განხილვა:ჟანა დ’არკი

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu თემაში ისევ სათაური

განხილვა

რედაქტირება

ერთ წიგნში მე შემხვდა არ ვიცი როგორ დავარქვა ამას, ეპითეტი თუ სახელი: "ჟან არკელი". მე ჯერ ვერ მივხდი ვისზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იყო სქოლიო და ეწერა ჟან დ'არკი, ანუ რომ გადავტქრგმნოთ ფრანგულიდან სწორი ფოტმაა, ტან ეხლა გადავხედე ინგლისურს და იქ Joan of Arc (ანუ ჟან არკელი წერია, ჟან არკელი იმიოტომ რომ გრიგოლ ხანძთელი იქ Grigol of Khandzta წერია), ხომ არ გადაგვეტანა? მე მომხრე არ ვარ, მაგრამ ისე არც ეს არასწორი ვარიანტია --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 14:13, 12 ივნისი 2009 (UTC)პასუხი

სულ ელემენტარული ავიღოთ, ვიქტორ ჰიუგოს "საბრალონში", პერსონაჟ მამაკაცს ჰქვია jean valjean ამ შემთხვევაში jeanne d'arc გამოდის ორი n ტყუილადაა? ეს ხომ ელემენტარულია ვინც ფრანგული ცოტათი მაინც იცის?— Mikheil 88 განხილვაწვლილი 18:03, 3 მაისი 2010 (UTC)პასუხი

ელემენტარული ცოდნა არაფერ შუაშია, წყაროებია საჭირო. ქვემოთ მოყვანილი წყაროების თანახმად მიღებულია გადაწყვეტილება - ჟან. თუ რაიმე გაქვთ ხელთ, წარმოადგინეთ და განვიხილოთ. — Rastrelli F 18:21, 3 მაისი 2010 (UTC)პასუხი
ქსე-ეს (1984) მიხედვით არის ჟანა დ'არკი , ხოლო უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის (1989) მიხედვით ჟან დ'არკი --ცანგალა () 18:35, 13 მარტი 2011 (UTC)პასუხი

არქივი

რედაქტირება

ru:Жанна д’Арк მგონი ეს კარგი საბუთია — Taro   13:11, 14 მარტი 2011 (UTC)პასუხი

რამდენი ხანია თავს ვიკავებ ამ სტატიის განხილვის ხელახლა წამოწყებისგან, მაგრამ ერთი კითხვა მაწვალებს — თუ ყველაფერში ქსე-ს ვენდობით, რატომაა ეს შემთხვევა გამონაკლისი? მოვითხოვ ჟანაზე გადატანას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირადად მე აღარ ვეყრდნობი ქსე-ს წყაროდ არც ერთ სხვა შემთხვევაში, შემედავება ვინმე და ეს შემთხვევა მომყავს მაგალითად! --მიხეილ   (მიწერა) 06:50, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
მეც სულ მაინტერესებდა რატომ მიენიჭა უპირატესობა ჟან-ს და არა ჟანა-ს?--David   06:56, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
სრული მარაზმია დათო და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს სტატია ამ სათაურით ქართული ვიკიპედიის სირცხვილია! ჟან-ი ფრანგულში კაცის სახელია. --მიხეილ   (მიწერა) 07:00, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა გიჟები ხომ არ იყვნენ ფრანგები, როცა კაცის სახელი ერთი n-ით დაწერეს (jean) და ქალის - ორით (jeanne). ეს ორი სახელი რომ ერთი და იგივენაირად იკითხებოდეს მაშინ ორივეს ერთნაირი დამწერლობის ფორმა ექნება, როგორც ეს ქართულში მაგ. სულიკოს შემთხვევაშია--David   07:04, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
კი, ეს საკითხი ზემოთ უკვე წამოჭრილია და ამის დასამტკიცებლად საკმარისი წყაროების მოხმობა მომთხოვეს, მაგრამ მეგობრებო, ქსე სხვა ყველა შემთხვევაში სანდო წყაროა და აქ არა? ეს ვერ გამიგია. --მიხეილ   (მიწერა) 07:07, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
გადავიკითხე წინა განხილვა და აღმოვაჩინე, რომ ცანგალას გარდა ყველას ჟანა მიაჩნია სწორად :). არის ორი წყარო, ერთი ამბობს ჟანას, მეორე კი ჟანს. სხვა ვიკიპედიებში მოქმედებს პრინციპი: წყაროთა კონკურენციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ დასახელებას, რომლითაც საზოგადოება იცნობა მას. რატომ არ გვინდა ეს პრინციპი გავიზიაროთ? მე მომხრე ვარ, სტატიას ეწოდოს ჟანა დ'არკი. Deu. 08:00, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
მეც ვემხრობი, რომ ჟანა დ'არკი უნდა იყოს. არამგონია საქართველოში ვინმე იცნობდეს მას ამ სახელის გარდა--David   08:06, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
აქვე დავამატებ, რომ ჟანა, როგორც ჩანს, გამონაკლისია ზოგადი წესიდან. ფრანგულში არის ბევრი ქალისა და მამაკაცის გამოთქმით მსგავსი სახელი, რომელიც ქართულშიც ერთნაირად იწერება; მაგალითად მიშელ (მიშელა მე არ გამიგია). ჟანა, როგორც ჩანს გამონაკლისია, რადგან საქართველოში თავიდანვე ასე დამკვიდრდა. Deu. 08:08, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

