", "როლური ვიდეო თამაშები". მითუმეტეს როცა ლაპარაკია Horizon Forbidden West-ზე გადაამოწმეთ ოფიციალური წყაროები ისევ და ისევ: https://www.playstation.com/en-us/games/horizon-forbidden-west/ --დიმიტრი 22:40, 30 ოქტომბერი 2020 (UTC)— დიმიტრი 11:39, 30 ოქტომბერი 2020 (UTC)
ვიდეო თამაშები
რედაქტირებაბოლოს და ბოლოს დასრულდება ამ საიტზე ეს "იდიოტობა", რომ ამ: Dreamcast, Nintendo 3DS, Nintendo 64, Nintendo DS, Nintendo Switch, PlayStation, PlayStation 2, PlayStation 3, PlayStation 4, PlayStation 5, PlayStation Vita, Sega Saturn, Wii, Wii U, Xbox 360, Xbox One, Xbox Series X/S კონსოლებზე ციფრულ "თამაშებს" ღქვია ვიდეო თამაშები და არის ციფრული ხელოვნების ერთ-ერთი დარგი! შესაბამისად სწორია - "PlayStation 4-ის ვიდეო თამაშები" და არა "PlayStation 4-ის თამაშები" სწორია - "PlayStation 5-ის ვიდეო თამაშები" და არა "PlayStation 5-ის თამაშები" და ა.შ. --დიმიტრი 22:40, 30 ოქტომბერი 2020 (UTC)
- @დიმიტრი: ჯერ ერთი ამ „იდიოტობის“ 90 პროცენტი ჩემი შექმნილია, ფაქტობრივად, მე ვზივარ, ერთადერთი ადამიანი ვიკიპედიაში და ვქმნი სტატიებს ვიდეო თამაშებზე და კეთილი ინებე და სხვის ნაწვალებს პატივი ეცი და ცოტა კოლეგიალურობა გამოიჩინე. ახლა რაც შეეხება თემას, ალბათ ვიკიპედიის განყოფილების ყველა სექცია, მე რაც ვნახე წერს — PlayStation 4-ის თამაშები, Категория:Игры для PlayStation 4, Category:PlayStation 4 games, Kategorie:PlayStation-4-Spiel, Catégorie:Jeu PlayStation 4 და ა.შ. და არა PlayStation 4-ის ვიდეო თამაშები და შენ ვერ ვხვდები საიდან, რა წყაროზე დაყრდნობით წერ საერთოდ. და კიდევ, „პოსტ აპოკალიფსთან“ დაკავშირებით ჩემ განხილვის გვერდზე დაგიწერე და არ მიპასუხე! Gobrona განხილვაწვლილი 09:32, 1 ნოემბერი 2020 (UTC)
- @Gobrona: მე "იდიოტობის" დაწერისას თქვენი თავი ნამდვილად არ მიგულისხმია. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ვიკიზე სხვადასხვა კორეკტირების განხორციელება. და მე ნამდვილად არ შემიმოწმებია ყველა ამ გვერდის ისტორიები. უბრალოდ ვხედავ რომ წლების მანძილზე ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სტატია ისევ არ არსებობს ქართულ ენაზე და რაც არის ისიც სხვადასხვა ხარვეზებით. ძალზედ სამწუხაროა რომ უმეტეს წილად თქვენ გიწევთ ამ დარგში გვერდების შექმნა და საზოგადოება პასიურობს. თქვენი ნაშრომი მიუხედავად მცირე "ხარვეზებისა" რაც სხვადასხვა ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული ნამდვილად პატივს იმსახურებს განსაკუთრებით რომ საქართველოში ციფრული ხელოვნება სამწუხაროდ არ არის განვითარებული. რაც შეეხება - Категория:Игры для PlayStation 4, Category:PlayStation 4 games, Kategorie:PlayStation-4-Spiel, Catégorie:Jeu PlayStation 4 ესენი ნამდვილად არ არიან "ეტალონები" და ჩემი აზრით მათგან ყველაფერი არ უნდა გადმოვიღოთ და საერთოდ უცხო ენოვანი ვიკიდან. იქ აშკარად მოხდა შემდეგი ჯერ შეიქმნა "Category:PlayStation 4 games" გაუაზრებლად და ყველამ გაუაზრებლად დააკოპირა. "თამაში" ზოგადი ცნებაა, აქედან გამომდინარეობს აზარტული თამაშები, მაგიდის თამაშები, კომპიუტერული თამაშები და ა.