განხილვა:ჰერაკლე

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა David1010 თემაში წყაროებისა და სტატიის ენის შესახებ
რჩეული სტატია ჰერაკლე არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტატია შექმნილი ვიკიპედიელთა მიერ. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ ნუ დაიზარებთ.
გთხოვთ, ნუღარ გამოიყენებთ ამ თარგს ახალი რჩეული სტატიებისთვის. მის ნაცვლად გამოიყენეთ თარგი:სტატიის ისტორია.
Main Page trophy ჰერაკლე ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდა რუბრიკაში რჩეული სტატია (2006 წლის 26 ივნისი).

ბოლო ჩამატება უფრო თხზულების (ზღაპრის) სტილშია ვინემ ენციკლოპედიური სტატიის. წყაროა მისათითებელი, საიდან არის, რომელი თქმულების, ლეგენდის, მითის და ა.შ. თანახმად. ეტიმოლოგიის ამოღება უმართებულოდ მიმაჩნია. ა. 69.19.14.18 23:24, 25 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

წყაროს მივუთითებ. ეტიმოლოგიაში, რაც ეწერა. წერია ამ სტატიაში ეგ ინფორმაცია და გამეორებას აზრი არ აქვს.--linguistus 00:12, 26 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

განყოფილება ეტიმოლოგია საჭიროა; სასურველია დასაწყისში უფრო ვრცელი რეზიუმე გაკეთდეს. საერთო ჯამში სტატია გასაენციკლოპედიურებელია. 66.82.9.85 02:51, 26 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

ამ სტატიის რჩეულ სტატიად მოქცევა ძალიან ნაჩქარევი იყო, ტექსტი დამუშავებას საჭიროებს. რჩეული სტატია ნიშნავს რომ ის ასევე სანიმუშოცაა დანარჩენი სტატიებისთვის, რასაც ამაზე ვერ ვიტყვით. ცანგალა, სტატიის სიდიდე მის სიკარგეზე არ მიუთითებს. სასწრაფოდ ან გასაუმჯობესებელია ან მოსახსნელია რჩეული სტატიებიდან. რატომ უნდა იყოს ამის გამეორება საჭირო დაუსრულებლად - რჩეული სტატია ჯერ კანდიდატად უნდა წარმოდგინდეს და მერე მოხვდეს მთავარ გვერდზე. როდემდე უნდა ვიმუშაოთ ასე "ნაურა"? ძალიან საწყენია. ა. 66.82.9.77 03:30, 28 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

რითი შევცვალო? Zangala 08:16, 28 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

ჰერაკლეს გმირობები ცალ-ცალკე სტატიებადაა დასაყოფი :) როგორც ეს სხვა ვიკიპედიებშია. ამ გვერდზე კი მხოლოდ ჩამონათვალი უნდა იყოს. ვინაა მომხრე? --გიგა 12:14, 23 სექტემბერი 2007 (UTC)პასუხი

სათაური

რედაქტირება

ფრჩხილები უნდა? სახელი ჰერაკლე თავისუფალია, მრავალმნიშვნელოვანზეა გადამისამართებული. --მიხეილ მიწერა 15:33, 27 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით, არ უნდა, რადგან „ჰერაკლეს“ გაგონების შემთხვევაში, პირველ რიგში, ისედაც მითოლოგია გაგონდება. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:50, 27 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

დასტურ. :) --ჯაბა ლაბაძე 16:02, 27 აპრილი 2012 (UTC)პასუხი

გეთანხმებით. ჩემი აზრით ფრჩხილები ზედმეტია--ოთოჯი / მომწერე 18:04, 27 აპრილი 2012 (UTC)პასუხი
ჰერკულესზეც უნდა იძებნებოდეს, როგორც ჰერკულესი (მრავალმნიშვნელოვანშია მითითებული. ანუ მოხდეს გადამისამართება, მაგრამ მთავარზე დარჩეს აღმოსავლეთ ევროპულ სტილში ჰერაკლე.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:44, 11 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

წყაროებისა და სტატიის ენის შესახებ

რედაქტირება

სტატიაში არსად გამოყენებული წყარო არაა, სტატიის ენა მეტწილად არაენციკლოპედიურია და სავარაუდოდ მთლიანად არის გადმოწერილი ერთი წყაროდან. როგორ მოვიქცეთ?--Saliner 15:16, 29 მაისი 2020 (UTC)

ეჭვი მაქვს ლიტერატურაში მითითებული წყაროდანაა მთლიანად გადმოწერილი, თუმცა ეგ წიგნი არ მაქვს და ვერ გადავამოწმებ--დათო1010 17:18, 29 მაისი 2020 (UTC)პასუხი
მეც მაგისი ეჭვი მაქვს და ვერც მე მოვახერხე შემოწმება. არადა რჩეული სტატიაა. ეგეც რომ არ იყოს, ისედაც არაა ენციკლოპედიის ენობრივად გამართული.--Saliner 14:28, 1 ივნისი 2020 (UTC)
გვერდ „ჰერაკლე“-ზე დაბრუნება.