როდესაც ვიკი-საზოგადოების აზრი ერთსულოვანია, ერთი ვიკიპედიელის მოსაზრება დაბრკოლებად არ უნდა იქცეს. შესაბამისად, სასწრაფოდ გადასატანია. --მიხეილ   (მიწერა) 19:04, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

კი გეთანხმებით.--ოთოჯი / მომწერე 19:09, 21 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი

არ ვიცი, სად რა წერია, არც ქსე მაქვს და არც უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, მაგრამ მე ჟანა დ'არკი ვიცი. საერთოში კი ავტორიტეტულ წყაროებს შორის როცაა არჩევანი, უპირატესობა უახლესს ენიჭება.— G.G. 11:51, 22 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
გეთანხმები, რომ უპირატესობა უახლესს ენიჭება - მიუთითე.--ცანგალა () 17:31, 26 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
ერთ რამეს დავამატებ - ქსე-ში (ტ. 8 გვ.240, 1984) - წერია ჟანა დ'არკი, ხოლო მოგვიანებით უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (გვ. 284, თბ., 1989) ჟან დ'არკი. ა-ს გარეშე.--ცანგალა () 17:37, 26 თებერვალი 2012 (UTC)პასუხი
ცანგალა, შენს მიერვე მოყვანილი მაგალითის მსგავსად მე ვდებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უცხო სიტყვათა ლექსიკონის ინფორმაციას, (საძიებო სიტყვად გამოვიყენე "ჟანა დ'არკი") იხილეთ ლინკი: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=4267 . აქ ნათლად წერია "ჟანა დ'არკი" ნაცვლად "ჟან დ'არკისა" (რომლის ძიებაში გამოყენებისას არაფერი მიჩვენა). მივიღოთ რა მხედველობაში ის, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უცხო სიტყვათა ლექსიკონი, ეფუძნება მ. ჭაბაშვილის "უცხო სიტყვათა ლექსიკონი“–ს 1989 წლის მესამე შესწორებულ და შევსებულ გამოცემას.(ხელოვნებასთან დაკავშირებული 800–მდე ტერმინის გამოკლებით) იხ. ლინკი:http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=index&d=3. მე ეს მონაცემი შენს მიერ მითითებული წყაროს საპირწონედ მიმაჩნია, და თუ ამ გათანაბრებულ სასწორს, ჩვენი ქართული ვიკის მომხმარებლების და ადმინისტრატორების ნაწილის მოსაზრებებს დავუმატებთ. აშკარა ხდება რომ პასუხის სასწორი ჩვენს მხარეს იხრება და ამ სტატიის სათაური უნდა შეიცვალოს "ჟანა დ'არკიით". Kvarki1  ႫႨႼႤႰႠ 23:38, 17 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი
პლიუს როგორც ჩანს ამ სტატიის ავტორიც გვეთანხმება ნაწილობრივ მაინც, რადგან სქოლიოში "ჟანა დ'არკი" უწერია. --Kvarki1  ႫႨႼႤႰႠ 23:53, 17 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

ვემხრობი ჟანა დ’არკს. ახლანდელი სათაური უაზრო ახირებაა და სხვა არაფერი. --ჯაბა ლაბაძე 04:02, 18 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

მეც ვემხრობი რადგან ქსე-ში ტ. 8, გვ. 240, თბ. 1984 წერია ჟანა დ’არკი--ცანგალა () 05:56, 18 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

გადატანა

რედაქტირება

სახელწოდება გადასატანია, ოღონდ ამჯერად არა შინაარსობრივი დატვირთვის გამო, არამედ სასვენი ნიშანის გამო. აპოსტროფია ცუდი — ’-ის მაგივრად '-უნდა იყოს, რადგან რაღაც პრობლემებს იწვევს. აი, მაგალითად, ბმულს არ აზიარებს. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:49, 6 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