შ., ვინაიდან ლაპარაკია PlayStation 4-ზე ეს არის "ვიდეო თამაშების" კონსოლი შესაბამისად სწორი იქნება "PlayStation 4-ის ვიდეო თამაშები" ან "PlayStation 4-ის ვიდეო თამაშების სია" და ა.შ. ზოგადათ თავში ქვაც უხლიათ როგორც უნდათ მასე დაწერონ ოღონდ დაწერონ სტატიები ხო ხედავთ მაინც არ აინტერესებთ უმრავლესობას წერა და შექმნა. ეგ მაინც არაფერს შეცვლის საქართველოში 100 სტატიით მეტი იქნება ქართულად ციფრულ ხელოვნებაზე თუ ნაკლები. არც PlayStation Network არც Xbox, არც Nvidia არც Steam არც Origin და არც ერთი გეიმ სერვისი არ შემოვა საქართველოში და არ ექნება ქართული ენის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში ნამდვილად. იმიტომ რომ აქ ჯერ ისევ ქვის ხანაში არიან, მე3 მსოფლიოს "ელემენტებით" და 21ე საუკუნეში ელემენტალურის "სამართლიანი არჩევნების" ჩატარების უნარიც არ გააჩნიათ. რა დროს ხელოვნებაა და მეცნიერებაა, მარსი და კოსმოსია. მოსახლეობის აბსოლიტური უმეტესობა დღიდან-დღემდე თვითგადარჩენისთვის იბრძვის ამ კოლაბორაციონისტულ-კორუმპირებული რეჟიმის პირობებში პლუს სრული "ბედნიერებისთვის" კოვიდ_19 პანდემიც დაემატა. --დიმიტრი 00:34, 2 ნოემბერი 2020 (UTC)
- @დიმიტრი: სამართლიან არჩევნებზე და კოლაბორაციონიზმზე რა გითხრა, მაგრამ როდესაც საქათველოში რომელიმე სფერო განუვითარებელია და ტერმინოლოგიის ნაკლებობას განვიცდით, გინდა არ გინდა დრო და დრო მკვიდრდება ესა თუ ის ტერმინი, ზოგს ჩვენ ვამკვიდრებთ, ზოგიც უცხოურიდან შემოდის. ეს ერთგვარი პრაქტიკაა, რომელსაც ვერ გავექცევით. შენ იძახი, „თამაში ზოგადი ცნებააო“, კი ზოგადი მცნებაა ნამდვილად, მაგრამ, როდესაც ლაპარაკია ვიდეო თამაშის კონსოლზე, (მაგ., PlayStation 4-ის თამაშები), აქ უკვე აღარ სჭირდება განსაზღვრება იმას, სამაგიდოა, აზარტული თუ დაჭერობანა — ავტომატურად იგულისხმება „ვიდეო თამაშები“. მესამეჯერ მიწევს უკვე იმის თქმა დიმიტრი, რომ არ შეიძლება ვიკიპედიაში თვითნებურად მოქმედება. თუ ფიქრობ, რომ ტერმინოლოგია არასწორადაა შერჩეული დაწერე განხილვის გვერდზე და დაელოდე სხვა მომხმარებლები რას ფიქრობენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. Gobrona განხილვაწვლილი 08:30, 2 ნოემბერი 2020 (UTC)
- @Gobrona: ეს გასაგებია არსებული კატეგორიები არ უნდა ჩანაცვლდეს ახლებით თუნდაც არასწორედ ნათარგმნი იყოს. ახლების დამატების უფლება თუ არის ვთქვათ ჩემს დაწერილ სტატიებში მაინც და არა წლებით ლოდინს თუ როდის "გამოიგონებენ ბორბალს" ახლიდან? --დიმიტრი 15:26, 2 ნოემბერი 2020 (UTC)