სგ, სგ. შენ ისიც გეცოდინება, აბზაცებით როგორ ვწეროთ ვიკიპედიაში. Nodar Kherkheulidze განხილვა 15:39, 6 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
აბზაცი იცი რას ნიშნავს?  . აბზაცის პირველი მნიშვნელობაა ტექსტის ნაწილი, რომელიც ლოგიკურად დამთავრებულია. პირველი სტრიქონის შეწევა არის ორი აბზაცის ერთმანეთისაგან გამოყოფის ერთ-ერთი ფორმა. არ არსებობს არანაირი ნორმა, რომელიც აბზაცის გამოყოფის წესს ადგენდეს და სხვაგვარს კრძალავდეს  . სტრიქონის შეწევა, ეს მხოლოდ ტრადიციული სახეა და ყველაზე გავრცელებული. სხვათა შორის, აბზაცის გამოყოფა კალიგრაფიაში ხდება პირველი სტრიქონის წინ გამოწევით და არა შეწევით. თუკი ქართული ენის ნორმა მოითხოვს ოდესმე, რომ აბზაცი სტრიქონის შეწევით იყოს გამოყოფილი, რატომაც არა, ტექნიკური საშუალებაც არსებობს ამისი; აგერ ოსური ვიკიპედიის სტატიები მასე იწერება.
რაც შეეხება აპოსტროფს, ქართულში ’ ეს აპოსტროფია მიღებული. ფეისბუკის გამო ვერ და არ შევცვლით ქართული ენის ნორმას. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ მე ამას გამოცდილ საზოგადოებაში. Deu. 15:50, 6 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
აუ, რითი გადაგიხადო მადლობა, აღარ ვიცი, რა. რამდენი რაღაც მასწავლე, სათვალავი ამერია. განვიარაღდი. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:01, 6 იანვარი 2013 (UTC)პასუხი
(რედ. კონფლიქტი) დიახ, არ მეშლება. ტიპოგრაფიულად კორექტული აპოსტროფი არის მძიმის ფორმის სასვენი ნიშანი ხაზს ზემოთ და მიუთითებს ასონაკლებობას. აპოსტროფს ჰგავს, თუმცა არაა აპოსტროფი სწორხაზოვანი შტრიხი ', რომელიც პროგრამირების ენებში გამოიყენება და ამავდროულად, აპოსტროფის კლავიატურაზე არარსებობის გამო ხშირად არაკორექტულად გამოიყენება მის ნაცვლად. Deu. 16:02, 6 იანვარი 2013 (UTC)პასუხი

ისევ სათაური

რედაქტირება

ციტატა "უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის" წინასიტყვაობიდან:

ქალთა უცხოური (ფრანგული, ინგლისური, გერმანული) თანხმოვანფუძიანი სახელები ქართულში შემოსულია რუსულის გზით (ა დაბოლოებით): ჟანა, ჟანეტა, ანეტა, მადლენა, ჰენრიეტა (ან გენრიეტა), ალისა, ინეზა და მისთ. მაგრამ ბოლო ათწლეულებში, როდესაც მხატვრული ლიტერატურა ამა თუ იმ ენიდან უპირატესად უშუალოდ ითარგმნება, მდგომარეობა შეცვლილია. ასეთი სახელები უკვე გადმოაქვთ დედნისეულ ფორმასთან მიახლოებით და გვაქვს ჟოზეფინ-ი, ფრანსუაზ-ი, მადლენ-ი, ჟენევიევ-ი, მარგარეტ-ი, გერტრუდ-ი, ელიზაბეთ-ი, ბრიჟიტ-ი, რუთ-ი, ლილიან-ი, ნიკოლ-ი, ვივიენ-ი და ა.შ. კაცისა და ქალის ზოგი ფრანგული სახელის ფუძე საერთოა. განსხვავება დაბოლოებაშია (და ერთგვარად წარმოთქმაშიც). მაგ., Jean (კაცის სახელი), Jeanne (ქალისა; ქართულად ორივე გამოითქმის როგორც ჟან. ასევე Simon (კაცისა), Simone (ქალისა), ქართულად სიმონ; Daniel (კაცისა), Danielle (ქალისა) - დანიელ; Gabriel (კაცისა), Gabrielle (ქალისა) - გაბრიელ.

სხვა განხილვებში "ავტორიტეტულ" წყაროებში დადგენილი ნორმების წინააღმდეგ სიტყვასაც არ გვაღებინებთ ხოლმე ახლა კი როდესაც, "უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი" (რომელიც ქსე-ზე უფრო სპეციფიურიცაა და ახალიც) არამარტო გარკვევით წერს ახალ ნორმას, არამედ იმასაც კი განმარტავს ცვლილება რამ გამოიწვია, ზედა განხილვაში რატომღაც უეცრად გადავწყვიტეთ, რომ როგორც ყურს უკეთ მოხვდა ისე გადაგვეტანა. ვერ ვხვდები რა პრინციპული განსხვავებაა "ჯანა"-სა და მაგ. "ჟოზეფინა"-ს შორის. ორივე მეტად დამკვიდრებული ფორმები, მაგრამ მაინც გვაქვს ჟოზეფინ ბოარნე წესების შესაბამისად. ჩემი მოკრძალებული აზრით, ჟანზეა დასაბრუნებელი. --Tornike   22:21, 26 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

„უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის“ მიხედვით ჟან დ’არკი გვ. 284, თბ. 1989, ხოლო ქსე-ეს მიხედვით ჟანა დ’არკი ტ. 8, გვ. 240, თბ.1984--ცანგალა () 08:00, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

  გაკეთდა--ცანგალა () 08:03, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

მეგობრებო, ცხადია, რომ ამ საკითხზე აქამდეც მრავალი აზრი არსებობდა და ბევრი არგუმენტიც იქნა განხილული, მაგრამ რადგანაც საბოლოო დასკვნამდე მაინც ვერ მივედით, გთავაზობთ ერთხელ კიდევ, ამჯერად საბოლოოდ და საფუძვლიანად გადავწყვიტოთ ამ სტატიის სათაური. აბსოლუტურად გასაგებია უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის განმარტება და პოზიცია, მაგრამ მგონი დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ბევრ შემთხვევაში საკითხი წმინდა ლინგვისტური გადმოსახედიდან არ წყდება და ამაზე მშვენიერი პასუხი ჩვენვე მოგვეპოვება. ამ შემთხვევაშიც, ჩემი აზრით, საქმე გვაქვს განმტკიცებულ ტრადიციასთან და მისი ასე ხელაღებით შეცვლა სწორი არაა. საზოგადოებაში, პრესაში, ლიტერატურაში თუ სხვა სფეროებში ამ პიროვნებას სწორედ ჟანას სახელით იცნობენ და ასეცაა დამკვიდრებული. პირადად მე არსად შემხვედრია ჟან დ'არკი. სხვა შემთხვევაა, როდესაც გავრცელებულია ლინგვისტურად სწორი ფორმაც და არასწორიც, თუნდაც ეს უკანასკნელი ბევრად სჭარბობდეს სწორ ვარიანტს, ამ დროს ვიკიპედიაში სტატია სწორი ფორმის მიხედვით უნდა შეიქმნას, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელი ჟან დ'არკი საზოგადოებაში დამკვიდრებული არაა და სტატიის ასე დატოვება მხოლოდ გაურკვევლობას გამოიწვევს მომხმარებელში!!!

PS. აქვე მომყავს მართალია არააკადემიური წყაროები, მაგრამ, სამაგიეროდ ისინი მშვენივრად ასახავენ თუ რა სახელით იცნობს ფართო საზოგადოება ამ პიროვნებას:

  • ჟურნალი ისტორიანი, N 10(22) — ჟანა დ'არკის სასამართლო პროცესი
  • ყველაფერი ყველაფერზე, 2015 წ. გვ. 75 — ჟანა დ'არკი
  • მსოფლიოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 9. გვიანი შუა საუკუნეების ევროპა, თბ, 2013 წ. — ჟანა დ'არკი

შესაძლებელია გაცილებით მეტი ნიმუშის მოპოვებაც იმის დასასაბუთებლად, რომ ხალხში გავრცელებულია სწორედ ეს სახელი და არა ჟანი, ამიტომაც ეს განმტკიცებული ტრადიცია ცარიელ ლინგვისტურ გამოთქმებს არ უნდა ვანაცვალოთ და ეს სტატიაც წინ და უკან არ ვარბენინოთ, შევთანხმდეთ ერთ პოზიციაზე და დავიცვათ კიდეც ის. მადლობა--ILIA განხილვა 08:52, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

რას მაიმუნობთ მართლა!   მოთმინება იქონიეთ და ნუ შეაღონეთ ეს ფრანგი ქალწული აქეთ-იქით თრევით! : )) წაიკითხეთ ზემოთ განხილვებიც. „წყაროთა ავტორიტარიზმი“ დაგვღუპავს ჩვენ. ზემოთ, სხვათა შორის, ნათქვამია, რომ ქსე ჟანას წერს. ხოდა, დამკვიდრებულ ტრადიციასა და საზოგადოებაში გავრცელებულობასაც რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამაზე ლაპარაკს აღარ გავაგრძელებ. :) Deu. 09:10, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ვფიქრობ, ეს ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა აკადემიური წყაროც სიმართლის მხარესაა და არ გვიწევს მივიღოთ სრულიად არასწორი ტრადიციით დამკვიდრებული ფორმა. ეს ენციკლოპედიაა და ყოველთვის ვალდებულები ვართ, აკადემიურ წყაროს მივენდოთ, მიუხედავად იმისა, სწორია თუ არა ის. ამ მაგალითში კი წყაროც ამას გვეუბნება და სწორიც ეს არის! ბოლო საიდან მოვიდა, რუსების გარდა, არავინ უწყის. იგივე იყო შარლოტ ბრონტეს შემთხვევაშიც. დიდი მოუთმენლობით ველოდები იმ დროს, როცა აკადემიურ წყაროზე დაყრდნობით, შევძლებთ მოვიშოროთ ისეთი მავნე ფორმები, როგორიცაა: სიდნეი, პეკინი, ალანდის კუნძულები და სხვა.--Saliner 09:17, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

დაანებეთ ამ ჟანა დ’არკის სახელის წარამარა ცვლას თავი. ერთხელ უკვე იყო განხილვა და გადაწყდა, რომ ეს პიროვნება ქართულად ცნობილია როგორც ჟანა დ’არკი და ამიტომ ითვლება გამონაკლისად და ვერანაირი საპირისპირო წყარო ამას ვერ შეცვლის. მაგალითსთვის შეგიძლიათ ეს იხილოთ სტატიას ვაბრუნებ ძველ სახელზე ჟანა დ’არკი.--დათო1010 09:49, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
რატომ ვერ შეცვლის?! საერთოდ რა არის შეუცვლელი? კი, სწრაფი გადატანა არ უნდა მოხდეს, მაგრამ „ვერანაირი საპირისპირო წყარო ამას ვერ შეცვლის“ – ასეთი ფრაზა არ შეეფერება ვიკიპედიას და მის ადმინისტრატორს. ცანგალა, თორნიკე, მე და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი ჟანს ვიზიარებთ, თქვენ და ხალხში გავრჩელებული ვერსია ჟანას. მგონი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ ხალხში გავრცელებული ვერსიის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას თუ უახლეს ავტორიტეტულ წყაროზე დაყრდნობით.--Saliner 10:02, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
დავამატებთ, რომ შეთანხმებულები ვართ, თუ ქსე-ზე უფრო ახალ ინფორმაციას მოვიძიებთ სახელი იცვლება. ახალი ინფორმაცია გვაქვს, რატომ არ ვცვლით?--ცანგალა () 10:35, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
იმიტომ, რომ როგორც ითქვა: „ვერანაირი საპირისპირო წყარო ამას ვერ შეცვლის“. საშვილიშვილოდ გადაწყვეტილია ეს საქმე და ვერანაირი წყარო და სახელის ზუსტად გადმოცემა ამას ვერ შეეწინააღმდეგება! -_- Saliner 10:43, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
პირველ რიგში, "შეეშვით, დაასვენეთ" არგუმენტი არ არის და ტყუილად იმეორებთ. დათო, ვერ ვხვდები ეგ მაგალითი რატომაა რელევანტური, რადგან სულ სხვა მიზეზის გამოა სტატია ჟოაოზე დატოვებული. სახელი პორტუგალიურად en:João, როგორც ჟოაო (ან ჟოაუ) ისე წარმოითქმის და ლექსიკონშიც ორივე ვარიანტია მოცემული, ჟუანი ძირითადად მეფეების შემთხვევაში, იმის მსგავსად როგორც ბევრი ელიზაბეთი გვყავს, მაგრამ მაინც ელისაბედ II. ანუ მოკლედ, ეგ სახელი ჟოაოდ წარმოითქმის, ეს კი "ჟან"-ად, ვერ ვხვდები მაგ მაგალითით რისი თქმა გსურდა. უბრალოდ ორმაგი სტანდარტებია ეს და სხვა არაფერი. მარიამ სტიუარტი - ამ სტატიას მაგალითად ვერაფერს ვუხერხებთ იმიტომ, რომ "ავტორიტეტულ" წყაროს ვერ ვუღალატებთ და აქ, როდესაც ძლივს რაღაც ნორმალურად წერია, უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე ავტორიტეტული წყარო არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა. ზუსტად იგივენაირად ვიყავი ადრე შეჩვეული ჟოზეფინას, მაგრამ "გავიზარდეთ" და აღარ ვიყავებთ ეგეთ ფორმას--Tornike   10:47, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
მშობლიურ ენაზე როგორ წარმოითქმის სახელი მაგას ხშირ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთი გამაგებინეთ ქართულად ჟან დ’არკი რომელიმეს გაგიგონიათ? ან სადმე შეგხვედრიათ გარდა მაგ უაზრო უცხო პირთა ლექსიკონისა რომელიც უმეტეს შემთხვევაში ისევ თავის თავს ეწინააღმდეგება ხოლმე? ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამკვიდრებულ სახელს ჟანა დ’არკი და არა ერთ რომელიმე წიგნში დაბეჭდილს--დათო1010 11:00, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
არა, არ გამიგია. რატომ ამ შემთხვევაში??? მაგ უაზრო ლექსიკონის მიხედვით უნდა ვთარგმნიდეთ სახელებს ვიკიპედიის წესების თანახმად.--Tornike   11:05, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
მართლა არ მოგწყინდათ? დაანებეთ რა ამ უაზრო განხილვებს თავი! სხვა საქმეც უამრავია, მაგრამ არა, მაინცდამაინც ერთი და იგივე უნდა ვღეჭოთ მილიონჯერ! დროა, ვიკიპედია ჩამოკიდებული აღარ იყოს დრომოჭმულ წყაროებზე და ასეთ გამონაკლის შემთხვევებში, თავადაც მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება. — Mikheil მიწერა 11:20, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
ზემოთ უკვე მაქვს წლების წინ ახსნილი, რომ ჟან (Jean) ფრანგულად კაცის სახელია, ჟან ვალჟანი მაგალითად, Jeanne კი ქალის, რბილი ნ-ით ბოლოში. ქართულში იმიტომ არის ეს , რომ იყოს რაიმე განსხვავება. მითხარით, რატომ იყენებთ ვიქტორ ჰიუგოს? იცით, ფრანგულად როგორ წარმოითქმის? — აბსოლუტურად განსხვავებულად. — Mikheil მიწერა 11:24, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ხომ არ გეჩვენებათ, რომ ამ ყბადაღებული ლექსიკონის გარდა ყველა და ყველაფერი ჟანას გვეუბნევა? ამ შემთხვევაში ამ ერთადერთ ალტერნატიურ წყაროს რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ვერ ვხვდები. ესეც გაითვალისწინეთ:

 

--ILIA განხილვა 11:47, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ჯერ ერთი: კი არ გვეუბნევა, არამედ გვეუბნება. მეორეც: რას ჰქვია ყბადაყებული ლექსიკონი? ვიკიპედიაში დიდი ხანია შეთანხმებულები ვართ, რომ სტატიაზე მსჯელობისას ვხელმძღვანელობთ ავტორიტეტული წყაროებით და უპირატესია ის წყარო, რომელიც უახლესია. ამ შემთხვევაში ამ ლექსიკონზე (რომლის მიხედვითაც ასობით სტატიის სათაური გვაქვს შემოტანილი) ახალი წყარო არ მოგვეპოვება. თუ მოიძებნება, დაწერეთ და ვერავინ შეგეწინააღმდეგებათ. თქვენ მიერ მოყვანილი ყველა მაგალითი კი ზუსტად ეგრევეა აქაც შეტანილი.--Saliner 12:07, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
„ყბადაღებული“ იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი განხილვის არგუმენტად გვევლინება და მთელი ან კონკრეტული განხილვის განმავლობაშიც მხოლოდ მასზე დაყრდნობით ამტკიცებთ ჟანს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აკადემიური და ამ საკითხის სპეციალისტთა მიერ შედგენილი წყარო, რასაკვირველია, გასათვალისწინებელია, მაგრამ გამონაკლისი ყველგან და ყველაფერში არსებობს და საკითხის ასე ხელის ერთი მოსმით გადაწყვეტა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. მე პირადად ცალსახად ვუჭერ მხარს, რომ თუ საყოველთაოდ დამკვიდრებული და გავრცელებული ფორმა ეწინააღმდეგება ლინგვისტურად სწორ ვარიანტს და ამავდროულად, ეს უკანასკნელი გამოყენებაში, პრაქტიკულად არაა, უპირატესობა სწორედაც რომ გავრცელებულს უნდა მიენიჭოს. ენაც და მისი ნორმებიც რეალობას უნდა უახლოვდებოდეს და ეს ქართული ენის განვითარებისას მრავალჯერ გაითვალისწინეს. საინტერესოა თავად ამ ლექსიკონის შემდგენლები რას იტყოდნენ, რატომაა თუნდაც ჰიუგო სწორი და ჟანა არასწორი? ისინიც ხომ ორიგინალ სახელს ეყრდნობიან, რაც ორივე შემთხვევაში არასწორია? კეთილი ინებეთ და ამიხსენით, იგივე უცხოურ პირთა ორთოგრაფიული ლექსიკონი რატომ მიიჩნევს ჰიუგოს, პარიზს, შექსპირსა და სხვებს სწორად და ჟანას არასწორად? ორმაგი სტანდარტი სწორედ აქ ვლინდება. შესაძლოა, დროთა განმავლობაში, შეიცვალოს ამ სახელი ხმარებაც და ჟანას აღარავინ ამბობდეს, მაშინ მოგვიწევს სტატიის სახელიც შევცვალოთ, მაგრამ ამ ეტაპზე, ჟანააა საყოველთაოდ მიღებული/დამტკიცებული/განმტკიცებული/გამოყენებული და ასეც უნდა დარჩეს.--ILIA განხილვა 12:24, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

მშვენივრად ვიცით ფრანგულად წარმოთქმის წესები და არანაირი რბილი Jeanne-ში არ არის. საიდან მოიტანეთ?! რბილი ნ gn-ს შემთხვევაშია და არა ამ დროს. რატომ წერთ, თუ არ იცით? რაც შეეხება ჰიუგოს, ეგეც იმიტომ გვაქვს, რომ წყარო გვეუბნება. და ყველაზე მთავარი: რას ჰქვია უაზრო განხილვა? ვიკიპედიისთვის ყველა განხილვა მნიშვნელოვანია და არ გეკადრებათ მაგის დაწერა. ჩვენ მოვიყვანეთ შესაბამისი წყარო და თუ ზოგადად მსგავსი წყაროების ეჭქვეშ დაყენებას ვაპირებთ, მაშინ მოგიწევთ მთლიანად ვიკიპედიის წესები შეცვალოთ.--Saliner 11:57, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ასე მგონია, რომ ზემოთ გამოთქმულ აზრებს არც კი კითხულობთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფრანგულად როგორ გამოითქმის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ათეულობით წლებია (იქნებ ბევრად მეტიც) რაც საქართველოში ყველანაირი ლიტერატურა თუ სხვა წყაროები უწოდებენ ჟანას და არა ჟანს. თუ ა რუსულის ნიშანი იყო, უკანასკნელ წლებში რატომ არ შეიცვალა რაიმე? ახლა მაინც ხომ ითარგმნება ლიტერატურა პირდაპირ ორიგინალიდან? თუ ამას მნიშვნელობა არ აქვს? აკადემიური წყარო კარგია, მაგრამ არც იქ მითითებული ინფორმაციაა დაურღვეველი დოგმა. ასეა თუ ისე, რადგანაც ვერ შევთანხმდით, კენჭი ვუყაროთ ამ საკითხს და ეს განხილვაც ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ.--ILIA განხილვა 12:04, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

თორნიკე, ფრანგულის ლექციას ნუ წამაკითხებ. სიამოვნებას იღენ წლების წინ მიღებული გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანით? ხშირად, ავტორიტეტულ წყაროებსაც ეპარებათ შეცდომები, რასაც შემდეგ გამოცემებში ასწორებენ. შენ მიერ მოტანილი წყარო კი რამდენი წელია, არ განახლებულა. აშკარაა, რომ ვიკიპედიის რესურსების არასწორად გამოყენებას აქვს უკვე ადგილი, დროს კარგავ და სხვებსაც აკარგვინებ იმაზე, რაზეც დიდი ხნის წინ შევთანხმდით. ვიკიპედიას გარკვეულ შემთხვევებში აქვს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და არ იყოს ჩამოკიდებული დრომოჭმულ წყაროებზე. თუ არა, რაის ენციკლოპედია ვართ? გადამწერები ვყოფილვართ და მეტი არაფერი. — Mikheil მიწერა 12:13, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

კი, ხშირად განხილვა უფრო დიდი გამოდის, ვიდრე თავად სტატია. მაგრამ რას ვიზამთ? მაგის გამო საკითხის გადაწყვეტაზე უარს ვერ ვიტყვით. რადგან წყაროს მიხედვით ვერ ვწყვეტთ და ჩვენით ვიღებთ გადაწყვეტილებას, მაშინ მართლა ერთად გადავწყვიტოთ. არაერთი მომხმარებელი ამჟამინდელ სათაურს არ ეთანხმება და არავის აქვს უფლება, განხილვა უაზროდ და ამჟამინდელი სათაური მკაცრად მიღებულად ჩავთვალოთ.--Saliner 12:55, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

თავის დროზე სწორედაც რომ შეთანხმების გზით არის ეს სათაური დადგენილი. მაგრამ რა გამოდის, რამდენი ახალი მომხმარებელიც მოვა და სხვა აზრს გამოთქვამს, ხელახლა ვმართოთ კენჭისყრები? — Mikheil მიწერა 12:36, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
მერე რა? მანამდე გადაწყვეტილება იყო, რომ ჟანზე" გადაეტანათ. მაგ ლოგიკით ზედა განხილვა საერთოდ არ უნდა წამოგეწყოთ. კარგი რა, სერიოზულად ვკამათობთ იმაზე განხილვა შეიძლება თუ არა?--Tornike   12:46, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
აბსოლუტურად გეთანხმები, თორნიკე. და საერთოდაც, წყაროებზე იმიტომ ვართ შეთანხმებულები, რომ ასეთი გაუგებრობები: ასე უფრო გამიგია და ყურში უკეთ მხვდება, არ იყოს.--Saliner 12:55, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

ამ განხილვამ უკვე დამღალა სერიოზულად. ასე გინდა განავითაროთ ვიკიპედია? განხილვებში კომენტარების წერაა თქვენი ვიკიპედიის განვითარების ხედვა? აქვე მინდა გკითხოთ, რამდენიმე ნათესავი გოგონა მყავს ჟანა და ახლა მათ ჟან უნდა დავუძახო? სტატიები წერეთ ხალხო და თუ გინდათ 2000 ბაიტზე ნაკლებიც იყოს. --ჯაბა 1977 14:47, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

5 000 ბაიტს ვინ ჩივის :D — Mikheil მიწერა 14:49, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
კი, განხილვებში კომენტარების წერა ჩვენი ვიკიპედიის განვითარების ხედვაა. ვერ ვხვდები ამაში რა არ მოგწონთ. ფეისბუქზე წავიკითხე ეს რომ გეწერა და მეგონა ხუმრობდი :) არა, მაგათ ქართულად დაარქვეს სახელი, ჩემს ნებართვას ალბათ არც ელოდები, მაგრამ შეგიძლია ჟანა დაუძახო. აუცილებლად დავწერთ სტატიებსაც.--Tornike   14:53, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
თუ ჟანა დაარქვეს მშობლებმა, ჟანა დაუძახეთ, თუ ჟან, მაშინ ჟან. :D დიახ, ასეც გვინდა განვავითაროთ ვიკიპედია - სისწორის მხარეს ყოფნით. მეც არ მაქვს სურვილი ამაზე ვხარჯოთ დრო, მაგრამ განხილვებიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ვიკიპედიის სხვა ნაწილები.--Saliner 14:56, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

კარგი დაგიჯერებ ჟანას დავუძახებ.     --ჯაბა 1977 14:58, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ, რომ სტატიის სათაურები (არა მხოლოდ ამ შემთხვევაში), როცა ე. წ. ავტორიტეტულ წყაროს მონაცემებსა და საზოგადოებაში დამკვიდრებული ფორმის პოპულარულობას შორის აშკარა და დიდი შეუსაბამობაა, უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ფორმას. ასე რომ, ჩემი აზრით სათაური უნდა იყოს ჟანა დ'არკი.
ცალსახად ვემიჯნები იმ აზრს, რომ ერთხელ შეთანხმებულ თემაზე მეორედ განხილვა არ შეიძლება ანდა ახალ მომხმარებლებს არ აქვთ უფლება ძველის გამართულობა ეჭვქვეშ დააყენოს... ეს არაა სწორი მიდგომა.
ამავე დროს: სრულიად ვიზიარებ აქ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საჭიროა სტანდარტიზაცია. არ შეიძლება, ზოგჯერ უპირობოდ დავემორჩილოთ ე. წ. ავტორიტეტულ წყაროებს და სხვაგან სხვაგვარად მოვიქცეთ. ასე რომ, ვფიქრობ, საკითხი არ ეხება მხოლოდ ჟანას/ჟანს, საკითხი ეხება სათაურების არჩევის ზოგად პრინციპს, რომელიც ცალკე უნდა იქნას განხილული. სასურველია კარს მომდგარ ვიკიშეხვედრაზე ეს საკითხიც იქნას განხილული :). მადლობა, Deu. 18:10, 27 იანვარი 2016 (UTC)პასუხი
გვერდ „ჟანა დ’არკი“-ზე დაბრუნება.